ისტორია

9:50 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

19 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1940. დაიბადა ანზორ კავაზაშვილი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, თბილისის “დინამოს” (1957-59), ლენინგრადის “ზენიტის” (1960), მოსკოვის “ტორპედოს” (1961-68), მოსკოვის “სპარტაკისა” (1969-71) და ქუთაისის “ტორპედოს” (1972) გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1965, 1969) და თასის მფლობელი (1968, 1971). 1965 და 1967 წლებში ჟურნალ “ოგონიოკის” მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარედ. სსრკ-ის ჩემპიონატებში ჩატარებული აქვს 274 შეხვედრა. 1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და 1970 წლის მექსიკის მუნდიალის მონაწილე.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1877. უიმბლდონის მამაკაცთა პირველი ტურნირის ფინალში, სპენსერ გორმა მარშალი 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა.

1903. პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსის” პირველი გამარჯვებული მორის გარინი გახდა.

1908. ლონდონის წმინდა პავლეს ეკლესიაში ეპისკოფოსმა ოლიმპიადა დალოცა და ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: “ოლიმპიადაზე მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”.

1908. ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ფეიენოორდი”. 1970 წელს მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. უეფას თასის ორგზის მფლობელი (1974, 2002). გუნდი ჰოლანდიის 14-გზის ჩემპიონი და თასის 11-გზის მფლობელია. 1991 და 1999 წლებში ფლობდა ჰოლანდიის სუპერთასს. 1981 წელს თასების თასის ნახევარფინალში თბილისის “დინამოსთან” ორი შეხვედრის ჯამში 0:3, 2:0 წააგო. “ფეიენოორდის” სტადიონი 51 177 მაყურებელს იტევს.

1920. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული მოსკოვის ნაკრები გახდა.

1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ჯგუფური ეტაპი: ჩილე-საფრანგეთი 1:0, არგენტინა-მექსიკა 6:3.

1930. საფრანგეთის ნაკრების მეკარე ალეკს ტეპო პირველი გოლკიპერი გახდა, რომელმაც მუნდიალზე პენალტის მოგერიება მოახერხა. იმავე დღეს არგენტინისა და მექსიკის მატჩში მოთამაშეებმა კიდევ ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს, თუმცა ეს მატჩი ჩილე-საფრანგეთის დაპირისპირებასთან შედარებით ორი საათით გვიან დაიწყო.

1952. ჰელსინკში თანამედროვეობის მეთხუთმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 69 ქვეყნის 5429 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი აშშ-მ დაიკავა. ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ათლეტებმა 40 ოქროს, 19 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

1966. მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). ჯგუფური ეტაპი: ურუგვაი-მექსიკა 0:0; არგენტინა-შვეიცარია 2:0; პორტუგალია-ბრაზილია 3:1; იტალია-ჩრდილოეთ კორეა 0:1.

1966. ურუგვაისა და მექსიკის სამუნდიალე შეხვედრის დროს მექსიკელთა მეკარე Aანტონიო კარბახალმა თავისი მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრა ჩაატარა. მან 1950, 1954, 1958, 1962 და 1966 წლების მუნდიალებზე იასპარეზა.

1980. მოსკოვში თანამედროვეობის ოცდამეორე ოლიმპიადა გაიხსნა. მასში მონაწილეობა არ მიუღიათ აშშ-ს, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის სპორტსმენებს. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა ნაკრები გავიდა, რომლის ათლეტებმა 80 ოქროს, 69 ვერცხლის და 46 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

1991. მაიკ ტაისონმა “მის შავი ამერიკის” ტიტულის მფლობელი დეზირე ვაშინგტონი გააუპატიურა.

1994. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მალტის ნაკრებთან ფრედ ითამაშა (1:1). ქართველთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. საქართველო: ზოიძე, რევიშვილი, ნემსაძე, შელია, გ. ჯიშკარიანი, რ. არველაძე, ინალიშვილი (ყაველაშვილი), ჯამარაული (კაპიტანი), ტუღუში (ა. არველაძე), ქინქლაძე, შ. არველაძე. საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

1997. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი პოლ ინსი მილანის “ინტერიდან” “ლივერპულში” 4,2 მილიონ გირვანქად გადავიდა.

1996. ატლანტაში თანამედროვეობის ოცდამეექვსე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 197 ქვეყნის 10 332 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (44 ოქრო, 32 ვერცხლი, 25 ბრინჯაო), მეორე გერმანია იყო (20, 18, 27), მესამე _ რუსეთი (26, 21, 16).

2006. კრივში ევროპის ჩემპიონატზე, 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახაბერ ჟვანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2006. ნაგოიას ბაშოზე ლევან ცაგურიამ (კოკაი) ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მეთერთმეტე მაეგაშირა კასუგაო დაამარცხა.

2006. მამაკაც კალათბურთელთა შორის, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა, ურუგვაის ნაკრები დაამარცხა (92:61).

