ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

14:25 | 07 აგვისტო, 2021

შურიანი კაცის წერილი მისტერ ჰოის

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოლიმპიადაზე ცხენოსანთა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში ოდესმე რამის დაწერა მომინდებოდა. მიზეზი მარტივია - სტუდენტური მოცალეობის ჟამსაც კი იშვიათად მიწევდა ცხენოსანთა ასპარეზობის ცქერა და სახეობის წესებიც ბუნდოვნად მახსოვდა. მაგრამ ოდეს გიხილე დიდო და მაგარო კაცო ამხედრებული ცხენზე, რომელსაც ხუმრობით “უსიან ბოლტი“ დაარქვი, გაღიარე მსწრაფლივ და მიიღე ჩემი სიყვარული რწფელი!

ლევან სეფისკვერაძე

11:00 | 01 აგვისტო, 2021

თბილისში დილით

- რომ არა ოლიმპიადა დილის 6 საათზე რა აგაყენებდა? არ ვიცოდე მაინც რა ზარმაცი კაცი ხარ...

ლევან სეფისკვერაძე

18:12 | 24 ივლისი, 2021

უცნაური ოლიმპიადა

ჩვენგან არ გესწავლებათ რომ იაპონელები ძალიან მაგარი ხალხია. შესაბამისად, არავის გაგვკვირვებია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და ათასგვარი შტამ-ოხრობებისა, იაპონელებმა მაინც მოახერხეს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გამართვა. ისიც გვჯერა, რომ ერთი წლის დაგვიანებით გამართულ ოლიმპიადაზე სპორტსმენები განსაკუთრებული მიტივაციით იქნებიან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც არ და ვერ იქნება ის, რასაც ოთხ წელიწადში ერთხელ სპორტის მოყვარულები ესოდენ დიდი იმედითა და ხელების ფშვნეტით ელიან.

ლევან სეფისკვერაძე

13:07 | 19 ივლისი, 2021

მწუხრის ჟამს

მწუხრის ჟამს, თუკი თქვენი ბინის კარი კოსტუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა, არ იფიქროთ, რომ მაინცა და მაინც “ჭეშმარიტებაზე” მოსაუბრე სექტანტი გესტუმრათ, რადგან თავისუფლად შეიძლება რომ, ეს ახალგაზრდა კაცი თქვენი შვილის მწვრთნელი იყოს, რომელიც იმის შესახსენებლად იქნება მოსული, რომ მისთვის გადასახდელი 50 ლარის გადახდა დაგიგვიანდათ და თუკი მომავალშიც ვერ გადაიხდით, მწვრთნელი იძულებული გახდება, რომ თქვენი შვილი გუნდიდან არა გააგდოს, არამედ, დროებით “დაითხოვოს”.

ლევან სეფისკვერაძე

13:30 | 11 ივლისი, 2021

იტალია-ინგლისი -  ისტორიაში პირველად!

დღეს ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და იტალიის ნაკრებები ითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატის შექმნიდან ზუსტად 61 წელი გავიდა და ფეხბურთის სამშობლო არათუ ფინალში იტალიას არ შეხვედრია, არამედ საერთოდ პირველ ფინალს თამაშობს. როდესაც იაზრებ თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას მრავლისმნახველი ინგლისელი ქომაგებისთვის, ნამდვილად არ გინდა წარმოიდგინო თავი გარეთ საუთგეითის ადგილზე, რომელსაც მხოლოდ ფინალამდე გაღწევისთვის ტაშს არავინ

ლევან სეფისკვერაძე

12:34 | 04 ივლისი, 2021

რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე აღარ უნდა გავიდეს!

ვის არ წაუგია? ვინ არ გამოვარდნილა ევროპის ჩემპიონატიდან? ვინ არ დამალვია მოკრიტიკე ჟურნალისტებსა და გამწარებულ ქომაგებს? მაგრამ რუსეთი სხვა ყველაფერთან ერთად ფეხბურთში დამარცხების გადატანაშიც ერთობ უცნაური ქვეყანაა და მათი საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნაც იმდენად არასწორად და მე ვიტყოდი არაჯანსაღად აღიქვეს, რომ დანიელების ადგილზე რომ ვიყო დავფიქრდებოდი, ღირდა კი რუსეთის კიდევ უფრო დაბოღმვად მათი ბრწყინვალე გამარჯვება?...

