სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

19:14 | 15 იანვარი, 2022

მესის “გამოტირებულები“

არ მესმის იმ ხალხის, კატალონიიდან ლეო მესის აბარგების შემდეგ “ბარსელონას“ რომ აღარ ქომაგობს და ამბობს, რომ მათთვის ამ კლუბისადმი ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ არგენტინელი სუპერვარსკვლავი განაპირობებდა. გუნდის ქომაგობა ცხადია ყველა ადამიანის პირადი არჩევანის ნაწილია და არავის აქვს უფლება ამ არჩევანში ხელ-ფეხი აფათუროს. თუმცა, საგულშემატკივრო ტრადიციებიც თავის დაუწერელ მოთხოვნებს აყენებს და ერთი ფეხბურთელის (როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ის) გამო კლუბის ქომაგობა ან მისი დავიწყება ნამდვილად არ ტოვებს სერიოზულ და დადებით შთაბეჭდილებას.

ლევან სეფისკვერაძე

12:09 | 09 იანვარი, 2022

დიდი ვიქტორ სანეევი წავიდა!

ქართული სპორტის მოყვარულებს გასული კვირის პოსტსაახალწლო საზეიმო განწყობა დიდი გულისტკივილით შეეცვალათ. 2022 წლის 3 იანვარს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ადამიანი, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მძლეოსანი და საუკუნის სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი.

ლევან სეფისკვერაძე

13:14 | 01 იანვარი, 2022

საახალწლო სუფრა და ფეხბურთი

სამწუხაროდ ქართული სუფრის (განსაკუთრებით კი საახალწლო სუფრის) შესახებ მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თორემ დარწმუნებული ვარ ბევრ ქვეყანაში აღიარებდნენ საცივსაც, შემწვარ გოჭსაც, გოზინაყსაც, ჩურჩხელასაც და არც ქართულ ღვინოზე იტყოდნენ უარს. უცხოელებს ერთადერთი შეიძლება მთვრალი და დილის 5 საათამდე ტვინის მბურღველი მეზობლის მოსმენის ტრადიცია არ მოწონებოდათ, მაგრამ მესამე ჭიქა კარგი საფერავის მერე ტვინის მბურღველ მეზობელსაც აიტანს კაცი და შეიძლება ცოტა ხნით ისიც კი დაივიწყო, როგორ რთულ დროში გვიწვეს ცხოვრება და რამდენი პრობლემა აწუხებს ჩვენს ქვეყანას.

ლევან სეფისკვერაძე

11:46 | 25 დეკემბერი, 2021

შეზღუდვა, რომელიც ყველას დააზარალებს

რაიმეზე დამოკიდებულება ზოგადად ძალიან ცუდია. წიგნის კითხვაზე დამოკიდებულებაც კი არაა მთლად კარგი, რადგან ცუდად განათებულ ადგილას, ყველა პოზაში და ყველგან წიგნის კითხვამ შეიძლება მხედველობა დაგვიქვეითოს. არც კომპიუტერზე დამოკიდებულებაა კარგი, არც ბევრი ჭამა, არც ბევრი სმა და ბევრი ვარჯიშიც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა არც ლუდომანია და თამაშდამოკიდებულებაა კარგი, მაგრამ კაცობრიობა დიდი ხანია მიხვდა იმას, რომ ადამიანის ბუნება ასეთია. ზოგს ღვინის სმა უყვარს, ზოგს წიგნის კითხვა, ზოგს ვარჯიში და ზოგს აზარტული თამაშები. რაც არ უნდა მორალისტურად განვიხილოთ ეს საკითხი, მაინც იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ ვერც შედეგს გამოიღებს (საკითხავია ან რა შედეგს ელოდნენ?) და თამაშის მოყვარული ტიპებიც აუცილებლად ნახავენ სხვა გზას, რომელიც არც ისე რთულად სანახავია.

