ფეხბურთი

2:35 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი ანსუ ფატი: "ბარსელონას" თინეიჯერი შემტევი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია. მილანის „ინტერთან“ მატჩში ფატი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ანსუ „სან სიროს“ მინდორზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და ორი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი გუნდისთვის გამარჯვება მოეტანა. ანსუმ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და სამირ ჰანდანოვიჩს შანსი არ დაუტოვა.

ამრიგად, ფატიმ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 17 წლისა და 40 დღის ასაკში გაიტანა. „ბარსას“ თინეიჯერმა თავდამსხმელმა პეტერ ოფორი-კუაიეს რეკორდი დაამხო, რომელმაც 1997 წელს პირეოსის „ოლიმპიაკოსისა“ და ტრონჰეიმის „როსენბორგის“ შეხვედრაში 17 წლისა და 194 დღის ასაკში გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლების ავტორების ათეული:

17 წლის და 49 დღის: ანსუ ფატი („ინტერი“ – „ბარსელონა“ 1:2) – 2019 წელი

17 წლის და 195 დღის: პეტერ ოფორი-კუაიე („როსენბორგი“ – „ოლიმპიაკოსი“ 5:1) – 1997 წელი

17 წლის და 216 დღის: მატეო კოვაჩიჩი („დინამო ზაგრები“ – „ლიონი“ 1:7) – 2011 წელი

17 წლის და 218 დღის: ჩესკ ფაბრეგასი („არსენალი“ – „როსნებორგი“ 5:1) – 2004 წელი

17 წლის და 2018 დღის: ბოიან კრკიჩი („შალკე“ – „ბარსელონა“ 0:1) – 2008 წელი

17 წლის და 241 დღის: მარტინ კლაინი („პანათინაიკოსი“ – „სპარტა“ 2:1) – 2002 წელი

17 წლის და 263 დღის: ბრილ ემბოლო („ბაზელი“ – „ლუდოგორეცი“ 4:0) – 2014 წელი

17 წლის და 300 დღის: აარონ რემზი („ფენერბახჩე“ – „არსენალი“ 2:5) – 2008 წელი

17 წლის და 322 დღის: კარიმ ბენზემა („ლიონი“ – „როსნებორგი“ 2:1) – 2005 წელი

18 წლის და 44 დღის: ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ – „ოლიმპიაკოსი“ 2:1) – 2011 წელი

ცნობისთვის, ანსუ ფატი აქამდეც გამოირჩა რეკორდებით. სეზონის სტარტზე ის გახდა „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ლა ლიგაში, ხოლო შემდეგ ლა ლიგის ისტორიაში ასევე ყველაზე პატარა ასაკის ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.

0.143677