ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში სამი ქართველი ჩოგბურთელი – ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ჩაება.
აღნიშნული სამეულიდან საწყისი რაუნდის დაძლევა ორმა ჩოგბურთელმა მოახერხა. მეტრეველმა ფრანგ ალექსანდრე დავიდს 6:2. 7:5 სძლია და მერვედფინალში მე-7 განთესვის მქონე
ამავე ეტაპზე მე-3 ნომრად მიჩნეულ ყაზახ დენის იევსეევს დაუპირისპირდება ცივაძე, რომელმაც საწყის რაუნდში ყაზახი კაისარ ბეკიმოვი დაჯაბნა – 6:2, 6:3.
ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა, ჯავახიშვილია. იგი რუს ილია ლებედევს ვერ გაუმკლავდა – 3:6, 6:7 (5:7).
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში ცივაძე და ჯავახიშვილი მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც პირველი განთესვის მქონე ბელარუსებს – შილას და ანდრეი ვასილევსკის ეთამაშებიან.