ფეხბურთი

2:35 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმა მიიღო. „გენტის“ ქართველმა შემტევმა ვენის „რაპიდთან“ პენალტი მოიპოვა გადასარევი სოლო რეიდის შედეგად, მაგრამ ამავე ეპიზოდში დაშავდა.

როგორც ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინ დე დეკერმა აღნიშნა, მუხლის ტრავმის ეშინოდათ, მაგრამ სავარაუდოდ მათი ვარაუდი არ გამართლდება და სამედიცინო შემოწმებას დაელოდებიან.

„ვფიქრობ, რომ წვივის კუნთის პრობლემა აქვს. თავიდან გვეგონა, რომ სერიოზული იყო, მაგრამ თამაშის შემდეგ მომეჩვენა, რომ ყველაფერი რიგზე გახლდათ. გვეშინოდა მუხლის ტრავმის, მაგრამ ასე არაა და საბოლოო ჯამში ყველაფერს მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გავიგებთ“, - თქვა დე დეკერმა.

შეგახსენებთ, „გენტმა“ ვენის „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ნაბიჯი დარჩა - პლეი-ოფის გადალახვა, სადაც კიევის „დინამოს“ ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება (23 და 29 სექტემბერს).

0.118899