1973. დაიბადა გიორგი ქინქლაძე. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისის “მრეტებისა” და “დინამოს,” “საარბრიუკენის,” “მანჩესტერ სიტის,” “აიაქსის,” “დერბი ქაუნთის”, “ანორთოსისის”, ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი (1993, 1994, 1995) და თასის მფლობელი (1993, 1995). ჰოლანდიის თასის მფლობელი (1999). კვიპროსის ჩემპიონი (2005). დასახელებულია “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად. 1993 და 1996 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1887. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ლოტი დოდმა ბლენჩ ჰილიარდი 6:2, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით მეოთხე გამარჯვებული გახდა.
1912. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თანამედროვეობის მეხუთე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. შეჯიბრებებმა კი, სტარტი ჯერ კიდევ აპრილიდან აიღო.
1912. დონალდ ლიპინკოტმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
1946. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ მუდმა ელენ ჯეკობსი 6:3, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 53-ე გამარჯვებული გახდა.
1946. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ივონ პეტრამ ბრაუნი 6:2, 6:4, 7:9, 5:7 დაამარცხა და ტურნირის რიგით მესამოცე გამარჯვებული გახდა.
1957. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი, ალთეა გიბსონი პირველი შავკანიანი სპორტსმენი გახდა, რომელმაც “დიდი სლემის” ერთ-ერთი შეჯიბრება (უიმბლდონი) მოიგო.
1960. ევროპის პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი: სსრკ-ჩეხოსლოვაკია 3:0, გოლები ვალენტინ ივანოვმა (2) და ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანეს. სსრკ: იაშინი, გივი ჩოხელი, მასლიონკინი, კრუტიკოვი, ვოინოვი, ნეტო, სლავა მეტრეველი, ივანოვი, პონედელნიკი, ბუბუკინი, მიხეილ მესხი.საფრანგეთი-იუგოსლავია 4:5.
1960. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა გივი ჩოხელმა.
1986. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბორის ბეკერმა ივან ლენდლი 6:4, 6:3, 7:5 დაამარცხა და ტურნირის საიუბილეო, მეასე გამარჯვებული გახდა.
1991. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა არანტა სანჩეს ვიკარიო 6:3, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 98-ე გამარჯვებული გახდა.
1994. ლეროი ბარელმა მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9.85).
1996. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოლე გუნარ სოლსკიაერი და რონი იონსონი შეიძინა. “ჩელსიმ” “ლაციოდან” რობერტო დი მატეო 4,9 მილიონ გირვანქად იყიდა.
1997. არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალაიზიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის ფინალში, ურუგვაელ თანატოლებს 2:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1999. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა, “სპაის გირლზის” მომღერალ ვიქტორია ადამსზე იქორწინა.
2005. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, ლონდონი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად დაამტკიცა.
2007. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, შვედი სვენ გორან ერიქსონი “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
2008. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 6–4, 6–4, 6–7(5), 6–7(8), 9–7 დაამარცხა და პირველად გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული.
2010. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნში, მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ჰოლანდიის ნაკრებმა ურუგვაელები 3:2 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. გოლები: 1:0 ვან ბრონკჰორსტი (18), 1:1 ფორლანი (41), 2:1 სნეიდერი (70), 3:1 რობენი (73), 3:2 მასიმილიანო პერეირა (90).
2013. მარიონ ბარტოლი-საბინ ლისიცკი 6:1, 6:4. ღია ერის პერიოდში მარიონ ბარტოლი მეექვსე ჩოგბურთელი ქალი გახდა, რომელმაც უიმბლდონის ერთეულთა შეჯიბრება სეტისწაუგებლად მოახერხა. აქამდე ეს მარტინა ნავრატილოვამ (ოთხჯერ), სრენა უილიამსმა (ორჯერ), ვინუს უილიამსმა, ლინდსი დევენპორტმა და კრის ევერტმა მოახერხეს.
2013. გაცხადდა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზაფაჩულიაკარიერას“მილუოკი ბაქსში” გააგრძელებდა, კლუბში, რომლის ღირსებასაც იგი უკვე იცავდა2004-05 წლებისსეზონში. ფაჩულია 8 წლის განმავლობაში “ატლანტა ჰოუქსის” რიგებში ირიცხებოდა.