ლევან სეფისკვერაძე

14:34 | 18 დეკემბერი, 2021

უეფას ყველაფერი ეპატიება

შეცდომა ყველას დაგვიშვია - დიდიც დაა უმნიშვნელოც. ისტორიამ გვაჩვენა, რომ უმთავრესი სამეცნიერო აღმოჩენები ხშირად შეცდომებს მოსდევს ხოლმე და უშეცდომო არც არავინ ყოფილა და არც არავინ იქნება. თუმცა, ჩვენ ბავშვობიდან გვზრდიდნენ იმ მორალით, რომ შეცდომის დამშვებმა ადამიანმა თავის შეცდომა-გადაცდომებზე რაღაც ფორმით პასუხი უნდა აგოს და როგორც ჩანს ეს თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტება ევროპული ფეხბურთის მმართველებს - უეფას ჩინოსნებს არაფრად უღირთ.

ლევან სეფისკვერაძე

13:40 | 12 დეკემბერი, 2021

“სამპდორიას“ კიდევ ეს უნდოდა?

თქვენს წინაშე ფოტოზე წარმოდგენილი ჭაღარა, თმაგაჩეჩილი კაცი გენუის "სამპდორიას" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო ფერეროა. ყოფილი იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ ის გუნდის დირექტორთა საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და ამ გზით ხელი არ შეუშალა იტალიის პროკურატურის მიერ გუნდის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, "სამპდორიას" გადამრჩენელად სწორედ ეს კაცი მოიაზრებოდა. ყველაფერი კი იტალიური ფეხბურთისთვის ერთობ დანავსული სფეროდან - იტალიის კინომატოგრაფიდან დაიწყო...

ლევან სეფისკვერაძე

13:43 | 04 დეკემბერი, 2021

უმჯობესია დაურეკოთ რაულს

ბოლო წლების მანძილზე ფეხბურთში ბევრი უსმართლობის მხილველნი ვართ და მსგავსი რამ თითქოს არც კი გვიკვირს. გაიხსენეთ, როგორ მოექცნენ რაულ გონსალესს და იკერ კასილასს მადრიდის “რეალში“, როდესაც ეს ამხელა დამსახურების ხალხი მობერებისთანავე კლუბიდან მეზობლის წუწკი ძაღლებივით გაყარეს და ბედის ირონიით დიდი ფეხბურთიდან დიდი რაული მეშახტეების ქალაქ გელზენკირხენიდან გააცილეს და არა მისი მშობლიური მადრიდიდან.

ლევან სეფისკვერაძე

11:40 | 28 ნოემბერი, 2021

მუნდიალამდე ერთი წელი დარჩა

როგორც იცით, 2022 წელს ყატარში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი წელიწადის ყოვლად უცნაურ პერიოდში გაიმართება და თუკი ამას ჯერ კიდევ ვერაფრით დასრულებულ კორონა-პანდემიას დავუმატებთ, მომდევნო საფეხბურთო მუნდიალის უცნაურობა კიდევ უფრო მეტად საცნაური გახდება.

ლევან სეფისკვერაძე

12:21 | 21 ნოემბერი, 2021

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა მუნდიალს მიღმა

გასულ კვირაში ისტორიული რამ მოხდა. ჩინეთმა საერთო შემოსავლით აშშ-ს გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა გახდა. ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემოსავალი ყველაზე თანაბრად ნაწილდება და რიგითი ჩინელი ამერიკის მოქალაქეზე მდიდარია. მაგრამ ეკონომიკურადაც და ფსიქოლოგიუყრადაც უმნიშვნელოვანესია როდესაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა ხარ და ეს მაშინ, როდესაც შენს ტერიტორიაზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საშინელებები ხდება.

ლევან სეფისკვერაძე

14:47 | 13 ნოემბერი, 2021

განცხადება

მოქალაქე მ.ტ.-ს (მცხოვრები უცნაურ ქვეყანაში)

ლევან სეფისკვერაძე

16:00 | 07 ნოემბერი, 2021

შევჩენკოს “თავხედი მოხუცის“ გადამრჩენელად უხმეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო, იტალიის საფეხბურთო კლუბ “ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც იცით, ანდრეი უკრაინის ნაკრებიდან უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წამოვიდა და რამდენიმე თვე ელოდა საინტერესო შეთავაზებას. და აი, ახლა, მისთვის ესოდენ მშობლიური იტალიის სერია “ა“-ს კლუბის ვარიანტიც გამოჩნდა.

<< წინა1234567891011შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.257002
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X