2007. უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ლიხტენშტეინის თასის მფლობველი “ვადუცი” დაამარცხა (2:0), ხოლო “ამერმა” სტუმრად პოლონურ “ბელხატოვთან” წააგო (0:2).

2007. ფლორენციის “ფიორენტინამ” იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ კრისტიან ვიერისთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2009. მადრიდის “რეალმა” გულშემატკივრებს ბრაზილიელი კაკა წარუდგინა. “სამეფო კლუბმა” სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი “მილანისგან” 68 მილიონ ევროდ იყიდა.

2010. ბაქოს მოჭიდავეთა ოქროს გრან-პრიზე” საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდს კი ბრინჯაოს 5 მედალი ერგო.

2013. ტიტო ვილანოვა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის მიზეზი ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.

2013. ქართველმა სპორტსმენებმა უტრეხტში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე ისტორიაგადაწერეს. მანამდე არასდროს ყოფილა, რომ აღნიშნულ სპორტულ ფორუმზე 8 მედალიმოგვეპოვებინოს. ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალიასეთია ჩვენი ნორჩიათლეტების მონაგარი. ამ მაჩვენებლით, საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-13 ადგილი გვერგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1929. სოფია მურატოვა. საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე. 1952, 1956, 1960 წლების ოლიმპიურ თამაშებზე, სხვადასხვა იარაღებზე ასპარეზობისას, მოიპოვა ოქროს 6, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 4 მედალი.

1939. დან პოზნიაკი. მოკრივეთა შორის 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969).

1940. ანზორ კავაზაშვილი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, თბილისის “დინამოს” (1957-59), ლენინგრადის “ზენიტის” (1960), მოსკოვის “ტორპედოს” (1961-68), მოსკოვის “სპარტაკისა” (1969-71) და ქუთაისის “ტორპედოს” (1972) გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1965, 1969) და თასის მფლობელი (1968, 1971). 1965 და 1967 წლებში ჟურნალ “ოგონიოკის” მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარედ. სსრკ-ის ჩემპიონატებში ჩატარებული აქვს 274 შეხვედრა. 1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და 1970 წლის მექსიკის მუნდიალის მონაწილე.

1946. ილიე ნასტასე. რუმინელი ჩოგბურთელი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ტურნირები, მათ შორის 1972 წელს აშშ-ის ღია პირველობა. იმავე წელს დევისის თასის გათამაშების მატჩში ითამაშა თბილისში, საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ, რომლის რიგებში ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია გამოდიოდნენ.

1947. ნინა ბალდიჩევა. საბჭოთა მოთხილამურე. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 5 კილომეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 1970 და 1974 წლების ჩემპიონი.

1962. ევანდერ ჰოლიფილდი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

1963. შანდორ ვლადარი. უნგრელი მოცურავე. 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ვლადარი პირველი უნგრელი მოცურავეა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში მადიართა ქვეყნიდან ოლიმპიური ჩემპიონი 1896 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული პირველად გახდა.

1964. ტერეზა ედვარდსი. აშშ-ის ქალ კალათბურთელ ნაკრების ფორვარდი. 1984, 1988, 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1964. ტერეზა ედვარდსი. აშშ-ის ქალ კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი. 1984, 1988, 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ჩემპიონი.

1968. ქეთევან არახამია. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში (1987). საჭადრაკო ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი (1994, 1996). 1990 და 1996 წლების ოლიმპიადებზე თავის დაფებზე მოიპოვა მცირე ოქროს მედლები. 1990 წელს არახამიამ თორმეტივე პარტია მოიგო. ევროპის გუნდური პირველობის გამარჯვებული (1997). ევროპის პირადი პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2001). საქართველოს სამგზის, საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი. შოტლანდიის ჩემპიონი მამაკაცთა შორის (2003). ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი. 1996 წლიდან ცხოვრობს შოტლანდიაში. ქეთევან არახამიას მეუღლე, იქაური მოჭადრაკე ჯონათან გრანტია.

1968. პაველ კუკა. ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ნაკრებების, პრაღის “სპარტასა” და “შტუტგარტის” ფორვარდი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

1986. რევაზ ათანელაშვილი. იყო საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი (207 სმ). 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი “არმიას” შემადგენლობაში გახდა.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1979. პიტერ ენჯელი. ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ლეიტონ ორინტის” მთავარი მწვრთნელი. გარდაიცვალა გუნდის წინასასეზონო მზადების ერთ-ერთ ვარჯიშზე.

1986. სერ სტენლი როუზი. ფიფას ყოფილი პრეზიდენტი. გარდაიცვალა 91 წლის ასაკში.

2005. ზალიკო ქიქოძე და მერაბ ხაბაზი. ქართველი ალპინისტები უშბას ყველაზე რთულ მიშლიაევის კლდოვან მარშრუტზე დაიღუპნენ.

0.166907