ფეხბურთი

3:03 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ფანების პროტესტი, ბართომეუ შესაძლოა გადადგეს (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონაში“ დაძაბულობა პიკს აღწევს. ლიონელ მესის გარშემო განვითარებული მოვლენებით აღშფოთებული ფანების ნაწილი „კამპ ნოუს“ სტადიონთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს გადადგომას ითხოვენ.

ესპანური მედიის ცნობით, ბართომეუ მართლაც ფიქრობს, რომ დაკავებული პოსტი ვადაზე ადრე, იძულებით დატოვოს. ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრმა თანამდებობა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა. როგორც ირკვევა, არგენტინელმა ეს გადაწყვეტილება რონალდ კუმანთან საუბრის შემდეგ მიიღო.

0.111719