1979- დაიბადა ნიკოლა ანელკა. საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ის, ლონდონის “არსენალის,” მადრიდის “რეალის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის,” სტამბოლის “ფენერბახჩეს,” “ბოლტონის”, “ჩელსის”, ჩინეთის “შანხაი შენხუას” ფორვარდი. ანელკა ინგლისისა და თურქეთის ჩემპიონია, 2000 წელს “რეალთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. პარიზელებთან ერთად მოიპოვა ინტერტოტოს თასი. ინგლისის 2010 წლის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ინგლისის თასი (1998 წელს “არსენალის”, 2009 და 2010 წლებში “ჩელსის” შემადგენლობაში) და სუპერთასი (ასევე “მეთოფეთა” და “არისტოკრატთა” რიგებში გამოსვლისას იმავე წლებში). საფრანგეთის ნაკრებში გამოსვლისას ანელკა 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2001-ში მან კონფედერაციათა თასი მოიგო. ანელკა მონაწილეობდა 2002 და 2010 წლების მუნდიალსა და ევროპის 2008 წლის პირველობაზე. საფრანგეთის ნაკრების 69 მატჩში გაიტანა 14 გოლი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1873- დაარსდა შოტლანდიის საფეხბურთო ლიგა. ორგანიზაცია რვა კლუბმა დააარსა, რომელთა შორის არ იყვნენ გლაზგოს კლუბები “რეინჯერსი” და “სელტიკი”.
1899- ჰოკეიში სტენლის თასისთვის ბრძოლაში “მონრეალ შემროკსმა” “ვინიპეგ ვიქტორიანზს” 6:2 მოუგო.
1903- “ოტავა სილვერმა” ორი მატჩის ჯამში “რეთ პორტიჯი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.
1905- ლონდონში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჩელსი”. 2005, 2006 და 2010 წლების გარდა, “ლონდონელი არისტოკრატები” ინგლისის ჩემპიონები 1955 წელსაც გახდნენ. 1970, 1997, 2000, 2007, 2009 წლებში გუნდმა მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, 1965, 1998, 2005 და 2007 წლებში _ ლიგის თასი. 1965, 1998, 2005, 2009 წლებში ლონდონელები ინგლისის სუპერთასის მფლობელები გახდნენ. “ჩელსიმ” ორჯერ მოიპოვა თასების მფლობელთა თასი (1971, 1998), ხოლო 1998 წელს ევროპის სუპერთასი. 2008 წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა. ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელია კარლო ანჩელოტი, ხოლო მფლობელი _ რომან აბრამოვიჩი. “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” ასპარეზობს, რომლის ტრიბუნებიც 42 360 მაყურებელს იტევს.
1908- ჰოკეიში სტენლის თასისთვის ბრძოლაში “მონრეალ უონდერერზმა” “ტორონტო თროლ ლიგერზი” 6:4 დაამარცხა.
1957- თბილისის “დინამომ” ბირმის დედაქალაქ რანგუნში ამ ქვეყნის მეორე ნაკრებს 5:4 მოუგო.ქართველთაგან გოლები ხასაიამ (2), ჭკუასელმა, ბარქაიამ და კოტრიკაძემ გაიტანეს. “დინამო”: პირაევი,ელოშვილი, ძიპშიპა, რამიშვილი, კოტრიკაძე, იამანიძე, ხასაია, ღოღობერიძე, ჭკუასელი (კალოევი), ბარქაია,მესხი (გაგნიძე). მთავარი მწვრთნელი გაიოზ ჯეჯელავა.
1954- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ბალტიმორ ბულიტსმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ 32 მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ პირველად მოიგო.
1960- “ფილადელფია უორიორზის” ვარსკვლავმა უილტ ჩემბერლენმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის მატჩის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (53 ქულა).
1962- “დეტროიტ რედ უინგზის” მოთამაშე გორდი ჰოუმ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩებში მეხუთასე შაიბა გაიტანა. ამ მაჩვენებლით იგი NHL-ის მეორე მოთამაშე გახდა.
1963- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “სან ფრანსისკო უორიორზის” ფორვარდმა რეგულარული პირველობის მატჩში 28 შედეგიანი პასი გააკეთა, რითაც NBA-ის რეკორდი გაიმეორა.
1980- დორტმუნდში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველობა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანეტ პიოტიჩმა მოიპოვა. სპორტულ წყვილებში ჩემპიონები საბჭოთა მოციგურავეები, ჩერკასოვა და შახრაი გახდნენ.
1987- აშშ-ის ქალაქ ცინცინატიში, ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა შორის პირველობა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა კატერინა ვიტიმ დაისაკუთრა.
1991- მიუნხენში გამართულ ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის პირველობა კანადელმა კურტ ბრაუნინგმა მოიპოვა, სპორტულ წყვილებში კი ჩემპიონობა ფრანგებმა, და-ძმა იზაბელ და ფილ დუშენებმა დაიმსახურეს.
1993- პრაღაში გამართულ ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა უკრაინელმა ოქსანა ბაიულმა მოიპოვა.
1993- ჰოლანდიელმა მოციგურავე იოჰან კოსმა 5 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6:36.57).
1993- ლეგენდარულმა კანადელმა ჰოკეისტმა გორდი ჰოუმ 68 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა ამერიკის ჰოკეის ლიგის (AHL) კლუბ “სირაკუზი ქრანჩთან”.
2002- ლივერპულის “ევერტონის” მთავარ მწვრთნელად დევიდ მოიესი დაინიშნა.