ლევან სეფისკვერაძე

15:09 | 27 ივნისი, 2021

რა აკლია ინგლისს?

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მერვედფინალები დაიწყო, დაიწერა ლამის ყველა (მათ შორის უკვე გავარდნილი) გუნდის გამოყენებულ თუ განიავებულ შანსებზე, ერთად გავაცილეთ საფეხბურთო “მოუსავლეთში“ რუსეთის ნაკრები, ერთად ვტკბებოდით იტალიის სიდინჯითა და თვითრწმენით, ბელგიის ნაკრების ცოტა ცანცარული, მაგრამ ჭეშმარიტად თვალსაამო გარჯით, უნგრელთა შეუპოვრობით, დანიელების გუნდურობით, ფრანგების ვერზილა ძალით, ჰოლანდიის ლაღი ქარაფშუტობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი სიბეჩავით და მაინც ბოლომდე გაურკვეველია რა გუნდია ინგლისის ნაკრები, რა უნდა, რაზე ოცნებობს და რას უნდა ელოდოს მისგან ქომაგი.

ლევან სეფისკვერაძე

17:48 | 20 ივნისი, 2021

იშვიათად კარგი ჩემპიონატი

მიუხედავად ჯერ კიდევ ვერდასრულებული კორონა-პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის გარდა ყველა სტადიონზე გულშემატკივრები კანტიკუნტად შეუშვეს და კიდევ სხვა მრავალი პრობლემისა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მაინც მშვენივრად დაიწყო და უკვე მრავალი ისეთ დასამახსოვრებელი თამაში ვნახეთ, რომელიც ნაღდ ქომაგს მეხსიერებში მთელი ცხოვრება ჩაებეჭდება ხოლმე.

ლევან სეფისკვერაძე

18:19 | 13 ივნისი, 2021

ფიქრები ოლიმპიადის წინ

ოლიმპიური თამაშებისადმი განსაკუთრებული მოლოდინები, როგორც წესი პატარა ქვეყნებში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მოპოვებული მედლების რაოდენობის მხრივ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს ვერავინ გაუტოლდება, პატარა ქვეყნებს მუდამ სჯერათ, რომ სწორედ ოლიმპიადებზე ეძლევათ შანსი საკუთარი იდენტობა და სპორტული პრეტენზიები დაადასტურონ.

ლევან სეფისკვერაძე

15:25 | 06 ივნისი, 2021

ფეხბურთს დიდი რეფორმები სჭირდება!

ევროპის ბობოლა კლუბებს ხელმძღვანელების და პირველყოვლისა მადრიდის “რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ინიციატივით დაარსებული სუპერლიგა და ზოგადად სუპერლიგის იდეა მკვდრადშობილი გამოდგა. ფეხბურთის ქომაგებმა ცოტათი მაინც შვებით ამოისუნთქეს და მიეცათ იმედი, რომ ძლევამოსილთა მიერ სუსტი კლუბებისადმი ცხვირაბზუება და აგდებული დამოკიდებულება ოფიციალურად არ გაფორმდება. თუმცა, ეს გამარჯვება მაინც დროებითი მგონია და არავინ იცის რა იქნება მომავალში.

ლევან სეფისკვერაძე

13:08 | 30 მაისი, 2021

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა

ჩვენ ევროპაში დატრიალებული ამბები გვადარდებს და საბოლოოდ მაინც ვერჩატარებული სუპერლიგის “ნამსხვრებებში“ ვიქექებით. ამასობაში კი სამხრეთ ამერიკაში, იქაურმი ფეხბურთის ბოსებმა გამოიდეს თავი და ისეთი ერთმანეთზე უცნაური საქმეები აკეთეს, წელს ივნისში დაგეგმილი კონტინენტის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის - კოპა ამერიკის დაწყებაც კი დადგა ეჭვქვეშ...

<< პირველი<< წინა345678910111213შემდეგი >>
0.281901