ფეხბურთი

20:55 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "კრასნოდარმა" "რუბინს" ხვიჩას ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა

ბოლო რამდენიმე საათში რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელა. მოსკოვის „ლოკოკომოტივის“ წინადადებისა და ორივე მხრიდან ცნობის უარყოფის შესახებ უკვე დავწერეთ, ახლა „კრასნოდარის“ დაინტერესებაზე...

როგორც ცნობილი ხდება, „კრასნოდარმა“ „რუბინს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა და მზადაა კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ „კრასნოდარის“ ინტერესის შესახებ რამდენიმე თვის წინაც იწერებოდა.

რაც შეეხება „ლოკომოტივს“, ისინი ხვიჩა ალექსეი მირანჩუკის შეცვლელად განიხილავენ. თუმცა, ჩვენებურს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს (2024 წლამდე) და როგორც რუსული პრესა წერს, ჩვენებურს ლეონიდ სლუცკისთან მუშაობა ძალიან მოსწონს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველი ყაზანური გუნდის აშკარა ლიდერია და გასული სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა. 19 წლის შემტევი მოსკოვის "ლოკომოტივში" 6 თვე თამაშობდა და 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.12817