2007- “ატლანტა ჰოუქსმა” “ფილადელფია სიქსერზი” დაამარცხა (104:92). ზაზა ფაჩულიამ 26 წუთში 15ქულა მოაგროვა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება განახორციელა.
2009- ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა რუმინეთისას 28:23 მოუგოდა ზედიზედ მესამედ მოიპოვა “ანთიმოზ ივერიელის” თასი.
2010- ფორმულა1-ის ბაჰრეინის გრან-პრი ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიგო. იგი “ფერარის” საჯინიბოს ღირსებას იცავდა. მეორეზე ალონსოს თანაგუნდელი ბრაზილიელი ფელიპე მასა გავიდა. მესამე “მაკლარენ-მერსედესის” ბრიტანელი წარმომადგენელი ლუის ჰემილტონი იყო.
2012- ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ფილა-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში თბილისი უმასპინძლებდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1912- კლიფ ბასტინი. 1930-40-იან წლებში გამოდიოდა ლონდონის “არსენალში”. გამოირჩეოდა მაღალი შედეგიანობით. Bბასტინი 5-ჯერ ახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა.
1914- ფიორენცო მარინი. იტალიელი ცხენოსანი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1920- დოროთი ტაილერ-ოდამი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. სომაღლეზე ხტომაში 1936 და 1948 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის ორი მედალი.
1920- ალექსეი ხომიჩი. მოსკოვის “დინამოს” გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1921- ლის ჰარტელი. დანიელი ცხენოსანი. 1952 და 1956 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის ორი მედალი.
1936- ჯიმ კლარკი. “ფორმულა-1”-ის შოტლანდიელი მრბოლელი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. გრან-პრის რბოლებში რეგულარულად მონაწილეობდა 1961 წლიდან. იმავე წელს იტალიის ქალაქ მონცაში მიმდინარე შეჯიბრებისას კლარკს ავტოავარია შეემთხვა, რამაც გერმანელი პილოტის ვოლფგანგ ფონ ტრიპსისა და 13 მაყურებლის სიცოცხლე შეიწირა. კლარკი 1968 წელს გარდაიცვალა. გერმანულ ჰოფენჰაიმში რბოლისას შოტლანდიელის ბოლიდი ტრასიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა, რის გამოც კლარკი ტრაგედიის ადგილზე გარდაიცვალა.
1940- ისიდორო დიასი. მექსიკელი ფეხბურთელი (ამპლუით ნახევარმცველი). მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე (1962, 1966,1970). მექსიკის რვაგზის ჩემპიონი.
1946- უეს ანსელდი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბალტიმორ ბულიტსის” მოთამაშე. 1969 წლის NBA-ის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი. მონაწილეობა ქვს მიღებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩებში.
1946- ზიგმუნტ ანჩოკი. 1960-1970-იანი წლების პოლონელი ფეხბურთელი. შემტევი ტიპის მცველი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1966 წელს დაასახელეს პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად.
1953- ტიმ მაკკი. ამერიკელი მოცურავე. 400 მეტრზე ცურვაში 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1955- დანიელ რიკარდო ბერტონი. 1970-80-იანი წლების არგენტინელი ფორვარდი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. მუნდიალის 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 3-ჯერ ფლობდა ლიბერტადორესის, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასს.
1956- ტესა სანდეროსი. აიმაიკელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1961- მიხეილ გიორგაძე. ქართველი წყალბურთელი. ამპლუით გოლკიპერი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.ევროპის სამგზის ჩემპიონი (1983, 1985, 1987). სეულის ოლიმპიური თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლისპრიზიორი.
1962- ბრუნო ბელიონი. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. 1982 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 1985-ში კი ქვეყნის თასი მოიპოვა.
1970- ჟუნიორ ბაიანო. “ვასკო და გამას” ფეხბურთელი. ამხილეს კოკაინის მოხმარებაში და დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს.
1975- დმიტრი მარკოვი. ავსტრალიელი მძლეოსანი. ჭოკით მხტომელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი.
1978- პიტერ ვან დერ ჰუგებანდი. 2000 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ოქროს ორი მედალი. 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.
1979- ნიკოლა ანელკა. საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ის, ლონდონის “არსენალის,” მადრიდის “რეალის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის,” სტამბოლის “ფენერბახჩეს,” “ბოლტონის”, “ჩელსის”, ჩინეთის “შანხაი შენხუას” ფორვარდი. ანელკა ინგლისისა და თურქეთის ჩემპიონია, 2000 წელს “რეალთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. პარიზელებთან ერთად მოიპოვა ინტერტოტოს თასი. ინგლისის 2010 წლის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ინგლისის თასი (1998 წელს “არსენალის”, 2009 და 2010 წლებში “ჩელსის” შემადგენლობაში) და სუპერთასი (ასევე “მეთოფეთა” და “არისტოკრატთა” რიგებში გამოსვლისას იმავე წლებში). საფრანგეთის ნაკრებში გამოსვლისას ანელკა 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2001-ში მან კონფედერაციათა თასი მოიგო. ანელკა მონაწილეობდა 2002 და 2010 წლების მუნდიალსა და ევროპის 2008 წლის პირველობაზე. საფრანგეთის ნაკრების 69 მატჩში გაიტანა 14 გოლი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1925- უოლტერ კემპი. ამერიკული ფეხბურთის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 65 წლის ასაკში.
1980- ავიაკატასტროფაში დაიღუპა აშშ-ის მოყვარულ მოკრივეთა ნაკრების 22-ვე წევრი.