ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:02 | 18 აპრილი, 2013

საქართველოში დაბადებულთა ხვედრი

მე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რიგითი ფეხბურთელი ვარ და კარგად ვუწყი, რომ იმ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში ვთამაშობ, სადაც ფულიც ნაკლებია, შესაძლებლობებიც და გაქანებაც. ისიც მშვენივრად ვიცი, მწვანე მინდორზე ვერც ლეო მესივით დავატრიალებ ქარიშხლებს და ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩივით ავახმაურებ ნახევარ პლანეტას. მაგრამ, როდესაც ვარჯიშიდან დაქანცული ვბრუნდები და სახლში მისული ტანსაცმელგაუხდელად მივწვები საწოლზე, გულში მაინც გამკრავს ის განცდა, რომ მე, ისევე როგორც სხვა მილიონობით ჩემნაირი ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლნი ვართ.

16:04 | 14 აპრილი, 2013

საქმე და ლაყაფი

გუშინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, საქართველოში ჩამოსულ შვეიცარიელ ბანკირს უთხრა: მომავალ კვირას ბარში წავიდეთ და ევროპის ლიგის თასზე თქვენს “ბაზელს” ერთად ვუგულშემატკივროთ – ეს რა მაგარი გუნდი გყოლიათო. შვეიცარიელმა კი მხრები აიჩეჩა და გამოუტყდა, რომ საფეხბურთო კლუბ “ბაზელის” შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით სმენოდა და ისიც კი არ იცოდა, საერთოდ რა იყო ევროპის ლიგა.

ლაშა გოდუაძე

12:14 | 12 აპრილი, 2013

კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე ჩივაძე

1984 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისს პირველად და უკანასკნელად მოუგო უემბლიზე - 2:0. იმ დღეს სტუმართა გუნდის კაპიტნის სამკლავური ალექსანდრე ჩივაძეს ეპყრა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი გაზეთის გარეკანზე მისი ფოტოს ქვეშ ეწერა: „რუსების დაცვის გენერალი“.

11:50 | 11 აპრილი, 2013

ჰერ ოტო

ჰერ ოტო რბილ სავარძელზე ზის და თვლემს. მისი ცოლი გრეტა კი სამზარეულოში ფუსფუსებს და შაშხს აშიშხინებს. დღეს ოტოს დაბადების დღეა, მაგრამ გადაწყვიტა წელს წვეულება არ გააკეთოს. ყველაფერი იღბლისა და დამთხვევის საქმეა. სწორედ ოტოს დაბადების დღეს დაემთხვა “ბორუსია“–“მალაგას“ თამაში და ამ მატჩის გამოტოვებას ოტოს სიკვდილი უჯობს. მით უმეტეს, რომ 90–იანი წლების შემდეგ, მისი “ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

15:31 | 09 აპრილი, 2013

ყოვლისშემძლე კოსტია!

დღეს ჩემი უფროსი ძმაკაცი, კოსტია შანიძე 94 წლის გახდა, გუშინწინ კი “დინამო”-“ჩიხურას” თამაშზე წამომყვა და ძველებურად აჩხაკუნა თავის ძველი ფოტოაპარატი. მთელი ცხოვრება თბილისის “დინამოს” და “დინამოს” სტადიონს შეალია, 1936 წლიდან კი მთელი 70 წელი (!!!) იმუშავა ელექტრიკოსად “დინამოზე”! მისი ქალიშვილი ციცინო საქართველოში ცნობილი მოცურავე იყო, მისი სიძე გურამ პეტრიაშვილი კი ტაშკენტის გმირი გახლდათ, შვილიშვილიც სახელოვანი გამოუვიდა კოსტია ბაბუას – დათო პეტრიაშვილი თავის დროზე თბილისისა და მოსკოვის “დინამოში” თამაშობდა, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო, ახლა კი უეფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის – “ჰეთ-თრიქის” თავმჯდომარეა!

