სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ისტორია

10:11 | 8.07.2018 | ნანახია 158 - ჯერ

8 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. დაიბადა დანიელ მორელონი. ლეგენდარული ფრანგი ველოსიპედისტი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სპრინტერულ რბოლაში. ეს ტიტული მან 1966-75 წლების მსოფლიოს პირველობებზე მოიპოვა. 1964 წელს,ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე მას ქართველმა ველოსპრინტერმა ომარ ფხაკაძემ მოუგო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1922. უიმბლდონის ტურნირის ფინალში, სუზან ლენგლენმა მელორი 6:0, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 35-ე გამარჯვებული გახდა.

1946. ბეისბოლისტთა ლიგაში, მოთამაშის მინიმალური ყოველთვიური ხელფასი ხუთი ათასი დოლარით განისაზღვრა.

1978. შვედი ჩოგბურთელი ბიორნ ბორგი ზედიზედ მესამედ გახდა უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული.

1982. მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). ნახევარფინალი: იტალია-პოლონეთი 2:0, ორივე გოლი პაოლო როსიმ გაიტანა. ბარსელონას “ნოუ კამპზე” თამაშს 50 ათასი მაყურებელი დაესწრო. გფრ-საფრანგეთი 3:3 (დამატებითი დრო). გოლები ლიტბარსკიმ, რუმენიგემ, ფიშერმა (გფრ) და პლატინიმ, ტრეზორმა და ჟირესმა (საფრანგეთი) გაიტანეს. პენალტებით გერმანიამ 5:4 მოიგო. სევილიის “სანჩეს პისხუანის” სტადიონზე თამაშს 70 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1984. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ მაკინროიმ ჯიმი კონორსი 6:1, 6:1, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 98-ე გამარჯვებული გახდა.

1990. იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: გფრ-არგენტინა 1:0. ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე პენალტით ანდრეას ბრემემ გაიტანა. რომის “ოლიმპიკოზე” თამაშს 73 603 მაყურებელი დაესწრო. გფრ (ნაკრებს ფრანც ბეკენბაუერი წვრთნიდა): ილგნერი, აუგენტალერი, ბერტოლდი (როიტერი), კოლერი, ბუხვალდი, ბრემე, ჰესლერი, მათეუსი, ლიტბარსკი, კლინსმანი, ფიოლერი. არგენტინა (ნაკრებს კარლოს სალვადორ ბილარდო წვრთნიდა): გოიკოეჩეა, სიმონი, სერისუელა, რუჯერი (მონსონი), ტროლიო, სენსინი, ბურუჩაგა (კალდერონი), ბასუალდო, ლორენსო, დესოტი, მარადონა. მსაჯმა ორი არგენტინელი, მონსონი (65-ე წუთზე) და დესოტი (87-ეზე) გააძევა მოედნიდან. შეხვედრას მექსიკელი არბიტრი კოდესალ მენდესი სჯიდა.

1991. ამერიკული საფეხბურთო ლიგის ორი მოთამაშე, სტივ პალერმო და ტერენს მინი ბანდიტებმა ჩაცხრილეს. სპორტსმენები ერთ-ერთი რესტორნის ოფიციანტებს მოძალადეთა თავდასხმის მოგერიებაში ეხმარებოდნენ.

1995. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა არანტა სანჩეს ვიკარიო 4:6, 6:1, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 102-ე გამარჯვებული გახდა.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ნახევარფინალი: საფრანგეთი-ხორვატია 2:1. გოლები ლილიან ტურამმა (2) და დავორ შუკერმა (ხორვატია) გაიტანეს. სენ დენის “სტად დე ფრანსზე” თამაშს 76 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2001. ევროპის ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის. ფინალი: გერმანია-შვედეთი 1:0 (დამატებითი დრო). გოლი კლაუდია მილერმა გაიტანა.

2005. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის 2012 წლის პროგრამიდან ბეისბოლი და სოფტბოლი ამოიღო. დღის წესრიგში დადგა თამაშების პროგრამაში გოლფის, შვიდკაცა რაგბის, სქვოშისა და კარატეს შეტანა, მაგრამ სპორტის ამ სახეობებმა კენჭისყრაში ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა.

2005. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, სტივენ ჯერარდმა “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რითიც მისი სხვა კლუბში გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმა არ დადასტურდა.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). მატჩი მესამე ადგილისათვის: გერმანია-პორტუგალია 3:1. გოლები შვაინშტაიგერმა (56, 78; გერმანია), ასევე პეტიმ (ავტოგოლი) და ნუნუ გომეშმა (პორტუგალია) გაიტანეს.

