ფეხბურთი

1:01 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეშვიდე "ოქროს ბურთი": ლიონელ მესიმ რობერტ ლევანდოვსკის აჯობა

ლიონელ მესიმ 2021 წლის „ოქროს ბურთი“ მოიგო. არგენტინელმა ფეხბურთელმა France Football-ის გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

მესიმ კარიერაში მეშვიდედ შეძლო „ოქროს ბურთის“ მოგება, რაც აბსოლუტური რეკორდია. „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკის აჯობა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო სამეულში ასევე მოხვდა „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი - ჟორჟინიო.

2021 წლის „ოქროს ბურთის“ საუკეთესო 30-ეული ასეთია:

1. ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა) - 613 ქულა

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) - 580 ქულა

3. ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია) - 460 ქულა

4. კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი) - 239 ქულა

5. ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი) - 186 ქულა

6. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია) - 178 ქულა

7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე) - 121 ქულა

8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) - 73 ქულა

9. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) - 58 ქულა

10. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია) - 36 ქულა

11. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი, ნორვეგია) - 33 ქულა

12. რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, ბელგია) - 26 ქულა

13. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი, იტალია) - 26 ქულა

14. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი, იტალია) - 18 ქულა

15. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - 10 ქულა

16. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) - 9 ქულა

17. ლუის სუარესი (ატლეტიკო, ურუგვაი) - 8 ქულა

18. სიმონ კიაერი (მილანი, დანია) - 8 ქულა

19. მეისონ მაუნთი (ჩელსი, ინგლისი) - 7 ქულა

20. რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი) - 7 ქულა

21. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, პორტუგალია) - 6 ქულა

22. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა) - 6 ქულა

23. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) - 4 ქულა

24. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი) - 3 ქულა

25. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - 2 ქულა

26. ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია) - 1 ქულა

27. რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია) - 1 ქულა

28. ჟერარდ მორენო (ვილიარეალი, ესპანეთი) - 1 ქულა

29. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია) - 0 ქულა

30. სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ესპანეთი) - 0 ქულა

აქვე გეტყვით, რომ 2021 წლის საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (21-წლამდე) პრიზი ესპანელმა პედრიმ მიიღო, წლის გუნდან ლონდონის "ჩელსი" დასახელდა, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი რობერტ ლევანდოვსკის გადასცეს, ხოლო ქალთა შორის "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" ფეხბურთელ ალექსია პუტელიასს ერგო.

0.23141