11:18 | 07 აპრილი, 2013

დიდი ხავიერი

ბევრი დიდი კაპიტანი გვახსოვს და ვიცით მათ შორის ისეთებიც, დავიწყებას რომ არასოდეს მიეცემიან. მაგრამ არის ერთი, სხვათაგან გამორჩეული და უფრო ღირსეული სახელის მქონეც. კაცი, რომელიც არასოდეს ბერდება და კაცი, რომელიც ჭეშმარიტ მაგალითად დარჩება მომავალი თაობებისთვის. 

ლაშა გოდუაძე

15:49 | 05 აპრილი, 2013

“ჰამბურგთანაც” შეგვეძლო მოგება, მაგრამ... გადაღლილები ვიყავით”

რატომ გამოიცვალა გუნდი?  ვინ იყო პირველი მწვრთნელი? თვლის თუ არა, რომ მეტის მიღწევა შეეძლო? რომელი თამაშია მის კარიერაში ყველაზე კარგი? კითხვები, რომლებსაც ბოლო არ უჩანს და პასუხები, რომლებიც გულშემატკივრებს აინტერესებთ. ყველა დიდი სპორტსმენის უკან ძალიან საინტერესო ისტორია იმალება.

ლევან სეფისკვერაძე

11:58 | 04 აპრილი, 2013

ადმირალი “ფერგი” და გაძარცვული მეჯორეები

არავინ ვიცით, ძველ დროში რომ დავბადებულიყავით, ვინ ვიქნებოდით, რა საქმიანობით დავკავდებოდით და საერთოდ, შევძლებდით თუ არა რამის გაკეთებას. პრინციპში, ეს “ძველი დროც” არამართებული ტერმინია, რადგან ზოგისთვის “ძველი და კარგი დრო” საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება, ზოგისათვის კი შუა საუკუნეებია “ძველი დროის” სანიშნი და საამური პერიოდი.

ლევან სეფისკვერაძე

10:49 | 31 მარტი, 2013

“პსჟ” გზაგასაყარზე

“პსჟ” ნამდვილად არ განეკუთვნება ისეთ ძველ და მრავალი ტიტულის მომგებ ევროპულ კლუბებს, მის წარსულზე დიდი რიხითა და თვალების ბრიალით რომ ვისაუბროთ. საფრანგეთს “პსჟზე” ბევრად ძველი კლუბები ჰყავს, რომლებიც ბოლო ათწლეულების მანძილზე საკუთარი წარსულის აჩრდილებად არიან ქცეულნი და გალიის მთავარი კლუბების ტვირთის ზიდვა დღეს სულ სხვა გუნდებს უწევთ.

ლევან სეფისკვერაძე

13:14 | 28 მარტი, 2013

“უდანაშაულო” მწვრთნელები და “დამნაშავე” ჟურნალისტები

საფრანგეთის ნაკრებთან “სტად დე ფრანსიზე” ჩვენი ნაკრების წაგება პრაქტიკულად არავის გაგვკვირვებია. ანდა როგორ უნდა გაგიკვირდეს საფრანგეთში მარცხი, როდესაც ჩვენს ნაკრებს ისეთ გუნდებთან და ისეთი ანგარიშებით წაუგია, ამის გახსენებაც კი ბოღმით გულზე გაასიებს ადამიანს. მარცხი მარცხად, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელი არამხოლოდ უცნაური კაცია, არამედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი საქციელი ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

ლევან სეფისკვერაძე

11:43 | 24 მარტი, 2013

ჩვენ გვახსოვს “ლიდსი!”

ბრიტანეთი, ამწვანებული იორკშირი, პატარა ქალაქი ლიდსი... ლიდსის ქუჩები დღეს სიმშვიდითაა გარემოცული და ქალაქის უნივერსიტეტის კარებთან აჟრიამულებული სტუდენტები თუ არღვევენ სახელგავარდნილ იორკშირულ მყუდროებას. სულ ასე როდი იყო... იყო და არა იყო რა, იყო საფეხბურთო კლუბი სახელად “ლიდსი”, რომელიც მთელს ევროპაში მხოლოდ ბრიტანული ფეხბურთის თავგადაკლულმა ქომაგებმა თუ იცოდნენ. გადიოდა წლები, ათწლეულები... მოგზაურობდა “ლიდსი” სხვადასხვა რანგისა და დონის საფეხბურთო ლიგებში. 

<< პირველი<< წინა5758596061626364656667შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.338552