1886 – დაიბადა ვიტორიო პოცო. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “სკუადრა აძურა” 1934 და 1938 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვა. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “ტორინოს” (1912-24). ფეხბურთელობისას იცავდა “გრასჰოპერსისა” (1906-07) და “ტორინოს”(1907-11) ღირსებას. ვიტორიო პოცო გულის შეტევით 1968 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1888 - ბირმინგემის მაღაზიათა ქსელის მეპატრონემ და საფეხბურთო კლუბ “ასტონ ვილას” მმართველობითი ორგანოს წევრმა უილიამ მაკგრეგორმა ხუთი კლუბის ხელმძღვანელებს წერილით მიმართა და ქაოსურად დაგეგმილი ბევრი ამხანაგური მატჩის სანაცვლოდ რეგულარული ჩემპიონარის ჩატარება შესთავაზა. მაკგრეგორმა პირველობის ფორმატიც განსაზღვრა – გუნდებს ერთმანეთთან ორ წრედ, შინ და გარეთ უნდა ეთამაშათ. ბირმინგემელი კომერსანტის ამ იდეამ მოწონება ჰპოვა და 1888 წლის 8 სექტემბერს ინგლისელთა საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი 5 მატჩი ჩატარდა.
1892 - კრივში ორთაბრძოლის ახალი წესების შემოღების შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი პაქერობა შედგა. ილინოისის შტატის ქალაქ ნამეოკიში, ჰარი შარპი და ფრენკ კროსბი გამარჯვებულის ვინაობას 77 რაუნდის განმავლობაში არკვევდნენ.
1918 - გარდაიცვალა ჯონ სალივანი. ამერიკელი მოკრივე, რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.
1949 - გოლფისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ბენ ჰოგანი საავტომობილო ავარიაში მოჰყვა და სერიოზულად დაშავდა.
1954 - ბევო ფრენსისმა აშშ-ის კოლეჯთა საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩში 113 ქულა მოაგროვა.
1962 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, უილტ ჩემბერლენმა 100 ქულა მოაგროვა. ეს ჩემბერლენის “ფილადელფია უორიორზის” და “ნიუ იორკ ნიკზის” მატჩში მოხდა. უილტმა 63 ორქულიანიდან 36 ჩააგდო, ხოლო 32 საჯარიმო ტყორცნიდან ზუსტად 28 მცდელობა გამოიყენა. შეხვედრა კი, “უორიორზმა” მოიგო (169:147).
1962 - ჯონ უელსესმა სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4.88 მ).
1964 - ჰოლანდიელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე სოიკიე დეექსტრა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1967 - დაარსდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ABA).
1969 - სტენ კოველესკი და უაიტ ჰოიტი ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1970 - პიტ მარავიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც კოლეჯთა ჩემპიონატის მატჩებში 3 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა.
1977 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტორონტო მეიფლ ლივზის” მცველმა იან ტარნბელმა რეგულარული პირველობის მატჩებში უკანახაზელის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. ტარნბელმა 5 შაიბა გაიტანა.
1991 - “ლივერპულიდან” წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ალან ჰანსენმა. იგი “ენფილდზე” 1977 წელს მივიდა და მერსისაიდელთა რიგებში 623 მატჩი ჩაატარა. ჰანსენმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, რვაჯერ ინგლისის ჩემპიონობა და ორჯერ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ალან ჰანსენმა შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა.
1992 - კიერენ პერკინსმა, 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:32.40).
1992 - დენი ევერეტმა დარბაზში 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (45.02).
1993 - ირინა პრივალოვამ დარბაზში 50 მეტრზე ქალთა შორის სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.05).
2005 - დასრულდა ორწლიანი დავა “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავ კობი ბრაიანტსა და 19 წლის გოგონას შორის, რომელიც კალათბურთელს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მხარეებმა პროცესუალურ შეთანხმებას მიაღწიეს.
2005 - ჩეხმა ნახევარმცველმა მარეკ იანკულოვსკიმ იტალიურ “მილანთან” გააფორმა კონტრაქტი.
2005 - ესპანეთის ნაკრების თავკაცი ლუის არაგონესი ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს. იმ მატჩის შესვენებისას არაგონესმა ხოსე ანტონიო რეიესთან საუბრის დროს ლონდონის “არსენალის” იმჟამინდელი ფორვარდი, ტიერი ანრი “შავ მაიმუნად” მოიხსენია.
2005 - ლონდონის “ჩელსიმ” თავდამსხმელ ნიჰატთან გააფორმა კონტრაქტი. თურქი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში “რეალ სოსიედადიდან” გადავიდა.
2007 - პორტუგალიის ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში მასპინძელ თანატოლთა გუნდს სძლია (1:0). ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა.
2007 - ქალაქ კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ გიორგი დემეტრაძის სარჩელი განიხილა, რომელიც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგისკენ იყო მიმართული. ქართველი ფეხბურთელის აზრით, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და მის სამუშაო უფლებებს ზღუდავდა. სხდომა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და რამდენიმე დღით გადაიდო.
