ფეხბურთი

16:26 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტში" შიშობენ: გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი ალბათ, დასრულდა

გიორგი ჩაკვეტაძისთვის შესაძლოა, სეზონი, რომელიც ახლახან დაიწყო, დასრულდა... როგორც Walfoot-ი Nieuwsblad-ზე დარყდნობით წერს, „გენტის“ სამედიცინო შტაბში შიშობენ, რომ გიორგის აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მოედანზე მიმდინარე სეზონში ვეღარ გავა.

თუ ეს ცნობა დადასტურდა, 21 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმის გამო პრაქტიკულად წელიწადნახევარი გაუცდა და ფეხბურთს ნორმალურად ახლახან უბრუნდებოდა.

გიორგიმ ტრავმა ვენის „რაპიდთან“ მატჩში მიიღო, როდესაც ბრწყინვალე დრიბლინგით პენალტი მოიპოვა, მაგრამ მომენტი მისთვის ძალიან ცუდად დასრულდა. სრული სურათი სამედიცინო გამოკვლევის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

დასანანია, ჩაკვეტაძე ნელ-ნელა ცდილობდა ფორმაში შესვლას და ამის ნიშნებიც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, უიღბლობას თავი ვერ დააღწია...

0.159934