| | |
17:40 | 02.04.2014 მეტრეველმა მასპინძელს აჯობა
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა.
| |
23:38 | 01.04.2014 ქართველთა საჩოგბურთო სიახლეები
ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი საფრანგეთის ქალაქ დიჟონში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ჩაერთო და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
|
15:08 | 31.03.2014 ტატიშვილმა 104-ე ადგილზე გადაინაცვლა
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მცირე წინსვლა განიცადა და 609 ქულით 109-დან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა.
| |
16:12 | 13.03.2014 მეტრეველმაც დაასრულა
ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალურ მატჩში მეტრეველი პირველ ნომრად განთესილ ალექსეი ვატუტინთან 2:6, 0:1-ს აგებდა, როდესაც ...
|
17:07 | 12.03.2014 მეტრეველი წინ მიიწევს
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აკტობეს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ასპარეზობს, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
| |
00:44 | 12.03.2014 მეტრეველმა და ცივაძემ პირველი წრე დასძლიეს
ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში სამი ქართველი ჩოგბურთელი – ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ჩაება.
|
16:45 | 10.03.2014 ბასილაშვილი ყაზანის ტურნირს გამოეთიშა
ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძალები ყაზანში დაწყებულ “კრემლის თასზე” (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) სცადა, თუმცა, საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ვერ მოახერხა. ...
| |
23:48 | 05.03.2014 მეტრეველმა კოროლიოვი დაჯაბნა
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მასპინძელი ევგენი კოროლიოვის ბარიერი დასძლია და მეოთხედფინალში გააღწია.
|
16:16 | 04.03.2014 ტატიშვილმა მხოლოდ ერთი სეტი მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ინდიან ველსის პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 5 946 740 დოლარი) პირველივე მატჩი წააგო.
| |
14:50 | 03.03.2014 ტატიშვილი ინდიან ველსში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი აშშ-ში ინდიან ველსში იმყოფება და პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ეცდება, რომლის საპრიზო ფონდიც 5 946 740 დოლარია.
|