ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:53 | 02.03.2022 2 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1886 – დაიბადა ვიტორიო პოცო. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “სკუადრა აძურა” 1934 და 1938 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვა. საკლუბო ...
| |
09:55 | 01.03.2022 1 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2014 - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სტამბოლში თურქეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა სასურველი ანგარიშით (9:12, ორი მატჩის ჯამში 17:16) დაასრულა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ...
|
09:54 | 28.02.2022 28 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1956 – დაიბადა თამაზ კოსტავა. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს ...
| |
09:57 | 27.02.2022 27 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1978 - დაიბადა კახა კალაძე. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თბილისის “დინამოს” რიგებში გამოსვლისას ოთხ-ოთხჯერ მოიგო საქართველოს პირველობა და ეროვნული თასი. ...
|
09:57 | 26.02.2022 26 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1973- დაიბადა ოლე გუნარ სოლსკიაერი. ნორვეგიის ნაკრების, “კლაუსენენგენის,” “მოლდესა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. სოლსკიაერმა 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნს” გადამწყვეტი ...
| |
09:55 | 25.02.2022 25 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1935 - დაიბადა პეპე (ჟოსე მასია). ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა (1955-65) და “სანტოსის” (1954-69) გარემარბი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი. 1962 და 1963 წლებში ...
|
09:55 | 24.02.2022 24 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1940- დაიბადა დენის ლოუ. შოტლანდიელი ფეხბურთელი. 1960 წლიდან “მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ხოლო 1962 წელს ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 115 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.
| |
09:56 | 23.02.2022 23 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1935 - დაიბადა როსტომ აბაშიძე. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 1962, 1963). სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1957, 1960, 1962). 1957 წელს გახდა ახალგაზრდობის ...
|
09:46 | 22.02.2022 22 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1973 - დაიბადა შოთა არველაძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “მართვესა” და “დინამოს,” “ტრაბზონსპორის,” ამსტერდამის “აიაქსის,” გლაზგოს “რეინჯერსის”, “ალკმაარისა” და “ლევანტეს” ფორვარდი.
| |
09:52 | 21.02.2022 21 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1974 – დაიბადა ივან კამპო. ესპანეთის ნაკრების, “ვალიადოლიდის,” “ვალენსიას,” მადრიდის “რეალის,” “ბოლტონ უონდერერზის” ფეხბურთელი. “რეალთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ...
|
|
|
|