ფეხბურთი

22:39 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა

ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ ზუსტად 20-წლიანი ისტორია, როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. არგენტინული Onda Cero-ს ინფორმაციით, სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა „კამპ ნოუდან“ აბარგება.

მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ფაქსი გაუგზავნა, რომლის მიხედვით კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რომლის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი.

ლიონელს სურს, რომ კონტაქტისგან გათავისუფლდეს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ გუნდში უპრობლემოდ გადავიდეს. ამასთან, მესი გუნდთან ერთად არც პრესეზონის გავლას და არც ვარჯიშების დაწყებას აპირებს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის „ბარსელონადან“ წასვლას ბოლო დროს აქტიურად ვარაუდობენ და ყველაზე ხშირად პსჟ-ს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერს“ უკავშირებენ. ლიონელ მესი „ბარსას“ აკადემიაში 2000 წელს მოხვდა, ხოლო მთავარ გუნდში 2004 წლიდან დღემდე 731 მატჩში 634 გოლი გაიტანა.

0.112381