ფეხბურთი

1:40 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "პრობლემა არაა, შეგიძლიათ თქვათ, რომ იდიოტმა ისევ ილაპარაკა"

ფამაგუსტას „ანორთოსის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „პაფოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა სტადიონის უხარისხო მდგომარეობაში ყოფნას გაუსვა ხაზი და მას სავალალო უწოდა.

ისიც ვთქვათ, რომ „ანორთოსისმა“ „პაფოსი“ თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტი გაიტანა, 53-ე წუთზე კი გიორგი ლორიამ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

„ვულოცავ კვიპროსულ გუნდებს (აპოლონი, ომონია, აპოელი) ევროტურნირებზე გამარჯვებას. მათ დიდი სახარული და ქულები მიანიჭეს კვიპროსულ ფეხბურთს, რომელიც ჩემი აქ ჩამოსვლის მომენტში ძალიან დაბალ დონეზე იყო და ახლა მივედით იქამდე, სადაც ვართ. თუმცა, ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ კვიპროსულმა ფეხბურთმა ყველაფერს მარტივად მიაღწია და ამ დონემდე ოფლის გარეშე მივიდა. სამწუხაროდ ჩვენ საშინელ სტადიონებზე ვთამაშობთ... ახლა, აქ კარგია კონდიციონერია, მაგრამ 45 გრადუს სიცხეში არა. არ შეიძლება 18:30 საათზე თამაში. როგორც ადრე ვთქვი, როდესაც კვიპროსში ფეხბურთი სამოყვარულო დონეზე იყო, საზღვარგარეთ მხოლოდ დასასვენებლად დავდიოდით. ახლა გაუბედურებულ სტადიონებზე ვთამაშობთ, ეს არ არის სტადიონები, სადაც 21-ე საუკუნეში ფეხბურთს თამაშობენ. მოგწონთ თუ არა, ამას ვიტყვი და შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იდიოტი ისევ ლაპარაკობს, პრობლემა არაა, მაგრამ პატივისცემა საჭიროა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ, იმსახურებს კვიპროსული ფეხბურთი, თუმცა არა მის ირგვლივ მყოფი ადამიანები.

ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვუთამაშეთ. გვქონდა სირთულეები, კარგად დავიწყეთ, შეგვეძლო დაწინაურება. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, ამ სავალალო პირობებში მოვიგეთ, ვიბრძოდით და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. ახლა დავისვენებთ, წარმატებებს ვუსურვებ ფეხბურთელებს, რომლებიც სანაკრებო შეკრებაზე მიდიან და შემდეგ გვექნება ორი რთული თამაში „ომონიასთან“ და „აპოლონთან“. როგორც უკვე ვთქვი, „პაფოსი“ კარგი გუნდია, არმგონია, რომ აქ ვინმე ადვილად გაიმარჯვებს“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ 2 ტურში 6 ქულა აქვს და კვიპროსის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას თემურ ქეცბაიას გუნდი 12 სექტემბერს, ნიქოზიის „ომონიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105381