ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსულმა მედიამ დღეს მოსკოვის „ლოკოტივსა“ და „კრასნოდარს“ დაუკავშირა. ამასთან დაკავშირებით, „ლოკომოტივის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა 19 წლის ჩვენებურის სადღეისო ღირებულება დაასახელა.
„ხვიჩა კვარაცხელია და მისი ფასი - ჩემი აზრით, თუ ხვიჩას ყიდულობ ან ყიდი, ამ ფანჯარაში მისი ფასი დაახლოებით 10-12 მილიონი ევროს ფარგლებში უნდა იყოს“, - წერს გერკუსი.
- კვარაცხელია "ლოკომოტივში" დაბრუნდება? "15 მილიონი? არა, 100 მილიონიც კი შევთავაზეთ"
- რუსული მედია: "კრასნოდარმა" "რუბინს" ხვიჩას ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველი ყაზანური გუნდის აშკარა ლიდერია და გასული სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.