ფეხბურთი

2:28 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ "ბარსელონადან" წასვლა კუმანის სიტყვების გამო გადაწყვიტა

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ დატოვების გადაწყვეტილება ახალ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან დიალოგის შემდეგ მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინულმა გამოცემა Ole-მ გაავრცელა.

როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, მესის სიტუაციაში გარკვევა სურდა და კუმანს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა მისგან მოისმინა სიტყვები, რის შედეგადაც გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

„შემადგენლობაში პრივილეგიები ყველასთვის დასრულებულია. გუნდისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ და იფიქროთ გუნდზე!“, - უთქვამს კუმანს მესიზე და არგენტინელი კაპიტანიც გაბრაზებულა.

შეგახსენებთ, მესიმ „ბარსელონას“ ფაქსი გაუგზავნა და კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა. ამას კატალონიაში გულშემატკივართა მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. მესის უკვე დაემშვიდობა კატალონიის პრეზიდენტი და მხარი დაუჭირა კარლეს პუიოლმა.

0.112143