მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში 2 ინგლისური კლუბი ითამაშებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალში ერთბაშად 3 ინგლისური გუნდი გავიდა, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის ევროპულ საკლუბო ფეხბურთს და მომავალში როგორი იქნება ევროპული საკლუბო პირველობები.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გუნდების სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ და სამარცხვინო გამოსვლამ, სხვებზე არანაკლებად დამწყვიტა გული, ვერაფრით ვერ დავეთანხმები “კალჩიოს” ქომაგების პათოსს და ვერც ინგლისური საკლუბო ფეხბურთიოს მაგინებელი იტალიელი ჟურნალისტების საფელეტონო ზიზღს გავიზიარებ.
ფაქტი ერთია: ინგლისის ეროვნული პირველობა თანდათან გამოკვეთილი ჰეგემონი ხდება ევროპაში და თუკი ადრე იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის პირველობები მეტ-ნაკლებად უთანაბრდებოდნენ ალბიონური ჩემპიონატის ხარისხს, დღეს პრემიერლიგის მოწინავე გუნდებისათვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაშინ როდესაც მადრიდის“რეალიც” კი, ხშირ შემთხვევაში, 18 ფინალში გასასვლელად აურაცხელ ოფლს ღვრის.
კარგია თუ ცუდი ეს ტენდენცია? საერთოდ, ცოტა უმართებულოც კია ასეთი მარტივი - კარგად დაცუდად დაყოფა, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ფეხბურთის განვითარების მაღალ ტემპებზე და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ წმინდა სპორტულ მხარეებზე, ფაქტია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ყველა გზა მაინც მილიონერი ბიძაკაცების სქელ ჯიბემდე მიდის დათუკი ამ “სქელ ჯიბეს” კარგი ეკონიმიკური გარემო და მდგრადი საფინანსო სისტემა უმაგრებს ზურგს, იდეალისტების ლაყაფი მუდამ ლაყაფადვე დარჩება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მერყევი ეკონომიკური სისტემისა და მერკელი-პუტინის მსგავსი არასანდო პერსონების გადამკიდე, რა გასაკვირია, რომ ინგლისი ნამდვილ ოაზისად მოსჩანს. ინგლისურ ფეხბურთში მსოფლიოში ცნობილი მილიარდელები ფულს მხოლოდ იმიტომ არ დებენ, რომ ამღერებული “ოლდტრაფორდის” ნახვისას თვალები ეცრემლებათ. ინგლისის ეკონიმიკურ სისტემასა და გამართულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ვერას გზით ვერ მოვა კორუფციის უღრმეს ჭაობში ჩაძირული იტალია, სადაც ყოველ წელს კლუბების პრეზიდენტებს აპატიმრებენ (ან ფეხბურთიდან კვეთენ) და შემდეგ ირკვევა, რომ სანქციამიცემული ჩინოვნიკის ადგილზე, მისივე აღზრდილი “შეგირდები” ინიშნებიან.
სახარბიელო მდგომარეობა არც გერმანიასა დაესპანეთშია. ბუნდესპირველობაში დიდი ფულისჩადებით, ცნობილი მიალიარდელები არც ადრე იხევდნენ კალთებს და ეკონომიკურმა კრიზისმახომ, საერთოდ შოკური მდგომარეობა გამოიწვია. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ესპანეთის მთავარი პრობლემა (სხვათა შორის, ეს პრობლემა იტალიაშიც აქტუალურია) გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალებია. გაზეთ “მარკას” თუ დავუჯერებთ, ესპანელი საფეხბურთო ჩინოვნიკები დიდი მონდომებით ჩქმალევენ ასეთ სკანდალებს, მაგრამ პირინეაზეც იტალიის მსგავს“ვერზილა” სკანდალს წინასწარმეტყველებენ.
ამხელა ეკონომიკურ, მაფიოზურ თუ საფინანსო ქარიშხლებში მხოლოდ ინგლისი და ინგლისური ფეხბურთი მიიწევს წინ. მიიწევს ნელა, დადინჯებით, მაგრამ სწორად და აზრიანად. მაშინ როდესაც “ლაციოს” მსგავსი “მეც კაცი ვარეგრე რატომ მიყურებთ” გუნდები მილიონებს უაზროდ ფლანგავდნენ და თავს დიდ საფრთხეში იგდებდნენ, “არსენალის” მენეჯერი –სეზონში მხოლოდ 13-15 მილიონ ფუნტს ხარჯავდა. მაშინ, როდესაც “რეალი” მწვრთნელს მწვრთნელზე იცვლის, მაშინ როდესაც ზოგიერთი ქვეყანა მსოფლიო ბანკს 6 მილიარდზე “ეჩალიჩება”, ინგლისში საგრანტო პროგრამები იზრდება და, ამყველაფრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალში გასული 3 ინგლისური კლუბი, მხოლოდ რეალობის ასახვაა და მეტი არაფერი...
და რა იქნება შემდეგ?