ისტორია

19:30 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბრენტფორდმა“ პირველი ტრანსფერი განახორციელა

„მიდტიულანდის“ აწ უკვე ყოფილი, 23 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი ფრენკ ონიეკა კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკელი იუნგლისურ გუნდში 2026 წლის ივლისამდე დარჩება. ონიეკას სანაცვლოდ დანიელებმა 10 მილიონი ევრო მიიღეს.

ფრენკ „მიდტიულანდმა“ 2016 წელს ნიგერიული „ებედეიდან“ დაიმატა. საყრდენმა ნახევარმცველმა ერთ წელიწადში მოიპოვა პირველ გუნდში თამაშის უფლება. გასულ ოთხ სეზონში ონიეკამ 123 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრენკის სატრანსფერო ღირებულება ექვსი მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114936