ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:48 | 30 სექტემბერი, 2018

როდესაც ბავშვს სპორტზე სიარულს აძალებენ

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც არსებობს ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ბავშვები მამებს სტადიონებზე თუ სპორტულ დარბაზებში ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ და ამით მათი აზრით სპორტის სიყვარულს უნერგავენ. ეს ცხადია ერთი შეხედვით ძალზედ კარგი ტრადიციაა და სასურველია რაც შეიძლება ბევრმა მშობელმა ატაროს შვილი სპორტულ ღონისძიებებზე, თუმცა როგორც ფსიქოლოგები და სპორტის ექსპერტები ამბობენ, ეს სასურველია მოხდეს ბავშვის სურვილით და არა მშობლის ახირებით და უარესი - ძალდატანებით.

ლევან სეფისკვერაძე

22:16 | 23 სექტემბერი, 2018

“სპორტული“ და “არასპორტული“ ოჯახები

ხშირად გვესმის ან ვკითხულობთ, რომ ცნობილი სპორტსმენების უმეტესობას რთული ბავშვობა ჰქონდა და ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლეგენდარული სპორტსმენების უმეტესობა ხელმოკლე ოჯახიდან იყვნენ, სადაც სავარჯიშო პირობებს ვინ ჩივის - ხშირად ელემენტარულად კვების პრობლემაც კი გადაუჭრელი იყო. თუმცა, ცხადია ეს ყველა სპორტსმენს არ ეხება და იყვნენ ისეთები, რომლებსაც მსგავსი სიღარიბე არათუ შეხებიათ, ალბათ ვერც კი წარმოედგინათ.

ლევან სეფისკვერაძე

16:45 | 16 სექტემბერი, 2018

ვიცე-კაპიტანი ალყაში

მიუხედავად იმისა რომ სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი თავისი არსით ძალადობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ფენომენია (და ეს არაერთმა ფაქტმა დაადასტურა) სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ფეხბურთი იქცევა “ასპარეზად“ ათასი ყაიდისა და ჯურის ხალხისა, რომლებიც საკუთარი, უფრო სწორად კი მავანთა მიერ თავსმოხვეული “დიადი ანტილიბერალური იდეების“ გამო მზად არიან შეზღუდონ სხვათა თავისუფლება, შეურაცხყონ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათსავით არ ფიქრობს და ეს გააკეთონ პრინციებისა და ღირებულებების სახელით.

ლევან სეფისკვერაძე

10:54 | 09 სექტემბერი, 2018

“იცურე მშვიდად“

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც სპორტული აქტივობებიდან ყველაზე პოპულარული და სასიამოვნო ცურვაა. ბავშვობიდან ყველა გავიხსენებთ ამბებსა და მოგონებებს, როდესაც მშობლების გავპარვივართ და ზღვაზე, მდინარეებზე, ტბებსა თუ წყალსაცავებზე მშობლების დაუკითხავად გემრიელად გვიბანავია, ეს მაშინ, როდესაც ვიცოდით, რომ წლების მანძილზე გაუფრთხილოებლობითა და სათანადო დაცვითი პირობების არქონის გამო, აღნიშნულ ადგილებში არაერთი ადამიანი დამხვრჩვალა.

ზურა თალაკვაძე

19:02 | 05 სექტემბერი, 2018

შავ-თეთრი ტელევიზორი

გურამ კაშია არ არის გმირი. გურამ კაშია არ არის გამომგონებელი. გურამ კაშია არ არის ანტიქრისტე. ის არ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით და არ ცდილობს რობერტ პლანტის ტემბრით მოგეფეროს. კაშია არ არის ილუზიონისტი და წნევის დამწევ წამალს ელესდედ ვერ გადააქცევს, რაც ბევრისთვის ისედაც წნევის დამწევია.

ზურა თალაკვაძე

16:43 | 04 სექტემბერი, 2018

აქ არ არის მოხუცების ადგილი

როჯერ ფედერერმა წააგო. მილმანთან. ამერიკაში. არტურ ეშის კორტზე. მაგარ სიცხეში. ხანდახან, ფედერერიც აგებს. ხანდახან, 37 წლის სპორტსმენი სიცხეში დგება და ვერ დარბის.

