"მსოფლიო სპორტის" 2014 წლის გამოკითხვა

worldsport.ge-ზე გამოკითხვები იწყება

„მსოფლიო სპორტის" მკითხველი 2014 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენს

დღეიდან, იმ ყოველდღიურ ინფორმაციებთან ერთად, რომლებსაც უხვად იღებს worldsport.ge-ის მკითხველი, ჩვენს საიტზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ე.წ. გამოკითხვის გვერდი.

ზოგადად გამოკითხვების ჩატარება “მსოფლიო სპორტისთვის” სიახლე ნამდვილად არაა. შეგახსენებთ - “მსოფლიო სპორტის თასი” 2006 წლიდან გადაეცემა იმ ფეხბურთელს, რომელსაც ყველაზე მეტი ქომაგი აძლევს ხმას.

პირველი 5 წლის განმავლობაში, გამოკითხვის სისტემა ამგვარი იყო: ჩვენი რედაქცია არჩევდა წლის (იანვრიდან, დეკემბრის ჩათვლით) საუკეთესო 22 ფეხბურთელს, რომელთა შორისაც, შემდგომში, გულშემატკივარი ასახელებდა საუკეთესოს.

2011 წლიდან გამოკითხვის სისტემაში კიდევ ერთი რგოლი ჩაემატა – ჩვენი რედაქციის მიერ შედგენილი 22-კაციანი სიიდან, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (რომელთაც, რაღა თქმა უნდა, გარკვეული წარმოდგენა აქვთ ქართულ ფეხბურთზე) ასახელებენ საუკეთესო ხუთეულებს (პირველ ნომრად დასახელებული მიიღებს 10 ქულას, მე-2 – ხუთს, მე-3 სამს, მე-4 – ორს, მე-5 – ერთს) და მხოლოდ ამის შედეგად გამოვლენილი ხუთეულიდან ერთ-ერთს, მისცემს თავის ხმას ქომაგი.

2013 წლის მსგავსად, 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელს თებერვლის თვეში ვავლენთ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, უმთავრესი კი ისაა, რომ მაქსიმალურად გვინდოდა მოგვემზადებინა ზემოაღნიშნული გამოკითხვის გვერდი, რომელიც ახლა უკვე პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება.

ის, თუ რა პრინციპით წარიმართება, მომდევნო, 2015 წლის გამოკითხვა, მარტის დასაწყისშივე შეიტყობთ (მხოლოდ იმას გეტყვით, რომ წლის შემაჯამებელ გამოკითხვამდე ყოველთვიურად შეგეძლებათ საკუთარი ფავორიტის დასახელება), მანამდე კი 2014 წლის ლაურეატებს მივხედოთ.

25 თებერვლისთვის, საუკეთესო ხუთეული უკვე გამოვლინდება და შესაბამისად, ამ რიცხვიდან 28 თებერვლის 23:59 საათამდე, ყველას ექნება საიტზე ხმის მიცემის საშუალება.

ბუნებრივია, ამ პროცესისთვის თვალის მიდევნება შეეძლება როგორც worldsport.ge-ს, ისე გაზეთ “მსოფლიო სპორტის” მკითხველს.

აქვე გეტყვით, რომ პირველივე გამოკითხვიდან, გამარჯვებულ ფეხბურთელთა პირველი მწვრთნელები გაზეთ “მსოფლიო სპორტის” რედაქციისგან, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდნენ. ტრადიცია არც წლეულს დაირღვევა და ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით კვლავ მიიღებს გამარჯვებული ფეხბურთელის პირველი მწვრთნელი.

“მსოფლიო სპორტის” რედაქციას, თქვენი მხარდაჭერისა და ამ პროექტში მონაწილეობის იმედი აქვს.

2014 წლის ნომინანტთა წარდგენამდე, გთავაზობთ წინა წლების შედეგებს:

2006 წელი

მონაწილე ხმები %
1. ლევან ცქიტიშვილი 607 14.798
2. დავით სირაძე 568 13.847
3. შოთა არველაძე 523 12.750
4. ლევან კობიაშვილი 444 10.824
5. კახა კალაძე 335 8.167
6. გოგიტა გოგუა 319 7.770
7. დავით დიღმელაშვილი 171 4.160
8. გრიგოლ დოლიძე 169 4.120
9. მათე ღვინიანიძე 150 3.657
10. მალხაზ ასათიანი 120 2.925
11. დავით მუჯირი 89 2.170
12. ჯაბა კანკავა 87 2.121
13. ზურაბ ხიზანიშვილი 79 1.926
14. ალექსანდრე იაშვილი 74 1.804
15. ლაშა სალუქვაძე 73 1.780
16. ილია კანდელაკი 62 1.511
17. ოთარ მარცვალაძე 57 1.390
18. ვასილ გიგიაძე 52 1.268
19. გიორგი დემეტრაძე 40 0.975
20. გიორგი შაშიაშვილი 36 0.878
21. დავით კვირკველია 24 0.585
22. ზურაბ მენთეშაშვილი 23 0.561

