1962. თბილისის “დინამომ” კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მადრიდის “რეალი” 90:83 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა. “დინამოს” ოთარ ქორქია წვრთნიდა. ჩემპიონთა თასის მფლობელები გახდნენ: გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ლევან ინწკირველი, ვლადიმირ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა და რევაზ გოგელია. თამაში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩატარდა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1920. ესპანეთის მეფემ ალფონსო მეცამეტემ საფეხბურთო კლუბი “მადრიდი” “სამეფო” ტიტულით დააჯილდოვა. ამ დღიდან მოყოლებული და მას შემდეგ მოყოლებული პლანეტის ყველაზე ტიტულოვან გუნდს “რეალი” ეწოდება.
1933. პრიმო კარნერამ მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეკ შარკი მეექვსე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1949. საბჭოთა კავშირში საფეხბურთო მატჩის პირველი პირდაპირი ტელეტრანსლაცია ჩატარდა. მოსკოვის “დინამოს” სტადიონზე იმ დღეს ადგილობრივი ცდკა და “დინამო” შეხვდნენ. თამაში არმიელებმა 4:1 მოიგეს, რეპორტაჟი კი ვადიმ სინიავსკის მიჰყავდა.
1950. მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატი ფეხბურთში (ბრაზილია). ჯგუფური ეტაპი: იუგოსლავია-მექსიკა 4:1; ესპანეთი-ჩილე 0:0; აშშ-ინგლისი 1:0; შვედეთი-პარაგვაი 2:2.
1950. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ამერიკელთა მიერ ინგლისელთა 1:0 ძლევა იმდენად მოულოდნელი შედეგი იყო, რომ ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ შეცდომით ბრიტანელებს 10:1 “მოაგებინა”.
1958. მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: ბრაზილია-შვედეთი 5:2; გოლები ვავამ (2), პელემ (2) და ზაგალომ (ბრაზილია), ხოლო მასპინძელთაგან ლინდჰოლმმა, სიმონსონმა (შვედეთი) გაიტანეს. მატჩი სტოკჰოლმის “რასუნდას” სტადიონზე ჩატარდა და მას 51 800 მაყურებელი დაესწრო. ბრაზილია: ჟილმარი, ჯალმა სანტოსი, ნილტონ სანტოსი, ზიტო, ბელინი, ორლანდო, გარინჩა, დიდი, ვავა, პელე, ზაგალო. შვედეთი: სვენსონი, ბერგკამპი, აკსბომი, გუსტაფსონი, ბერიოსონი, პარლინგი, ჰამრინი, ლინდჰოლმი, სიმონსონი, გრენი, სკოგლუნდი.
1962. თბილისის “დინამომ” კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მადრიდის “რეალი” 90:83 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა. “დინამოს” ოთარ ქორქია წვრთნიდა. ჩემპიონთა თასის მფლობელები გახდნენ: გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ლევან ინწკირველი, ვლადიმირ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა და რევაზ გოგელია. თამაში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩატარდა.
1982. მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). ფინალური B ჯგუფი: ინგლისი-გფრ 0:0; ფინალური ჩ ჯგუფი: იტალია-არგენტინა 2:1.
1986. მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (მექსიკა). ფინალი: არგენტინა-გფრ 3:2. გოლები ბრაუნმა, ვალდანომ, ბურუჩაგამ (არგენტინა), ხოლო გერმანელთაგან კარლ ჰაინც რუმენიგემ და ფიოლერმა გაიტანეს. მეხიკოს “აცტეკას” სტადიონზე ჩატარებული მუნდიალის გადამწყვეტ მატჩს 114 600 მაყურებელი დაესწრო. არგენტინა: პუმპიდო, კუსიუფო, ბრაუნი, რუჯერი, ოლარტიკოეჩეა, ჰიუსტი, ბატისტა, მარადონა, ენრიკე, ბურუჩაგა (ტრობიანი), ვალდანო. გფრ: შუმახერი, იაკობსი, ბერტოლდი, კარლ ჰაინც ფიორსტერი, ბრიგელი, მათეუსი, ბრემე, მაგათი (დიტერ ჰიონესი), ედერი, რუმენიგე, კლაუს ალოფსი (ფიოლერი).
1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ჰოლანდია-მაროკო 2:1; საუდის არაბეთი-ბელგია 1:0.
1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). მერვედფინალი: გერმანია-მექსიკა 2:1; ჰოლანდია-იუგოსლავია 2:1.
1998. საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე, ერთი წუთის განმავლობაში 235 356 ადამიანი შევიდა, რაც რეკორდული რაოდენობა გახლდათ.
2000. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (ბელგია-ჰოლანდია). ნახევარფინალი: ჰოლანდია-იტალია 0:0, პენალტებით იტალიელებმა მოიგეს. მატჩის ძირითადი დროის მსვლელობისას ბენილუქსელებმა ორი პენალტი გააფუჭეს (ფრანკ დე ბური, პატრიკ კლუივერტი).