2008 - მსოფლიოს თასის გათამაშებაში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. Gიორგი ბაინდურაშვილმა (81 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ) პირველობა მოიპოვეს, საბა გავაშელიშვილი კი ვერცლის მედალოსანი გახდა.
2008 - უნგრულ სომბათჰეიში გამართულ “ოქროს დიდ პრიზზე” პირველი ადგილი დაიკავა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ბადრი ხასაიამ (84 კგ).
2010 - პარიზის “სენ დენიზე” ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა საფრანგეთისას 2:0, რითაც ამ ქვეყანაში 42 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა “სამფეროვანთა” დამარცხება.
2013 - ცხინვალის „სპარტაკისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ორივე მერვედფინალი 1:1 დასრულდა. 1/4 ფინალში “სპარტაკი” გავიდა, რაშიც ლომის წილი საქართველოსახალგაზრდული ნაკრებისა და ცხინვალელთა გუნდის კიპერ გიორგი ნადირაძეს მიუძღვის. მეკარემპენალტების სერიაში ზედიზედ 3 11-მეტრიანი მოიგერია.…
2014 - ანტალიაში დასრულებულ 10-ათასიან ტურნირზე, რომლის ფინალშიც ორმა ქართველმაჩოგბურთელმა – ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ითამაშა, გამარჯვება კი ამ უკანასკნელს დარჩა.ქვაცაბაია განთესილთა შორის არ ყოფილა, თუმცა, ფინალამდე ისე მივიდა, სეტიც არ დაუთმია. 4გამარჯვების შემდეგ, სოფო გადამწყვეტ მატჩში მე-3 რეიტინგის მქონე გორგოძეს დაუპირისპირდა და 2:6, 6:0, 6:4 იმარჯვა.
ამ დღეს დაიბადნენ
1881 - კარლ ფრედერიკი. ტყვიის სროლაში 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1886 - ვიტორიო პოცო. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “სკუადრა აძურა” 1934 და 1938 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვა. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “ტორინოს” (1912-24). ფეხბურთელობისას იცავდა “გრასჰოპერსისა” (1906-07) და “ტორინოს”(1907-11) ღირსებას. ვიტორიო პოცო გულის შეტევით 1968 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა.
1891 - ფრენკ ფოისტონი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “სიეტლის” მოთამაშე. შეყვანილია ჰოკეისტთა “დიდების დარბაზში”.
1900 - აზა სმიტ ბუშნელი. აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ოცი წლის განმავლობაში (1945-65).
1921 - კაზიმეჟ გურსკი. პოლონელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ქვეყნის ყველაზე წარმატებული დამრიგებელი. გურსკიმ პოლონეთს 1972 წელს ოლიმპიური ჩემპიონობა მოაგებინა, ხოლო 1974-ში დასავლეთსლავები მუნდიალზე მესამე ადგილზე გაიყვანა.
1947 - ჰარი რედნაპი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა “ვესტ ჰემსა” და “ბორნმუთში”. წვრთნიდა ამ გუნდებს, აგრეთვე, “პორტსმუთსა” და “საუთჰემპტონს”. პორტსმუთელებს 2008 წელს ინგლისის ასოციაციის თასი მოაგებინა. 2008-2012 წლებში იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი. 2010 წელს დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად.
1963 - ტანუ კარაიკოვი. ბულგარელი ტყვიის მსროლელი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1966 - ანდრეი ჩესნოკოვი. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს მონტე კარლოსა და კანადის ღია პირველობები. 1989 წელს იასპარეზა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში. სპორტული კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 3 084 188 დოლარი. 2005 წლის 20 ნოემბერს უკრაინულ დნეპროპეტროვსკში ვიზიტისას რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შედეგად იგი მძიმედ დაიჭრა.
1968 - შონ ელიოტი. “სან ანტონიო სპერზისა” და “დეტროიტ პისტონზის” კალათბურთელი. მისი საუკეთესო მაჩვენებელი ერთ მატჩში დაგროვილი 41 ქულაა. შონ ელიოტი პირველი მოთამაშეა, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციას, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ დაუბრუნდა.
1970 - ერიკ ტენ ჰააგი. ჰოლანდიური “ტვენტეს,” “ვაალვიკისა” და “უტრეხტის” ფეხბურთელი.
1971 - რომან კეჩმანეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1975 - ტოდ ბერტუცი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” მარჯვენა ფორვარდი.
1975 - ალექსანდრ კოვალიოვი. რუსი ნიჩბოსანი. კანოეთი ასპარეზობისას ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.
1978 - ტომაშ კაბერლუ. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების მცველი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1987 - ნუკრი რევიშვილი. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს”, მახაჭყალის “ანჟის”, ყაზანის“რუბინის”, “კრასნოდარის”, გორის “დილას”, მალტის “ვალეტას”, “ტოსნოს”, "მორდოვიას" მეკარე. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 29 მატჩი.
1988 - მიხაილ ომელჩენკო. რუსეთის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი (204 სმ).
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1985 - ჯონ ბი კელი უმცროსი. ამერიკის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავკაცი. გარდაიცვალა 57 წლის ასაკში.
1995 - ფრედ პერი. ინგლისელი ჩოგბურთელი. 1934-36 წლებში უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული.