ფეხბურთი

4:10 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: 16-დან 14 (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგას უკვე 14 მერვედფინალისტი ჰყავს და ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს უკანასკნელი ორი ადგილიც შეივსება. იქამდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლეი-ოფს „ლივერპული“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“, „ვალენსია“ და „ჩელსი“ შეუერთდნენ.

E ჯგუფი

E ჯგუფში საინტერესო ვითარება იყო და შეიძლებოდა მოქმედი ტრიუმფატორი „ლივერპული“ მერვედფინალს მიღმა დარჩენილიყო. ამისთვის „ზალცბურგს“ უნდა დაემარცხებინა იურგენ კლოპის დიდებულ ფორმაში მყოფი გუნდი, რაც ცხადია ურთულესი ამოცანა გახლდათ.

ავსტრიელებმა პირველ ტაიმში არც არაფერი დაუთმეს სტუმრებს, მაგრამ ნაანტრაქტევს ერთწუთიან ინტერვალში ორი გოლი მიიღეს და ფარ-ხმალიც დაყარეს. კლასმა თავისი გაიტანა, „ლივერპულმა“ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა და მერვედფინალში პირველი ადგილის სტატუსით გავიდა.

მეორე „ნაპოლია“, რომელმაც შინ ბელგიურ „გენკთან“ ივარჯიშა და 4:0 გაანდგურა. პირველად ისტორიაში „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა, მაგრამ ეს მაინც არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ კარლო ანჩელოტის სამსახური შეენარჩუნებინა. მატჩი დასრულდა თუ არა, იტალიური გუნდიდან ლეგენდარული სპეციალისტი დაითხოვეს... მატჩს რაც შეეხება, არკადიუშ მილიკმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეს საწყის 45 წუთში მოასწრო. პოლონელი მესამე ფეხბურთელი გახდა, მარკო სიმონესა და სიმონე ინძაგის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი პირველი ტაიმში შეასრულა იტალიური გუნდის მაისურით.

„ზალცბურგი“ კი, რომელმაც ბოლო ტურამდე იბრძოლა და არაფერი დათმო, ევროპა ლიგაზე გადაერთვება და თებერვლიდან რანგით მეორე ევროტურნირზე მოსინჯავს ძალებს.

„ნაპოლი“ – „გენკი“ 4:0 (3:0) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 22 265

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; დი ლორენცო, კულიბალი, მანოლასი, მარიო რუი; კალეხონი (ლორენტე 79), ალანი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი (გაეტანო 72); მერტენსი, მილიკი (ლოზანო 78)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„გენკი“ (4-3-3): ვანდევოორდტი; მაეჰლი, დევასტი, ლუკუმი, დე ნორი (ბორგესი 82); ჰროსოვსკი, ბერგი, იტო (ჰაჯი 72); პანსტილი, ონუაჩუ, სამატა (ბონგონდა 63)

მწვრთნელი: ჰანეს ვოლფი

გოლები: 1:0 მილიკი (3), 2:0 მილიკი (26), 3:0 მილიკი (38, პენ), 4:0 მერტენსი (75, პენ)

გაფრთხილება: მარიო რუი (80), კულიბალი (87) - ვანდევოორდტი (37), დე ნორი (74), პანსტილი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 10 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჯიუნეთ ჯაქირი (თურქეთი)

„ზალცბურგი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:0) VIDEO

ზალცბურგი, „რედ ბულ არენა“

მაყურებელი: 29 520

„ზალცბურგი“ (4-1-3-2): სტანკოვიჩი; კრისტენსენი, ონგუენი, ვიობერი, ულმერი; იუნუზოვიჩი (დაკა 68); მვეპუ, მინამინო, შაბოშლაი (აშიმერუ 89); ჰვანგი, ჰოლანდი (ოკუგავა 75)

მწვრთნელი: იეს მარში

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი; ლოვრენი (გომესი 53), ვან დეიკი, რობერტსონი; კეიტა (ორიჯი 87), ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო (მილნერი 75), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 კეიტა (57), 0:2 სალაჰი (58)

გაფრთხილება: მანე (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 18 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

F ჯგუფი

კატალონიის „ბარსელონასთვის“ ბოლო ტური ფორმალობა იყო და ამიტომ „ინტერს“ განახევრებული, შეიძლება ითქვას სარეზერვო შემადგენლობით დაუპირისპირდა. ლიონელ მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი განაცხადშიც არ იყვნენ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თადარიგში დარჩა, ხოლო ლუის სუარესი და ფრენკი დე იონგი შეცვლაზე შევიდნენ. საპირისპირო ვითარება იყო „ინტერის“ ბანაკში, რომელსაც მერვედფინალში სათამაშოდ მოგება სჭირდებოდა და ერნესტო ვალვერდემაც თითქოს იდეალური საჩუქარი გაუკეთა, მაგრამ...

მაგრამ ანტონიო კონტემ ევროტურნირებზე მორიგი ფიასკო განიცადა. რამდენადაც კარგია იტალიელი ჩემპიონატებში, იმდენად ცუდია ევროსარბიელზე. ფაქტია, „ინტერმა“ უმოტივაციო, სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე „ბარსელონასთან“ შინ წააგო. გამარჯვების გოლი ანსუ ფატიმ გაიტანა 87-ე წუთზე (თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო) და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. „ბარსელონამ“ პირველი ადგილი 14 ქულით დაიკავა. „ინტერს“ კი თავის დამშვიდება ევროპა ლიგით მოუწევს, რომელსაც ახლავე შეგვიძლია ვთქვათ (კონტეს და იტალიური გუნდების გამოცდილება ამას გვკარნახობს), რომ ამ ტურნირს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

საბოლოოდ, მეორე ადგილი „დორტმუნდს“ დარჩა, რომელმაც თავისი გასაკეთებელი გააკეთა და „ბარსელონაც“ დაეხმარა. გერმანულ გუნდს პრაღის „სლავიასთან“ კი გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ 2:1 იმარჯვა და მთავარი ესაა. ლუსიენ ფაავრის გუნდი პლეი-ოფის წევრი მეორე საფეხურით გახდა. არ დავივიწყოთ ჩეხეთის ჩემპიონიც, რომელმაც ბოლო ადგილი კი დაიკავა, მაგრამ სიკვდილის ჯგუფში ყველა თამაში ღირსეულად ჩაატარა და ადვილი ლუკმა არავისთვის ყოფილა!

„დორტმუნდი“ – „სლავია“ 2:1 (1:1) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი:

„დორტმუნდი“ (3-4-2-1): ბიურკი; აკანჯი, ჰუმელსი, ზაგადუ; ჰაკიმი (ბალერდი 83), ბრანდტი, ვაიგლი, გერეირო; აზარი (პიშჩეკი 82), სანჩო (დაუდი 87); როისი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„სლავია“ (4-2-3-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ტაკაში (ჰუშბაუერი 83), ბორილი; სუჩეკი, სევჩიკი; მასოპუსტი (ტრაორე 72), სტანჩუ, ოლაინკა; შკოდა (ჰელალი 65)

მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი

გოლები: 1:0 სანჩო (10), 1:1 სუჩეკი (43), 2:1 ბრანდტი (61)

გაფრთხილება: ბრანდტი (38), ზაგადუ (49), ვაიგლი (66, 77) - ბორილი (42), კუფალი (82)

გაძევება: ვაიგლი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12(8) – 14 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

„ინტერი“ – „ბარსელონა“ 1:2 (1:1) VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი:

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; დ’ამბროზიო (პოლიტანო 75), ვესინო, ბროჟოვიჩი, ბორხა ვალერო (ესპოზიტო 77), ბირაგი (ლაზარო 69); ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„ბარსელონა“ (3-5-2): ნეტო; ტოდიბო, უმტიტი, ლენგლე; ვაგე, ვიდალი, რაკიტიჩი (დე იონგი 63), ალენა, ჟუნიორ ფირპო; პერესი (ანსუ ფატი 85), გრიზმანი (სუარესი 63)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 პერესი (23), 1:1 ლუკაკუ (44), 1:2 ანსუ ფატი (87)

გაფრთხილება: ბორხა ვალერო (45), დე ვრეი (89), გოდინი (90) - ლენგლე (35), ჟუნიორ ფირპო (49)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 11 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი

G ჯგუფი

ძალზე საინტერედო წარიმართა ბოლო ტური ალბათ ყველაზე სუსტ ჯგუფში. „ლაიფციგს“ მერვედფინალში თამაში უკვე დაბევებული ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად მოტივირებულ „ლიონს“ პირველივე ტაიმში ემილ ფორსბერგისა და ტიმო ვერნერის ორი პენალტით დამაჯერებლად უგებდა. თუმცაღა, შესვენების შემდეგ გაიგეს რა ფრანგებმა პარალელურად მიმდინარე მატჩში მოვლენები, გერმანელების ეკვეთნენ და ქულა გადაარჩინეს, რამაც „ლიონი“ მერვედფინალში გაიყვანა. რუდი გარსიას გუნდმა მადლობა ლისაბონის „ბენფიკას“ უნდა გადაუხადოს.

„ბენფიკას“, რომელმაც „ლიონის“ კონკურენტი „ზენიტი“ „და ლუჟზე“ მიიღო და კუდით ქვა ასროლინა - 3:0! შედეგად, რუსები არათუ ჯგუფში ჩარჩნენ (არადა, ფრეზე მერვედფინალში ითამაშებდნენ), არამედ საერთოდაც ბოლო ადგილი დაიკავეს, რადგან „ბენფიკამაც“ 7 ქულით დაასრულა ასპარეზობა და ვინაიდან ურთიერშეხვედრებში დაჯაბნა, ევროპა ლიგის საგზურიც მას დარჩა. „ლაიფციგი“ კი თავის მხრივ, პირველი ადგილით მოკალათდა პლეი-ოფის საწყის სტადიაზე.

„ბენფიკა“ – „ზენიტი“ 3:0 (0:0) VIDEO

ლისაბონი, „და ლუჟი“

მაყურებელი:

„ბენფიკა“ (4-4-2): ვლაჩოდიმოსი; ტავარეში, დიაში, ფერეირა, გრიმალდო; პიცი, ტაარაბტი, გაბრიელი (სამარისი 81), სერვი (სეფეროვიჩი 81); ჩიკინიო, ვინისიუსი (კაიო 89)

მწვრთნელი: ბრუნო ლაგე

„ზენიტი“ (3-5-2): კერჟაკოვი; ოსორიო, ივანოვიჩი, სანტოსი; კარავაევი, იეროხინი (სუტომინი 65), ბარიოსი, ოზდოევი (სმოლნიკოვი 60), შატოვი (მაკი 89); აზმუნი, ძიუბა

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

გოლები: 1:0 სერვი (47), 2:0 პიცი (58, პენ), 3:0 აზმუნი (79, ა.გ)

გაფრთხილება: გაბრიელი (19) - სანტოსი (17, 56), ოზდოევი (43), იეროხინი (55)

გაძევება: აზმუნი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 4 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ანტონიო მატეი (ესპანეთი)

„ლიონი“ – „ლაიფციგი“ 2:2 (0:2) VIDEO

ლიონი, „გროუპამა სთედიუმი“

მაყურებელი:

„ლიონი“ (4-2-3-1): ლოპეში; ტეტე, ანდერსენი, დენაიერი, რაფაელი (მარსალი 73); მენდესი, ტუსარი (რეინ-ადელაიდი 64); ტერიე (მარსელო 87), დეპაი, ოუარი; დემბელე

მწვრთნელი: რუდი გარსია

„ლაიფციგი“ (4-4-2): გულაში; მუკიელე, კლოსტერმანი, უპემეკანო (ამპადუ 55), სარაჩი; ნკუნკუ (ლაიმერი 75), ჰაიდარა, დემე, ფორსბერგი; პოულსენი, ვერნერი (კუნია 55)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 ფორსბერგი (9, პენ), 0:2 ვერნერი (33, პენ), 1:2 ოუარი (50), 2:2 დეპაი (82)

