„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 21-წლამდელთა შორის. ნიჭიერ ნახევარმცველს რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო France Football-ისგან გადაეცა.
პედრიმ „დორტმუნდის“ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემსა და „ბაიერნის“ ფეხბურთელ ჯამალ მუსიალას აჯობა. 21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული ასეთია:
1. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
2. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, ინგლისი)
3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია)
4. ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია)
5. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი, ინგლისი)
6. ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)
7. ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი, გერმანია)
8. რაიან გრავენბერხი (აიაქსი, ნიდერლანდები
9. ჟერემი დოკუ (რენი, ბელგია)
10. ჯოვანი რეინა (დორტმუნდი, გერმანია)
შეგახსენებთ, გასულ სეზონში პედრიმ ყველა ტურნირზე 56 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი პრაქტიკულად შეუსვენებლად ითამაშა, მონაწილეობა მიიღო ევრო 2020-სა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც. რამდენიმე დღის წინ პედრის Tuttosport-ის ვერსიით 2021 წლის Golden Boy გახდა.