ბლოგი

23:24 | 17 ივნისი, 2024

როგორი იქნება 2024 წლის 18 ივნისი, საკითხავი აი ეს არის!

1996 წლის ივნისია და ინგლისში ევროპის ჩემპიონატია გახურებული. იქით ზამერმა და კლინსმანმა გაანადგურეს რუსები, აქეთ ბობანმა და შუკერმა იგივე 3:0 დამართეს დანიას, სრულიად ინგლისი კი ჰოლანდიასთან მატჩს ელის. მოკლედ, დიდი ამბებია.

გიორგი მელქაძე

22:12 | 17 ივნისი, 2024

ფეხბურთის ზეიმი გერმანიაში საქართველოს მონაწილეობით

2006 წლის ზაფხულია, 14 წლის ვარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე არც ერთ თამაშს ვტოვებ. თამაშს კი, არა, ყველა სპორტული გაზეთი, რაც მაშინ საქართველოში გამოიცემოდა, ყოველდღე ჩემს ხელში ხვდება, ვკითხულობ და ვკითხულობ.

18:14 | 16 ივნისი, 2024

შვიდეული: მიქაუტაძე და ნაირები

ცნობილი ამბავია, რომ გეოგრაფიული მდებარეობის, რბილი კლიმატის, დემოკრატიული ტრადიციებისა და ლიბერალური პოლიტიკური სისტემის გამო, თუ კიდევ რაღაც სხვა მიზეზებით, საფრანგეთი მუდამ იზიდავდა სხვადასხვა ჰორიზონტიდან მოსულ ემიგრანტებს.

15:20 | 15 ივნისი, 2024

მინი-მოურინიოს ჭეშმარიტების ჟამი

უცნაური იღბლის კაცია იულიან ნაგელსმანი. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ბაიერნისა“ და ბუნდესნაკრების სამზარეულოს საუკეთესო მცოდნე მეჰმეტ შოლმა „ლეპტოპ-მენეჯერთა“ თაობა შეარქვა. ეს გერმანელ მწვრთნელთა ახალგაზრდა თაობაა - საფეხბურთო ტაქტიკასა და თეორიაში გაწაფულ მწვრთნელთა თაობა, რომელიც არ უშინდება სიახლეებს. ეს თაობა არ უშინდება არც გაბედულ ცდებს ფეხბურთის მოედანზე და არც ექსცენტრიკულ საქციელს მის გარეთ. მაგალითად, ნაგელსმანივით, ზებენერშტრასეზე, „ბაიერნის“ ბაზაზე სკეიტბორდით წრეების დარტყმას.

ლევან სეფისკვერაძე

15:36 | 03 მაისი, 2024

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება!“

ჩვენს სამსაუკუნოვან მტერზე - რუსეთზე, მის მხარდამჭერ სამარცხვინო ქართველებზე და რუსულ კანონზე შეტევა თავიდან კახელმა გიორგი ქოჩორაშვილმა დაიწყო, ახლა მას მეგრელი ლუკა ლოჩოშვილი აჰყვა და ეს საამაყო ესტაფეტა ჩვენმა სპორტსმენებმა ერთხმად და რაც მთავარია, ღირსეულად გადაიბარეს.

ლევან სეფისკვერაძედათო ბაკურაძე

13:17 | 11 აპრილი, 2024

ისევ პირველმა და ისევ ზუსტად!

მართლაც როგორი სიმბოლურია, რომ ისევე როგორც 26 მარტის ლეგენდარული მატჩის დროს პენალტების სერიის დაწყების მთელი სიმძიმე, ახლაც, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლის მთელი სიმძიმეც საკუთარ თავზე გულიანმა კახელმა ბიჭმა, გიორგი ქოჩორაშვილმა აიღო. თანაც ეს, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ზუსტად იმ მომენტში შეასრულა (სწორედაც რომ შეასრულა!), ქართული სპორტის წარმომადგენელთა ფლანგს გამბედაობის მაგალითის მიცემა ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა.

ლევან სეფისკვერაძე

18:31 | 31 მარტი, 2024

ბავშვები დიდი ზეიმისას

საქართველოში ღიმილიანი ხალხი დადის! ამას აქამდე ალბათ ვერასოდეს დავიჯერებდი! მე კი ყველაზე მეტად ბავშვების სიხარული მახარებს.

დათო ბაკურაძე

06:43 | 26 მარტი, 2024

26 მარტი ჩვენი დღეა!

...და მაინც, როგორი გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ - ორი-სამი დღეა, ავიკვიატე, რომ ბერძნებს დაძაბულ ბრძოლაში კი არა, დამაჯერებლად დავამარცხებთ, ხოლო გუშინდელიდან მოყოლებული, 6:2 არ ამომდის თავიდან (ჩვენს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა).

ლევან სეფისკვერაძე

19:51 | 19 მარტი, 2024

ჩვენ, ქართველები!

„ჩვენ, ქართველები...“ ამ სიტყვებით იწყებს მერაბ კოსტავა თავის ცნობილ და აწ უკვე უკვდავ გამოსვლას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართველები მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით, როდესაც რაიმე ეპოქალური საფრთხე გველოდება და უკვე ყოფნა-არყოფნაზეა საქმე მიმდგარი.

ლევან სეფისკვერაძე

15:39 | 11 თებერვალი, 2024

რუსეთის „გამაყრუებელი სიჩუმე“

რამდენიმე დღეში ორი წელი გახდება რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან და დასავლეთის მხრიდან რუსეთის სხვადასხვა სფეროში იზოლაციის მცდელობიდან.

1234567შემდეგი >>
0.385056