ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:54 | 24.12.2021

024 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1931 – დაიბადა ჯონ ჩარლზი (უილიამ ჯონ ჩარლზი). უელსის ნაკრების, “ლიდს იუნაიტედის” (1948-57, 1962), ტურინის “იუვენტუსის” (1957-62), “რომას” (1962-63), “კარდიფ სიტის” (1963-66), “ჰერეფორდის” (1966-71) ცენტრფორვარდი. ...

09:53 | 23.12.2021

023 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1950- დაიბადა ვისენტე დელ ბოსკე. მადრიდის “რეალის”, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი-მცველი და მთავარი მწვრთნელი. მოთამაშეობისას “სამეფო კლუბში” 312 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი ...

09:56 | 22.12.2021

022 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1943 - დაიბადა ბილი ჯინ კინგი. ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი მუზარადის” 4-ვე ტურნირი. დაიბადა მეხანძრის ოჯახში და ჩოგბურთის თამაში კალიფორნიის შტატის ლონგ ბიჩის კორტებზე დაიწყო. ...

09:47 | 21.12.2021

021 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1952 – დაიბადა ვლადიმერ გუცაევი. თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა 16 სეზონის განმავლობაში (1971-86). კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა: ჩემპიონატის 304 მატჩი (47 გოლი), საკავშირო თასის გათამაშების 45 (9), ...

09:45 | 20.12.2021

020 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1980 - დაიბადა ეშლი კოული. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ჩელსის”, “რომას” მარცხენა მცველი. მანამდე ლონდონის “არსენალის” და “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავდა. “ჰაიბერიზე” მისი დებიუტი ...

09:51 | 19.12.2021

019 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - არვიდას საბონისი. ლიტვისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, კაუნასის “ჟალგირისის”, “ვალიადოლიდის”, მადრიდის “რეალისა” და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზის” მეფარე (220 ...

09:52 | 18.12.2021

018 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966- დაიბადა ჯანლუკა პალიუკა. იტალიის ნაკრების (1991-98), “სამპდორიას” (1987-94), “ინტერის” (1994-99), “ბოლონიას” (1999-2006), “ასკოლის” (2007) მეკარე. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

09:50 | 17.12.2021

017 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1971 - დაიბადა იგორ კოკოშკოვი. სერბი საკალათბურთო სპეცილისტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. კოკოშკოვის დამრიგებლობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B საკვალიფიკაციო ...

09:45 | 16.12.2021

016 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1899- ინგლისელებმა - ალფრედ ედვარდსმა და ჰერბერტ კილპინმა - საფეხბურთო კლუბი “მილანი” დააარსეს. გუნდი დააარსებიდან ორი წლის შემდეგ (1901) იტალიის ჩემპიონი გახდა. “მილანს” თავისი მდიდარი ისტორიის განმავლობაში ...

09:48 | 15.12.2021

015 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1952 - დაიბადა ალან როდენკამ სიმონსენი. დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების (1972-86), მიონხენგლადბახის “ბორუსიას” (1972-79), “ბარსელონას” (1979-83), “ჩარლტონ ატლეტიკის” (1983) და “ვეილეს” (1971-72, 1983-89) ...

1.080075