ბლოგი

14:28 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუდამ მტრიანი “ინტერი“

მილანის “ინტერნაციონალეს“ იტალიელმა ფანებმა სამწუხაროდ არ იციან ვაჟა-ფშაველა და მისი ნათქვამი - “კარგია მუდამ მტრიანიო“, თორემ მუდამ ამ სიტყვებს ახსენებდნენ, როდესაც მილანელთა მრავალირიცხოვან მომტერნეებზე დაიწყებდნენ ფიქრსა თუ საუბარს. მართლაცდა, არამხოლოდ ევროპაში, მთელს მსოფლიოშიც კი იშვიათად მოიძებნება გუნდი, რომელსაც ამდენი მოსისხარი ჰყავდეს და საკუთარი ტიფოზების გარდა ფაქტობრივად ყველა გუნდის ქომაგს ასე ეჯავრებოდეს.

აქ არ ჩამოვთვლით იმ ართუ საამო ეპითეტებს,რითაც ტიტულმრავალ მილანურ კლუბს მოწინააღმდეგეები ხშირად ამკობენ ხოლმე. იტალიის ფაქტობრივად ყველა ქალაქში იყიდება სხვადასხვანაირი აქსესუარები (კაშნეები, ქუდები, მაისურები და სხვა...) “ინტერისადმი“ შეურაცხმყოფელი წარწერებითა თუ ფრაზებით.ბევრი კლუბის ტიფოზებს საკუთარ რეპერტუარში აქვთ თუნდაც ერთი სიმღერა, სადაც “ინტერნაციონალეს“ საშინელი სიტყვებით იხსენიებენ. “ინტერის“ ფეხბურთელებიც ინტერვიუებში მუდამ ამბობენ, რომ შავ-ლურჯი ფორმის ჩაცმის შემდეგ მათდამი წნეხი და ზეწოლა ათმაგდება, რაც განსაკუთრებით ახალბედა ფეხბურთელებისთვის არცთუ ადვილი გადასატანია.

ბევრს არ ვილაპარაკებთ “ინტერის“ უმთავრეს მეტოქეზე, თანაქალაქელ “მილანზე“, რომელთანაც ისედაც ყველაფერი გარკვეულია და როგორც ადრე ლეგენდარულმა ჯუზეპე ბერგომიმ თქვა: “მილანში ლურჯ-შავებსა და შავ-წითლებს შორის ომი იქამდე იქნება, სანამ ფეხბურთი იარსებებს“. სწორედ ამიტომაცაა, რომ იტალიაში საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ სპორტის ექსპერტები გახილვებისას კალენდარს პირველ და მეორე “დერბო დელლა მადონინებად“ ყოფენ და არა მაგალითად პირველ და მეორე წრედ.

და ამ ყველაფრის, პირველყოვლისა კიმტერმრავლობის მიუხედავად, ხშირად არეული-აწეწილი შიდა ამბების მიუხედავად, მილანის “ინტერი“ მაინც აგრძელებს წინსვლას და ბრძოლას აპენინებში უპირველესის სახელისათვის. რაც მთავარია ეს ბრძოლა ბევრისთვის მოულოდნელად ხშირად სწორედ მილანელთა გამარჯვებით მთავრდება. წლევანდელ საფეხბურთი სეზონსაც ისეთი პირი უჩანს, რომ როგორც იქნება დაემხობა ტურინის “იუვენტუსის“ ამდენწლიანი ჰეგემონობა და საფეხბურთო იტალიის თავზე ზოგისთვისესოდენ საძულველი და დანავსული შავ-ლურჯი დროშა აფრიალდება.

ამ ბოლო წლების მანძილზე, როდესაც იტალიის მასშტაბით ტურინული გრანდი ყველაფერს იგებდა, მრავალი ვარაუდი გამოითქმებოდა იმასთან დაკავშირებით თუ პირველი ვინ შეძლებდა “ზებრების“ ჩაჩოჩებას და ვინ გაარღვევდა ერთგვარ ჩაკეტილ წრეს. ბევრი ფსონს ბოლო დროს მოძლიერებულ, თუმცა საშინლად არასტაბილურ “რომაზე“ ჩამოდიოდა, ზოგს “ნაპოლისა“ ეიმედებოდა და მიიჩნევდნენ,რომ ბოლოს და ბოლოს ამ კლუბის წარმატებების ჟამიც უნდა დამდგარიყო, აგერ ამ სეზონის დასაწყისში გამოცოცხლებულ “მილანსაც“ გამოუჩნდნენ მაქებრები, მაგრამ როგორც ძველ ქართულ ზღაპრებშია, დევს ყოველთვის ის გმირი ამარცხებს, ვინც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ყველაზე დიდი ხანი ემზადება და ხშირად არავის წარმოუდგენია, რომ სწორედ ეს გმირი გახდება დევის შემმუსვრელი.

სეზონის წინ, მაურო იკარდის საფრანგეთში გადაბარგებას ბევრი საფეხბურო მიმომხილველის ისეთი წიოკი და “სახის ჩამოხოკვა“ მოჰყვა, რომ ბევრმა გადაუსვა ხაზი “ინტერის“ ამბიციებს. ბევრს ანტონიო კონტესფრთხილი ბუნება და გადამწყვეტ მომენტებშიგადაწყვეტილებების მიღების შიში აეჭვებდა. ამას ემატებოდა ლაუტარო მარტინესის ტრავმა და ლუკაკუს მომატებული წონა, მაგრამ კონტეს საწყმსომ ეს ყველაფერი რაღაცნაირი თავდადებული სიჯიუტით გადალახა და ბევრის მსგავსად პირადად მეც ძალიან გამიკვირდება ამ გუნდმა საჩემპიონო კვარცხლბეკს რომ არ უწიოს.თუმცა მანამდე ცოტაც, სულ ცოტაც უნდა მოვითმონოთ...

0.118403