ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
10:15 | 15.05.2022 15 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1970 – დაიბადა ფრანკ და რონალდ დე ბურები. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ფრანკს ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 112 მატჩი (13 გოლი), რონალდს 67 შეხვედრა (13 ბურთი). ტყუპები გამოდიოდნენ სხვადასხვა ...
| |
09:49 | 14.05.2022 14 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1942 - დაიბადა ვალერი ბრუმელი. საბჭოთა მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი (2,28 მ). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის ...
|
09:54 | 13.05.2022 13 მაისი მსოფლიო სპორტი ისტორიაში
1981 - თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი “კარლ ცაისი” (იენი) 2:1 დაამარცხა. ...
| |
09:50 | 12.05.2022 12 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1961 - გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე.
|
09:50 | 11.05.2022 11 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1984. დაიბადა ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირების სიმბოლურ ნაკრებში.მსოფლიოს ...
| |
09:48 | 10.05.2022 10 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1923 – დაიბადა ოთარ ქორქია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე.
|
09:51 | 09.05.2022 9 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
945 – დაიბადა იუპ ჰაინკესი. გფრ-ის ნაკრების რიგებში ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. ნაკრების 39 მატჩში გაიტანა 14 გოლი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და “ჰანოვერში”. ...
| |
10:18 | 08.05.2022 8 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1976 - დაიბადა ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (216 სმ). გამოდიოდა თბილისის “მართვეში,” ლიუბლიანას “ოლიმპიაში,” “სიეტლ სუპერსონიქსში,” “ნიუ ჯერსი ნეთსში,” “მაიამი ...
|
10:30 | 07.05.2022 7 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1939 - დაიბადა ჯემალ ცერცვაძე. ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი. თბილისის “ბურევესტნიკის” რიგებში 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1965, 1966, 1967 წლებში საკავშირო პირველობების ...
| |
10:20 | 06.05.2022 6 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1983 - დაიბადა დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების, “სევილიასა” და “ბარსელონას” მცველი. სევილიელთა შემადგენლობაში უეფას თასის ორგზის მფლობელი (2006, 2007). ამავე გუნდის რიგებში გამოსვლისას ევროპის სუპერთასისა ...
|
|
|
|