ლევან სეფისკვერაძე

15:47 | 02 სექტემბერი, 2018

რა შეუძლია ჭადრაკს

სპორტის პოპულარული სახეობები მოზარდების ერთი ნაწილისათვის მაინც უინტერესო, არაფრისმომცემი და სტანდარტულია. ბავშვის ინდივიდუალური შემეცნება ხშირად ვერ გუობს გუნდურობას და სკოლაში გაკვეთილის დროს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობების (რომლებიც როგორც წესი გუნდური სახეობებია) მიხედვით დაგეგმილ გაკვეთილებს ცდილობს თავი აარიდოს, რაც თითქოს უცნაურია.

ლევან სეფისკვერაძე

15:29 | 27 აგვისტო, 2018

მემზესუმზირეები

თუკი საქართველოს გარეთ რაიმე სპორტულ ღონისძიებას ესწრებით, ტრიბუნაზე მჯდომს თავიდანვე შეგიპყრობთ განცდა, რომ რაღაც გაკლიათ. არადა, ყველაფერი თითქოს ადგილზეა - შესანიშნავი სტადიონი თუ დარბაზი, გულიანი ქომაგობა, საუკეთესო სპორტსმენები...

ლევან სეფისკვერაძე

15:35 | 18 აგვისტო, 2018

ღირსება და ჯამბულატ თედეევი

დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში ჩვენს მკითხველებთან, რომ სპორტის ქომაგთა ყურადღების მოპყრობას ისეთ არაფრისმომცემ, არაფრისმთქმელ და ზოგადად არაფერზე ვაპირებთ, როგორიც ერთ დროს მოჭიდავე, ახლა კი რუსული პოლიტიკის ჭანჭიკი, ჯამბულატ თედეევია.

ლევან სეფისკვერაძე

11:50 | 13 აგვისტო, 2018

განსაკუთრებული სერია “ა“-ს მოლოდინში

არასოდეს დამავიწყდება 1999-2000 წლის საფეხბურთო სეზონი. კონკრეტულად კი 2000 წლის წლის გაზაფხული იყო, როდესაც ფლორენციის “ფიორენტინას“ ლეგენდარულმა შემტევმა, არგენტინელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ “მილანთან“ შეხვედრაში ყოვლად უცნაურ ვითარებაში მძიმე ტრავმა მიიღო (მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა) და ფლორენციული კლუბი ასე გამოეთიშა მისთვის მეტად ისტორიულ - იტალიის ჩემპიონობისათვის გაჩაღებულ მარათონს. საბოლოო ჯამში “იები“ საჩემპიონთალიგო ოთხეულში ძლივს შევიდნენ და ფლორენციელთა დიდი ოცნებებიც დასრულდა.

ლევან სეფისკვერაძე

15:40 | 05 აგვისტო, 2018

კაცი ოკეანესთან

ის იწვა იზარმაზარ სარწეველა საწოლში, ხაშურელთაქმნილ ჰამაკზე ლამის ორჯერ დიდში, სარწევლა სარეცელის გვერდით თითქმის ძირამდე ჩაცლილი ვისკის ბოთლი მოედგა და თვლემდა. როგორც მრავლისმნახველსა და მრავალჭირმომთმენ კაცს შეეფერება, ძილიც ფრთხილი ჰქონდა და ეს ჩათვლემილი კაცი ოკეანიდან წამობერილ ცხელ ნიავს გამოყოლებულ ბუზებს გასაკვირველი ზუსტი ინსტიქტით იგერიებდა. ეჰ, რა ინსტიქტი ქონდა ერთ დროს... რა დიდებული გრძნობა იყო საკუთარ ნიჭსა და ინსტიქტებზე აყოლა! დიდი გამარჯვებებიც ხომ სწორედ აქედან იწყებოდა. ნეტა სად გაქრა ის ძველი თავდაჯერება, ის დიდებული თვითრწმენა?!...

<< წინა1234567891011შემდეგი >>
0.188036