გაფრთხილება: მენდესი (33) - უპემეკანო (2), მუკიელე (52), სარაჩი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

H ჯგუფი

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც შარშანდელი სეზონის აღმოჩენა და სილაღე, ამსტერდამის „აიაქსი“ ლიდერობდა ბოლო ტურის წინ, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგა მის გარეშე გაგრძელდება. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს მიზნის მისაღწევად შინ „ვალენსიასთან“ ქულაც აძლევდა ხელს (ან „ჩელსის“ არ უნდა მოეგო). მაგრამ, „ჩელსიმაც“ მოიგო და თავადაც დამარცხდა. ჰოლანდიელებმა მეტად უღიმღამო თამაში აჩვენეს და როდრიგოს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი ვერაფრით გაქვითეს. შედეგად, „ვალენსიამ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ „ღამურებისთვის“ ეს პირველად მოხდა. არადა, ალბერტ სელადესის გუნდს ამსტერდამში რომ ვერ მოეგო, ჯგუფში რჩებოდა და ახლა ერთი გამარჯვებით ლიდერის პოზიცია ერგო.

ლონდონის „ჩელსიმ“ კი „ლილი“ 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილი დაიკავა. ისე, ინგლისელებმაც ინერვიულეს, რადგან ფრანგები რომ ვერ დაემარცხებინათ, თავად მოუწევდათ ჩემპიონთა ლიგასთან დამშვიდობება. თუმცა, ასე არ მოხდა და 2011 წლის შემდეგ ფრენკ ლამპარდი პირველი ინგლისელი მწვრთნელი იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვიხილავთ. ბოლო ჰარი რედნაპი იყო, რომელიც იმხანად ლონდონის „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა.

ხვალ კი ბოლო ორი მერვედფინალისტი გაირკვევა. ინტრიგა ორ ჯგუფშია: C ჯგუფში სანუკვარი ადგილისთვის „შახტარი“, ზაგრების „დინამო“ და „ატალანტა“ იბრძვიან, ხოლო D ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკო“ და ლევერკუზენის „ბაიერი“.

„აიაქსი“ – „ვალენსია“ 0:1 (0:1) VIDEO

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 53 590

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, ველტმანი, ბლინდი, ტალაიფიკო (დე იონგი 89); ალვარესი (დესტი 46), ვან დე ბეეკი, მარტინესი; ზიეჩი, ტადიჩი, ლანგი (ჰუნტელაარი 70)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ვალენსია“ (4-4-2): ხაუმე; ვასი, გაბრიელ პაულისტა, დიახაბი, გაია; ტორესი (მანგალა 90), პარეხო, კოკელნი, სოლერი; როდრიგო, გამეირო (ვალეხო 54)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლი: 0:1 როდრიგო (24)

გაფრთხილება: ალვარესი (10), ტალიაფიკო (79), ონანა (81), ვან დე ბეეკი (83), ტადიჩი (90) - ხაუმე (79), პარეხო (81), ვალეხო (86)

გაძევება: გაბრიელ პაულისტა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11(2) – 7 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

„ჩელსი“ – „ლილი“ 2:1 (2:0) VIDEO

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

მაყურებელი:

„ჩელსი“ (4-3-3): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, რუდიგერი, ზუმა, ემერსონი; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (მოუნთი 82); ვილიანი, აბრაჰამი (ბატშუაი 72), პულიშიჩი (ჰადსონ-ოდოი 62)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

„ლილი“ (4-2-3-1): მაინანი (ლეო 72); ჩელიკი, ჯალო, გაბრიელი, პიედი; ქსეკა, სუმარე; არაუხო (სანჩესი 82), იაზიჯი, მაია (ბამბა 66); რემი

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

გოლები: 1:0 აბრაჰამი (19), 2:0 ასპილიკუეტა (35), 2:1 რემი (78)

გაფრთხილება: ზუმა (45) - ჩელიკი (40), ქსეკა (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 6 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

0.12045