ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულა, საიდანაც სამი ბოლო საშეჯიბრო დღეზე მოდის.
მეხუთე მედალი ლაშა გობაძის ანგარიშზეა. 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სერბეთის სახელით მოასპარეზე, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს დაუპირისპირდა. გობაძემ დათუნაშვილთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა და გობაძე რეპეჟაშში გაიყოლა. ლაშა რეპეშაჟის პირველ წრეში რუს მილად ალირზაევს შეხვდა და 5:3 იმარჯვა, შედეგად, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც ტურპან ბისულტანოვს 5:2 მოუგო და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.
მანამდე, დღესვე, 67 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ზოიძეს, თუმცა, ბრინჯაო მოიპოვა. მან იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი 11:2 და სერბი სებასტიან ნადი 8:1 დაამარცხა, ნახევარფინალში მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეი იყო, რომელთანაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რამაზი აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაეჭიდა და უპრობლემოდ, წუთანხევარში 8:0 მოუგო. შედეგად, საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.
ასევე დღეს, ვერცხლის მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე. 63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდა, რომელსაც იოლად, 7:1 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლა. მისი მეტოქე ირანელი მეისამ კარამალი დალხანი იყო, რომელთანაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა აბულაძე 4:3-ს იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლდათ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა. ლერი აბულაძემ (63 კგ) ვერცხლის მედალი, ხოლო ლაშა გობაძემ (87 კგ), რამაზ ზოიძემ (67 კგ), ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამოჩნდა ეს ყ....ე იანტბელიძე არჩევნებზე ეს თედეევის და რუსების ბ...ი,ჩვენი ბიწების წარმატება გააშუქეო,რომელი წარმატება შე კ...ხო,
მიულოცეთ გეგეშიძეს ოქროს მედალი, ისტორიაში ჩაინერა მაგის სახელი. ფე
ისე საინტერესოა მაშინ გეგეშიძე სასჯელად რა განუსაზღვრეს
5000 ლარი მხოლოდ
ეს მგონი აღკვეთის ღონისძიების სახედ იქნა გამოყენებული და საბოლოო სასჯელი? ალბათ ჯარიმა გამოუცხადეს და გირაოს ფული გადაიტანეს ჯარიმაში
5000 ლარად გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სავარაუდოდ ჯარიმაში გადაიტანეს მერე, ზუსტად არ ვიცი
ბოლო 10 წელი ერთადერთი რაშიც შედეგი გვაქვს არი ძიუდო სხვ ყველა სახეობაში არი რეგრესი თან ძაან დიდი. ძიუდოში ალბათ იმიტომ რომ ქევხიშვილს ქონდა გეგმა 4 წლიანი და ამ გეგმას მიყვნენ სხვა სახეობებში ვერ ვიხსენებ რომ ფედერაციის პრეზიდენტი გეგმით რითაც მოვიდა იმას რომ გაყოლოდა. ერთი ფაქტია ნებისმიერი წარმატება მოდის ბავშვებთან სწორი მუშაობის შედეგედა. ძიუდოში ახალგაზრდულში 7 წონიდან 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო
ზურამ შიგ გეგეშიძეში ატაკა ჯერ ევროპის ჩემპიონობა, ოლიმპიადის ბრინჯაო და ეხლა შიგ ოჯახში კაბიანებს მსოფლიოს ოქრო
ვახ ეს რა იყო!!!! ბურთივით არ გაისროლა ის ბელარუსი, ძალიან ჭკვიანი მოჭიდავეა.
აბა რა გდება და ავდამდე მოგება 2 წუთიც არ დასჭირდა. ხოდა ყველა იმათ დედებს ვთხარე ვინც ეს ბიჭი გააქცია დ აკიდე იმათი ვინც გეგეშიძეს და მაგ ნაბ...ებს ამართლებს
რაც ამ ბიჭმა გადაიტანა, კარიერის დამთავრებას აპირებდა და ამის მერე ევროპა, მსოფლიო მოიგო, ოლიმპიადაზე ბრინჯაო!!! საღოლ რა
კაცი ნაკრების კაპიტანი იყო ხალხის თვალწინ თავი გაუხეთქეს და სამართალი ვერ პოვა რაც არუნდა პროვაკატორი ყოფილიყო ეს იყო სისხლის დანაშაული და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენს დაიჭერდნენ და აქ რომელ დაჭერაზეა თანამდებობაც შეუნარჩუნეს. გენომ და ლადომ გეგეშიძეს ულოკეს ერთი ადგილი ამიტომაც დამთავრდა მათი სპორტული კარიერა ერთი მერი გახდა მეორე ამერიკელის და ირანელის ბულკი. მას მერე ვეღარ ვიტან ვერც გენოს დ ავერც ლადოს არაკაცური საქციელის გამო