ისტორია

9:46 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

3 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1915- დაიბადა ბორის პაიჭაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 16 წლის ასაკიდან გამოდიოდა ფოთის საზღვაო ტექნიკუმის, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ქალაქის ნაკრებში. 1934-35 წლებში იცავდა თბილისის ზიი-ს ღირსებას, ხოლო 1936 წლიდან თბილისის “დინამოშია”. 1940 წელს, კაპიტნის პოსტზე შოთა შავგულიძე შეცვალა, შემდგომში 10 სეზონის განმავლობაში გუნდის თავი იყო. საკავშირო ჩემპიონატებში (1936-51) ჩაატარა 181 მატჩი, გაიტანა 99 გოლი. თასის გათამაშების 40 შეხვედრაში გაიტანა 25 ბურთი და შვიდ საერთაშორისო მატჩში ხუთჯერ გამოიჩინა თავი. შედიოდა საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებებში. ბორის პაიჭაძე ორჯერ იყო საკავშირო პირველობების ვერცხლის მედლის მფლობელი (1939, 1940) და ოთხჯერ ბრინჯაოს მედალოსანი (1936 შემოდგომა, 1946, 1947, 1950). სამჯერ მონაწილეობდა საკავშირო თასის გათამაშების ფინალებში (1936, 1937, 1946). ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდას სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. ბორის პაიჭაძე იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1952-53) და უფროსი მწვრთნელი (1954). იყო “დინამოს” სპორტული კომბინატის და სტადიონის დირექტორი (1963-1985). 1991 წლიდან ეროვნული სტადიონი (ამჟამად „დინამო არენა“) ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 1990 წლის 9 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 წელი- ამერიკელმა ალბერტ სპელდინგმა სპორტული ნაწარმის (ძირითადად ბურთების) გამოშვება დაიწყო. მისი ფირმის საწესდებო კაპიტალი 800 დოლარს შეადგენდა. ამჟამად, სპელდინგის მიერ დაარსებული ფირმა კალათბურთის, ბეისბოლის, ჩოგბურთის, გოლფისა და ფეხბურთის ბურთებს აწარმოებს.

1895- მოციგურავე ვილჰელმ მოზეტმა 500 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (46,8).

1948- დიკ ბატონი ამერიკელ მოციგურავეთა შორის პირველი იყო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1954- ჰოლანდიელმა მოციგურავემ, იან ვან დენ ბერგმა, თავისი ქვეყნის თერთმეტი ქალაქის საციგურაო რბოლა მოიგო (7:32).

1956- ტონი სეილორი პირველი მოთხილამურე გახდა, რომელმაც სწრაფდაშვებაში ოლიმპიადის სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

1972- იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ საპოროში, ზამთრის მეთერთმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ზამთრის ოლიმპიადას აზიის ქვეყანამ პირველად უმასპინძლა.

1976- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 26-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 123:109 მოუგო. შეხვედრა ფილადელფიაში გაიმართა.

1980- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 30-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს ოვერტაიმში 144:136 მოუგო. შეხვედრა ვაშინგტონში შედგა.

1998- კანადელი დინო ჩიკარელი ჰოკეის ეროვნული ლიგის რიგით მეცხრე მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში მეექვსასე შაიბა გაიტანა.

2001- რუსმა ბიატლონისტმა, პაველ როსტოვცევმა სლოვენიაში მიმდინარე ზამთრის სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბიატლონში ოქროს მედალი მოიპოვა.

2005- UEFA-მ დაადგინა, რომ 2006 წლიდან, ჩემპიონთა ლიგასა და UEFA-ს თასის გათამაშების მატჩებზე, კლუბების განაცხადების 25-კაციან სიაში აუცილებლად უნდა შეეყვანათ ადგილობრივი მოთამაშეები.

2005- აშშ-ში, 2004 წლის საუკეთესო სპორტსმენებად, მოცურავე მაიკლ ფელპსი და ტანმოვარჯიშე კარლი პეტერსონი დაასახელეს.

2005- თბილისის დიღმის საჭიდაო კომპლექსში გამართულ თავისუფალისტილითმოჭიდავეთასაქართველოს ჩემპიონატში, კობა კაკალაძემ (60 კგ, აჭარა), დავითახალმოსულიშვილმა (74 კგ, ყვარელი) დაგიორგი გოგშელიძემ (96 კგ, გორი) ოქროს მედლები მოიპოვეს.

