იტალიურმა „ნაპოლიმ“ კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. როგორც ნეაპოლელთა ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილ სპეციალისტთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ხელშეკრულება განულებულია.
აურელიო დე ლაურენტისმა ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე, „გენკთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლა.
რადიკალური ნაბიჯის მიზეზი კი სერია A-ში წარუმატებელი შედეგებია, სადაც „აძურის“ ზედიზედ 7 მატჩი არ მოუგია და 21 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. აი, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი პირიქით იყო - 12 ქულა (3 მოგება, 3 ფრე) და მერვედფინალის საგზური.
კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. როგორც იტალიური მედია წერს, გადაწყვეტილია, რომ მისი მემკვიდრე ჯენარო გატუზო იქნება.