ფეხბურთი

0:14 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა და ტრავმა მიიღო, "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია (+VIDEO)

ბელგიური „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა და ტრავმა მიიღო. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიელებმა ვენის „რაპიდს“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.

პირველ ტაიმში ანგარიში თავური დარტყმით ნიკას დორშმა გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე საბოლოო ანგარიში რომან იარემჩუკმა პენალტით დააფიქსირა. უკრაინელმა ჩაკვეტაძის გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გაიტანა. გიორგი ძირითადში იყო და 57-ე წუთზე მოედნის საკუთარი ნახევრიდან სოლო რეიდი წამოიწყო, საჯარიმოში კი მცველმა ფეხი გამოსდო. გიორგიმ წონასწორობა დაკარგა და მეკარეს ცუდად შეეჯახა, შედეგად ფეხი დაიზიანა. მან თამაში ვეღარ გააგრძელა და შეცვალეს. ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია...

გენტი“ პლეი-ოფში, რომელიც უკვე ორმატჩიანი იქნება, კიევის „დინამოს“ შეხვდება. პირველი მატჩი 23 სექტემბერს, ბელგიაში, ხოლო საპასუხო თამაში 29 სექტემბერს უკრაინაში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა ნიკა ნინუას პაოკ-იც, რომელმაც სალონიკში ლისაბონის „ბენფიკა“ 2:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. პაოკ-ის მეტოქე პლეი-ოფში „კრასნოდარია“, რომელსაც 22 სექტემბერს, რუსეთში დაუპირისპირდება, ხოლო 30 სექტემბერს, სალონიკში უმასპინძლებს.

0.114499