2013. გერმანიის ქალაქ ფერსმოლდში ჩოგბურთის წყვილთა ტურნირი ანა ტტიშვილმა და სოფო შაფათავამ მოიგეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1818. ადოლფ ანდერსონი. გერმანელი მოჭადრაკე. 1851 წელს მოიგო ლონდონში ჩატარებული პირველი საჭადრაკო ტურნირი და ითვლებოდა მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონად. 1858 წელს ანდერსონი ამერიკელ პოლ მორფისთან დამარცხდა.
1911. ირჟი სობოტკა. 1930-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. ჩეხოსლოვაკიის ხუთგზის ჩემპიონი. მოგვიანებით მუშაობდა მწვრთნელად. 1961 წელს როტერდამის “ფეიენოორდი” ჰოლანდიის ჩემპიონი გახადა. 1963 წელს სათავეში ედგა შვეიცარიის ნაკრებს.
1930. ჰერბერტ ერჰარდტი. 1953-62 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1958 და 1962 წლების მუნდიალების მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.
1938. ოლეგ ბაზილევიჩი. უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა კიევის “დინამოში”, დონეცკის “შახტიორში”, ოდესის “ჩერნომორეცში”. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 228 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. ვალერი ლობანოვსკისთან ერთად 1974-76 წლებში წვრთნიდა კიევის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრებს. იმ პერიოდში კიეველებმა თასების თასი, ევროპის სუპერთასი, საკავშირო პირველობა და თასი, სსრკ-ის ნაკრებმა კი მონრეალის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 1992-94 წლებში სათავეში ედგა უკრაინის ნაკრებს.
1939. მერი პეტერსი. ინგლისელი მძლეოსანი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1950. სულტან რახმანოვი. საბჭოთა ძალოსანი. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1969. ფერნანდო რედონდო (ფერნანდო კარლოს რედონდო ნერი). არგენტინის ნაკრების, “არგენტინოს ხუნიორსის” (1985-90), “ტენერიფეს” (1990-94), მადრიდის “რეალის” (1994-2000), “მილანის” (2000-04) ნახევარმცველი. კონფედერაციათა თასის მფლობელი (1992). 1993 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 29 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული (1998, 2000, 2003). საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1998). ესპანეთის ჩემპიონი (1995, 1997), იტალიის თასის მფლობელი (2003).
1973. გიორგი ქინქლაძე. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისის “მრეტებისა” და “დინამოს,” “საარბრიუკენის,” “მანჩესტერ სიტის,” “აიაქსის,” “დერბი ქაუნთის”, “ანორთოსისის”, ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი (1993, 1994, 1995) და თასის მფლობელი (1993, 1995). ჰოლანდიის თასის მფლობელი (1999). კვიპროსის ჩემპიონი (2005). დასახელებულია “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად. 1993 და 1996 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.
1974. ზე რობერტო. ბრაზილიის ნაკრების, “პორტუგეზას”, მადრიდის “რეალის”, “ფლამენგოს”, ლევერკუზენის “ბაიერის”, მიუნხენის “ბაიერნის”, “სანტოსის”, “ჰამბურგის” ნახევარმცველი. 1997 და 1999 წლებში მოიგო კოპა ამერიკა. 1997 და 2005 წლებში იმარჯვა კონფედერაციათა თასზე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. 1997 წელს მოიგო ესპანეთის ჩემპიონათი და “სამეფო თასი”. გერმანიის ჩემპიონი (2003, 2005, 2006, 2008) და თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008). 2004 და 2007 წლებში მოიგო გერმანიის ლიგის თასი. 2007 წელს გახდა პაულისტას შტატის ჩემპიონი.
1976. ნუნუ გომეში. პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ბოავიშტას,” “ბენფიკას,” “ფიორენტინას” ფორვარდი. 2004 წლის ევროპის პირველობის ფინალისტი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შემდეგ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. “ბენფიკასთან” ერთად მოგებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონობა, თასი, ლიგის თასი და სუპერთასი. “ბოავიშტასა” და “ფიორენტინას” შემადგენლობაში პორტუგალიისა და იტალიის თასი.
1980. პაუ გასოლი. ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების, “მემფის გრიზლის”, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (213 სმ). მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. ევროპის 2009 და 2011 წლების ჩემპიონი. პეკინის 2008 და ლონდონის 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (2003, 2007) და ბრინჯაოს (2001) მედლების მფლობელი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (2009, 2010). 2006, 2009, 2010, 2011 წლებში იასპარეზა NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1981. ლატოია ტომასი. აშშ-ის ქალ კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი (188 სმ).