ფეხბურთი

10:29 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლორია მოგერიებულ პენალტზე: "ვიცოდი ანგულო სად დაარტყამდა"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ გიორგი ლორიამ „პაფოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო, მაგრამ ლორიამაც დიდი წვლილი შეიტანა 3 ქულის მოპოვება - პენალტი მოიგერია:

„ვიცოდი სად დაარტყამდა ანგულო, ის ჩვენი მეკარეების მწვრთნელთან ერთად შევისწავლეთ და უფრო ადვილი იყო პენალტის მოგერიება. მეტოქე ძლიერი იყო, ველოდით რთულ თამაშს. საბოლოოდ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და გავიმარჯვეთ. ახლა ჩემპიონატში პაუზაა და დავისვენებთ“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ 6 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში უდანაკარგოდ ასპარეზობს, მომდევნო მატჩს კი 12 სექტემბერს, „ომონიასთან“ გამართავს. რაც შეეხება ლორიას, საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და ესტონეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებები ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131657