2006. უიმბლდონის ქალთა ასპარეზობის ფინალში ფრანგმა ამელი მორესმომ ბელგიელ ჟუსტინ ენინს 2:6, 6:3, 6:4 მოუგო.

2007. უიმბლდონის მამაკაცთა ასპარეზობის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ესპანელ რაფაელ ნადალს 7:6, 4:6, 7:6, 2:6, 6:2 მოუგო და ზედიზედ მეხუთედ გახდა ტურნირის ჩემპიონი.

2009. ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველ მატჩში არგენტინის ლა პლატას “ესტუდიანტესი” საკუთარ მინდორზე ბრაზილიის ბელუ ორიზონტეს “კრუზეიროს” 0:0 დაუზავდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1897. ისაბელინო გრადინი. 1910-20-იანი წლების ურუგვაელი ფორვარდი. ამ ქვეყნის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეორე შავკანისანი ფეხბურთელია. 1916 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. ურუგვაის ორგზის ჩემპიონი. გრადინი მაღალი დონის მძლეოსანიც იყო და 200 და 400 მეტრზე რბენაში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

1913. რობერტო პედროზა. 1930-40-იან წლებში ბრაზილიის ნაკრების მეკარე. 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. დაიღუპა საფეხბურთო მატჩის დროს მიღებული ტრავმის შედეგად. 1967-70 წლებში ბრაზილიაში ტარდებოდა რობერტო პედროზას სახელობის ქვეყნის უძლიერესი საფეხბურთო კლუბების ტურნირი, რომელიც ფაქტობრივად ბრაზილიის ჩემპიონატი იყო.

1914. არტურ ელისი. 1940-60-იან წლებში ინგლისელი საფეხბურთო არბიტრი. მსაჯობდა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე. მოემსახურა ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალს. სჯიდა ჩემპიონთა თასისა (1956) და ევროპის ჩემპიონატის (1960) პირველი გათამაშებების გადამწყვეტ ორთაბრძოლებს. იყო დიდი ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

1923. ჰარისონ დოლარი. ამერიკელი მძლეოსანი. 1948 და 1952 წლების ოლიმპიადების სპრინტერულ დისტანციებზე ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა.

1939. ანატოლი გრიშინი. ბაიდარითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1943. რიკარდო პავონი. 1960-70-იან წლებში ურუგვაელი საფეხბურთო მცველი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი არგენტინის ბუენოს აირესის “ინდეპენდენტიეში” გაატარა. ამ გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო ლიბერტადორესის, ერთხელ – საკონტინენტთაშორისო თასი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი. არგენტინის ჩემპიონატებში ჩაატარა 423 მატჩი, გაიტანა 57 გოლი. პავონი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველია.

1944. დანიელ მორელონი. ლეგენდარული ფრანგი ველოსიპედისტი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სპრინტერულ რბოლაში. ეს ტიტული მან 1966-75 წლების მსოფლიოს პირველობებზე მოიპოვა. 1964 წელს,ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე მას ქართველმა ველოსპრინტერმა ომარ ფხაკაძემ მოუგო.

1971. სტალე სტენსაანი. ნორვეგიის ნაკრების, “რუსენბორგის,” “რეინჯერსისა” და “ნოტინგემ ფორესტის” ფეხბურთელი.

1976. სერგეი კაზაკოვი რუსი მოკრივე. 1998 წლის ევროპის ჩემპიონი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

1977. კრისტიან აბიატი. იტალიის ნაკრების, “მონცას”, “მილანის”, “ტორინოს” გოლკიპერი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი. 1999 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი.

1980. რობი კინი. ირლანდიის ნაკრების, “ვულვერჰემპტონის”, “ქოვენთრის”, მილანის “ინტერის”, “ლიდსის”, “ლივერპულის”, “ტოტენჰემის”, “სელტიკის”, “ლოს ანჯელეს გელექსის“, „ასტონ ვილას“ ფორვარდი. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 120 მატჩი, გაიტანა 53 გოლი. ირლანდიის 19 წლამდელთა შორის 1998 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. “ტოტენჰემთან” ერთად 2008 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო. 2011 წელს მოიგო MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა და თასი.

1980. ლევან გვაზავა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, ფოთისკოლხეთის”,კიშინიოვისზიმბრუს”, ვლადიკავკაზისალანიას”, ბათუმისდინამოს”, ნალჩიკისსპარტაკის”,ვლადივოსტოკისლუჩ-ენერგიას”, გროზნოსტერეკისნახევარმცველი.

1981. ანასტასია მისკინა. რუსი ჩოგბურთელი. 2004 წელს მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 2007 წლის შემდეგ კორტზე სათამაშოდ არ გასულა. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 5 მილიონ 606 725 დოლარი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.070334