სულ — 4102 ხმა

2007 წელი

მონაწილე ხმები %
1. გიორგი მერებაშვილი 436 43.083
2. კახა კალაძე 182 17.984
3. დავით სირაძე 118 11.660
4. ლევან ყენია 47 4.644
5. დავით მუჯირი 35 3.458
6. მალხაზი ასათიანი 30 2.964
7. ლევან მჭედლიძე 21 2.075
8. ზურაბ მენთეშაშვილი 19 1.877
9. შოთა არველაძე 17 1.679
10. გრიგოლ დოლიძე 15 1.482
11. მათე ღვინიანიძე 15 1.482
12. მიხეილი ხუციშვილი 15 1.482
13. ჯაბა კანკავა 11 1.086
14. გოგიტა გოგუა 10 0.988
15. ზურაბ იონანიძე 10 0.988
16. ლევან კობიაშვილი 8 0.790
17. ლევანი ცქიტიშვილი 8 0.790
18. ზურაბი ხიზანიშვილი 6 0.592
19. გიორგი შაშიაშვილი 4 0.395
20. ალექსანდრე იაშვილი 2 0.197
21. დავით კვირკველია 2 0.197
22. ალექსანდრე იაშვილი 1 0.098

სულ — 1012 ხმა

2008 წელი

მონაწილე ხმები %
1. გიორგი მერებაშვილი 1312 41.744
2. ირაკლი კლიმიაშვილი 1153 36.685
3. დავით სირაძე 345 10.977
4. მათე ვაწაძე 58 1.845
5. რატი ალექსიძე 57 1.814
6. კახა კალაძე 46 1.464
7. ლევან ყენია 27 0.859
8. ალექსანდრე ამისულაშვილი 24 0.764
9. გიორგი ლომაია 23 0.732
10. გოგიტა გოგუა 22 0.700
11. ლევან კობიაშვილი 11 0.350
12. მალხაზ ასათიანი 9 0.286
13. ალექსანდრე იაშვილი 8 0.255
14. ალექსანდრე კვახაძე 8 0.255
15. ბექა გოცირიძე 8 0.255
16. დავით კვირკველია 7 0.223
17. დავით ოდიკაძე 7 0.223
18. ზურაბ მენთეშაშვილი 5 0.159
19. ლევან მჭედლიძე 5 0.159
20. გიორგი შაშიაშვილი 4 0.127
21. ზურაბ ხიზანიშვილი 3 0.095
22. ლაშა სალუქვაძე 1 0.032

სულ — 3143 ხმა

2009 წელი

მონაწილე ხმები %
1. ჯანო ანანიძე 1915 29.322
2. გიორგი გაბედავა 1670 25.570
3. ვახტანგ კვარაცხელია 656 10.044
4. გიორგი ხიდეშელი 578 8.850
5. ლაშა სალუქვაძე 437 6.691
6. ალექსანდრე კოშკაძე 405 6.201
7. ვლადიმერ დვალიშვილი 235 3.598
8. შოთა ბაბუნაშვილი 109 1.669
9. გივი კვარაცხელია 98 1.501
10. ამირან მუჯირი 85 1.301
11. მალხაზ ასათიანი 58 0.888
12. ლევან ყენია 58 0.888
13. ალექსანდრე იაშვილი 50 0.766
14. ოთარ მარცვალაძე 35 0.535
15. დავით გამეზარდაშვილი 30 0.459
16. დავით დევდარიანი 23 0.352
17. ლევან კობიაშვილი 22 0.339
18. ნიკოლოზ გელაშვილი 17 0.260
19. ალექსანდრე ამისულაშვილი 15 0.230
20. ილია კანდელაკი 15 0.230
21. გიორგი შაშიაშვილი 11 29.322
22. რატი ალექსიძე 9 29.322

სულ — 6531 ხმა

2010 წელი

მონაწილე ხმები
1. გიორგი მერებაშვილი 1800
2. კახა კალაძე 857
3. აკაკი ხუბუტია 831
4. მურთაზ დაუშვილი 691
5. ჯანო ანანიძე 517
6. გიორგი ხიდეშელი 241
7. მალხაზ ასათიანი 238
8. დავით სირაძე 181
9. ალექსანდრე გურული 145
10. გიორგი ლორია 130
11. ლაშა სალუქვაძე 103
12. ნიკოლოზ გელაშვილი 68
13. გოგიტა გოგუა 68
14. ალექსანდრე ამისულაშვილი 55
15. ოთარ მარცვალაძე 52
16. ნუკრი რევიშვილი 39
17. ლევან კობიაშვილი 30
18. ზურაბ ხიზანიშვილი 27
19. ვლადიმერ დვალიშვილი 24
20. ალექსანდრე იაშვილი 22
21. უჩა ლობჟანიძე 17
22. გურამ კაშია 12

სულ — 6148 ხმა

2011 წელი

მონაწილე

ხმები

1.

კახა კალაძე

718

2.

დავით თარგამაძე

474

3.

ჯაბა დვალი

168

4.

ნუკრი რევიშვილი

108

5.

ნიკოლოზ გელაშვილი

53

2012 წელი

მონაწილე

ხმები

1.

თორნიკე ოქრიაშვილი

642

2.

გურამ კაშია

588

3.

გიორგი ლორია

280

4.

ჯაბა დვალი

238

5.

დავით თარგამაძე

83

2013 წელი

მონაწილე

ხმები

1.

გურამ კაშია

169

2.

ჯაბა კანკავა

158

3.

გიორგი ლორია

21

4.

ვაკო ყაზაიშვილი

21

5.

დიმიტრი ტატანაშვილი

18

2014 წელი

მონაწილე ხმები
1. თორნიკე ოქრიაშვილი 2400
2. სოლომონ კვირკველია 2147
3. ჯაბა კანკავა 1360
4. გიორგი ლორია 333
5. ლევან მჭედლიძე 281
0.113976