2007- რაგბიში, ერთა თასის გათამაშების მატჩში, საქართველოს ეროვნულმა გუნდმარუმინეთისნაკრებს20:17 მოუგო. შეხვედრა ბუქარესტში შედგა. ამ გამარჯვების წყალობით, ქართველმარაგბისტებმაანთიმოზივერიელის სახელობის თასიც დაისაკუთრეს, რომელიც 2007 წელს, კავკასიელებსადაკარპატელებს შორის,მეექვსედ გათამაშდა.

2008- ამერიკული ფეხბურთის ასოციაციის ფინალში, “ნიუ იორკ ჯაიანთსმა” ფინიკსში “ნიუ ინგლენდ პეტრიოტზი” 17:14 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ იზეიმა ჩემპიონობა. ამ მატჩს ამერიკული ფეხბურთისთვის სარეკორდო აუდიტორია, 97,3 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

2009- “ფონდმა არველაძემ” 4 ნიჭიერ მოზარდ ფეხბურთელს სტიპენდია დაუნიშნა.

2013- სერია A-ს 23-ე ტურის მთავარი მოვლენა „მილანის“ მაისურით მარიო ბალოტელის დებიუტი იყო. სამწლიანი შესვენების შემდეგ „ჯუზეპე მეაცაზე“ დაბრუნებულმა ფეხბურთელმა „უდინეზესთან“ დუბლი გაიფორმა და გუნდს 2:1 მოაგებინა

2013- “ბარსელონას” ფორვარდმა ლეო მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან "ლა ლიგის" ზედიზედ 12 შეხვედრაში გაიტანა გოლი. მესიმ სერია 2012 წლის 11 ნოემბერს, მალიორკასთან თამაშში დაიწყო და მეთორმეტე შედეგიანი მატჩი 2013 წლის 3 თებერვალს ვალენსიასთან ჰქონდა – ამ 12 მატჩში მან 23 გოლი გაიტანა.

ამ დღეს დაიბადნენ

1879- აურელიო ფოლისი. პირველი შავკანიანი მოთამაშე ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში.

1894- რენცო დე ვეკი. 1910-20-იან წლებში იტალიის საფეხბურთო ნაკრების მცველი. გამოდიოდა “მილანსა” და “ჯენოაში”. სამი ოლიმპიადის მონაწილე (1912, 1920, 1924). გულშემატკივრებმა “ღვთის შვილი” შეარქვეს.

1900- ბობ ჯონი. უელსის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი. “არსენალის” 467 მატჩში, გაიტანა 13 გოლი.

1908- ოდბიორნ ჰაგენი. ნორვეგიელი მოთხილამურე. ტრამპლინიდან ხტომაში 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1915- ბორის პაიჭაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 16 წლის ასაკიდანგამოდიოდაფოთისსაზღვაო ტექნიკუმის, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ქალაქის ნაკრებში. 1934-35 წლებშიიცავდათბილისისზიი- ღირსებას, ხოლო 1936 წლიდან თბილისისდინამოშია”. 1940 წელს, კაპიტნისპოსტზეშოთაშავგულიძე შეცვალა, შემდგომში 10 სეზონის განმავლობაში გუნდის თავი იყო. საკავშიროჩემპიონატებში(1936-51) ჩაატარა 181 მატჩი, გაიტანა 99 გოლი. თასის გათამაშების 40 შეხვედრაშიგაიტანა 25 ბურთი დაშვიდ საერთაშორისო მატჩში ხუთჯერ გამოიჩინა თავი. შედიოდა საქართველოსადაამიერკავკასიისნაკრებებში. ბორის პაიჭაძე ორჯერ იყო საკავშირო პირველობების ვერცხლისმედლისმფლობელი (1939, 1940) და ოთხჯერ ბრინჯაოს მედალოსანი (1936 შემოდგომა, 1946, 1947, 1950). სამჯერმონაწილეობდასაკავშირო თასის გათამაშების ფინალებში (1936, 1937, 1946). ფეხბურთელთა შორისერთ-ერთ ყველაზეახალგაზრდას სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. ბორის პაიჭაძეიყოთბილისისდინამოსგუნდის უფროსი (1952-53) და უფროსი მწვრთნელი (1954). იყოდინამოსსპორტულიკომბინატის და სტადიონის დირექტორი (1963-1985). 1991 წლიდან ეროვნული სტადიონი (ამჟამად „დინამო არენა“) ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს. დაჯილდოვებულია ვახტანგგორგასლისპირველი ხარისხისორდენით. გარდაიცვალა 1990 წლის 9 ოქტომბერს.