2002. მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). მატჩი მესამე ადგილისათვის: სამხრეთ კორეა-თურქეთი 2:3. გოლები ლიმ, მონმა (სამხრეთ კორეა) და ილჰანმა (2), ჰაკან შუქურმა (თურქეთი) გაიტანეს. მატჩი კორეის ქალაქ ტეგუში ჩატარდა და მას 63 483 მაყურებელი დაესწრო.
2002. თურქმა თავდამსხმელმა ჰაკან შუქურმა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე “სწრაფი” გოლი გაიტანა. მან კორეელების კარი ასპარეზობის დაწყებიდან 11 წამის შემდეგ აიღო.
2005. FIFA-ს კონფედერაციათა თასის გათამაშება ფეხბურთში (გერმანია). ფინალი: ბრაზილია-არგენტინა
2008. ავსტრია-შვეიცარიის ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი. ესპანეთი-გერმანია 1:0. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა გაიტანა. ესპანეთი (ნაკრებს ლუის არაგონესი წვრთნიდა): კანისარესი, სერხიო რამოსი, მარჩენა, პუიოლი, კაპდევილია, მარკუშ სენა, ინიესტა, ხავი, ფაბრეგასი (ხაბი ალონსო 63), სილვა (კასორლა 66), ტორესი (გუისა 78). გერმანია: ლემანი, ფრიდრიხი, მერტეზაკერი, მეცელდერი, ლამი (იანსენი 46), ფრინგსი, ჰიცფელგერი (კურანი 58), შვაინშტაიგერი, ბალაკი, პოდოლსკი, კლოზე (მარიო გომესი 79). ვენის “ერნსტ ჰაპელ შტადიონზე” მატჩს 51 428 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას იტალიელი არბიტრი როსეტო როსეტი სჯიდა.
2009. ევროპის 21 წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ ინგლისელი თანატოლები 4:0 დაამარცხა და პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი. ტურნირი შვეციაში ჩატარდა.
2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე, პრეტორიაში პარაგვაიმ პენალტების სერიით 5:3 დაამარცხა იაპონია (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა) და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. კეიპტაუნში ესპანეთმა პორტუგალიას 1:0 სძლია. მუნდიალების ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში 4 სამხრეთამერიკული ნაკრები (ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი) გავიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1901. რუდოლფ “პუტე” კოკი. 1919-25 წლებში შვეციის ნაკრების საფეხბურთო ფორვარდი. “ტრე კრუნურის” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი. კოკმა შვეციის ნაკრების მაისური პირველად 17 წლისამ და 334 დღისამ მოირგო. შვეციის 1923 წლის ჩემპიონი. იცავდა შვეციის ბურთიანი ჰოკეის ნაკრების ღირსებასაც. კოკი ბრიჯში ევროპის ორგზის ჩემპიონია. მოგვიანებით წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ აიკ-ს და იყო შვეციის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი.
1910. კუგ ჰოუტონი. 1927-46 წლებში ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 392 მატჩი, გაიტანა 170 გოლი. 1953-58 წლებში წვრთნიდა “ასტონ ვილას”. 1972-79 წლებში იყო კლუბის დირექტორი, 1983-96 წლებში კი ვიცე-პრეზიდენტი.
1930. ანატოლი მასლიონკინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1960 წლის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1956, 1958, 1962). საკავშირო თასის ორგზის მფლობელი. მასლიონკინი 1988 წელს გარდაიცვალა.
1939. ამარილდო (ამარილდო ტავარეშ დე სილვეირა). 1961-66 წლებში ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი-ფორვარდი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონი. ტურნირის მსვლელობისას წარმატებით შეცვალა ტრავმირებული პელე, ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 22-ჯერ, გაიტანა 6 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბრაზილიასა (“ფლამენგო”, “ბოტაფოგო”, “ვასკო და გამა”) და იტალიაში, სადაც “მილანის” “ფიორენტინასა” და “რომას” ღირსებას იცავდა. მილანელებთან ერთად 1963 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო. “როსონერის” შემადგენლობაში მოიპოვა იტალიის თასი (1967), “ფიორენტინას” რიგებში კი სერია A-ს გამარჯვებული გახდა.
1941. მარგარიტა გუმელი. გდრ-ის წარმომადგენელი ტყვიის მსროლელი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1954. ჟუნიორი. 1979-92 წლებში ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი. ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონი. 1992 წელს დაასახელეს ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად.
1954. ჟერარ სოლე. 1970-80-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. “სოშოს” ლეგენდარული ფეხბურთელი.
1960. სერგეი კოპილოვი. რუსი ველოსიპედისტი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1962. ჟოან ლაპორტა. “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი. ლაპორტას პრეზიდენტობისას კატალონელებმა 2006 და 2009 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, 2009-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იმარჯვეს, მოიგეს ესპანეთის ჩემპიონობა (2005, 2006, 2009, 2010), ესპანეთის თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები.
1981. ჯო ჯონსონი. “ბოსტონ სელტიკსის”, “ფინიკს სანზის”, “ატლანტა ჰოუკსის” მსროლელი-ფორვარდი (201 სმ). მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2007, 2008 და 2009 წლებში ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.