„პარი სენ ჟერმენისა“ და იტალიის ნაკრები ჯანლუიჯი დონარუმა 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს და ლევ იაშინის სახელობის პრიზი მიიღო.
France Football-მა ლევ იაშინის ჯილდო 2019 წელს დაარსა და მაშინ გამარჯვებული ალისონი გახდა, შარშან, რადგან „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება არ გამართულა, არც იაშინის პრიზი არ გადასცეს არავის და შესაბამისად, დონარუმა ისტორიაში მეორე მეკარეა, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
ლევ იაშინის პრიზზე 2021 წლის საუკეთესო ათეული ასეთია:
1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია)
2. ედუარ მენდი (ჩელსი, სენეგალი)
3. იან ობლაკი (ატლეტიკო, სლოვენია)
4. ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)
5. მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია)
6. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
7. კასპერ შმეიხელი (ლესტერი, დანია)
8. ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია)
9. კეილორ ნავასი (პსჟ, კოსტა რიკა)
10. სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი, სლოვენია)
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა ევრო 2020-ის ჩემპიონი, ტურნირის საუკეთესო მეკარე და ფეხბურთელი გახდა.