1918- ჰელენ სტეპენსი. ამერიკელი მოცურავე. 1936 წელს, 100 მ დისტანზიაზე ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

1920- სტან ოკერსი. ბელგიელი ველოსიპედისტი. “ტურ დე ფრანსის” ორგზის ჩემპიონი (1955, 1956).

1932- ნოდარ გვახარია. თბილისის (1948-51), მოსკოვის (1951-60) “დინამოსადა საბჭოთაკავშირისნაკრებისწყალბურთელი (1951-60). წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს (1962-64). მელბურნის1956 წლისოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1953 წელს, გახდაახალგაზრდულისაერთაშორისოთამაშებისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1959 წლის საკავშიროსპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი. 1960-67წლებში იყო თბილისისდინამოსმთავარი მწვრთნელი და მისიხელმძღვანელი. მისმაგუნდმა სამჯერვერცხლის (1960, 1962, 1963), ხოლო ორჯერ ბრინჯაოს მედალიმოიპოვა (1964, 1966). მინიჭებული აქვსსპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული. გარდაიცვალა 1996 წლის 14 ნოემბერს.

1932- მარია იტკინა. საბჭოთა მძლეოსანი. სპორტულ გარბენებში დამყარებული აქვს მსოფლიოს ცხრა რეკორდი.

1939- დუშან ნოვაკი. უნგრელი ფეხბურთელი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1964, 1968).

1951- ფელიპე მუნიოსი. მექსიკელი მოცურავე. 200 მ-ზე გულაღმა ცურვაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1955- ბრუნო პეცაი. 1975-90 წლებში ავსტრიის ნაკრების მცველი (84 მატჩი, 9 გოლი). გამოდიოდა გერმანულ კლუბებშიც. 1981 წელს, გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. 1980 წელს, მოიპოვა უეფას თასი. 1994 წლის 31 დეკემბერს, ჰოკეის მატჩის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

1956- ერნი ბრანდტსი. ჰოლანდიელი ფეხბურთელი (მცველი). მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1978 წელს მოიპოვა უეფას თასი.

1959- მოლი კილინგბეკი. იამაიკელი მძლეოსანი. 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1960- იოაჰიმ ლიოვი. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთელობისას იცავდა “ფრაიბურგის”, “აინტრახტისა” და “კარლსრუეს” ღირსებას.

1967- ჯეისონ მორისი. ამერიკელი ძიუდოისტი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1967- აურელიო ვიდმარი. ლიეჟის “სტანდარდისა” და როტერდამის “ფეიენოორდის” ფეხბურთელი. ჰოლანდიის ჩემპიონი.

1968- ვლადე დივაცი. იუგოსლავიისა და სერბეთის საკალათბურთო ნაკრებების, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე “შარლოტ ჰორნეთსის,” “საკრამენტო კინგზისა” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მეფარე (216 სმ). ამჟამად, სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

1968- ფრანტიშეკ კუჩერა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1970- ოსკარ კორდობა. კოლუმბიელი მეკარე. 2001 წელს, გახდა კოპა ამერიკას გამარჯვებული. გამოდიოდა არგენტინულ, იტალიურ, თურქულ კლუბებში. ორჯერ მოგებული აქვს ლიბერტადორესის თასი, ერთხელ - საკონტინენტთაშორისო თასი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი, კოლუმბიისა და თურქეთის პირველობათა გამარჯვებული.

1971- რომან ჩეხმანეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1971- სოსო ლიპარტელიანი. ძიუდოში 1993 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედლისმფლობელი.ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე 78 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალიმოიპოვა. გადამწყვეტბრძოლაში, 18 წამში მოუგო გერმანელ შტეფან დოტს. იყო საქართველოს ნაკრებისმთავარიმწვრთნელი.

1972- მარტინ პოომი. ესტონეთის ნაკრების მეკარე (116 მატჩი). 15 წლის განმავლობაში გამოდიოდა ინგლისურ კლუბებში. ესტონეთის ნაკრებში ჩაატარა 116 მატჩი.

1974- ფლორიან რუსო. ფრანგი ველოსიპედისტი. 2000 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

1978- ხოან კაპდევილია. ესპანეთის ნაკრების, “ესპანიოლის”, “ატლეტიკოს”, “დეპორტივოს”, “ვილიარეალის” მცველი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრების 56 მატჩში, გაიტანა 4 გოლი. ესპანეთის თასის მფლობელი და სამგზის პრიზიორი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1925- ჰოლანდიელი ველოსიპედისტი, იააპ ედენი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1984- ანი თაუნსენდი. ბალახის ჰოკეის ვარსკვლავი.

0.114405