ფეხბურთი

18:45 | 1.12.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ორთვიანი პაუზის შემდეგ საბა ლობჟანიძე გოლით დაბრუნდა (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მე-18 ტურში „რანდერსის“ ქარველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ჩვენებურის გუნდმა „სონდერისკეს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე საბამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე ტრავმირებული იყო და მოედანს 6 ოქტომბრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. ამის ფონზე, გოლით დაბრუნება კიდევ უფრო კარგი და გასახარია. ქართველი შემტევი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და მცირე დროც საკმარისი გამოდგა თავის გამოსაჩენად.

ლობჟანიძემ თავად წამოიწყო საგოლე შეტევა, მარვინ ეგოსთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ზუსტად დაარტყა. ზოგადად, 24 წლის ქართველს ჩინებული სეზონი აქვს და დანიური სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა, ამასთან ორი საგოლე პასიც აქვს მითვლილი. საბა 7 გოლით „რანდერსის“ ბომბარდირია, ხოლო მთლიანად ჩემპიონატში მეექვსე-მეთორმეტე ადგილებს იყოფს. უშუალოდ „რანდერსს“ 18 ტურში 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციაზეა.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ მიმდინარე უიქ-ენდი მეტად შედეგიანია ქართველი ლეგიონერებისთვის. გუშინ გოლების გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა, ვაკო გვილიამ, ბაჩანა არაბულმა, ოთარ კიტეიშვილმა (+ საგოლე პასი) და გიორგი გველესიანმა მოახერხეს, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 01.08.2021
dinamo222 (8587)

?

21:19 | 31.07.2021
sabonis (9584)

არავინ ეკითხება ხვიჩას არც დარჩენას და არც წასვლას. შესაბამისი თანხა დაიდება იმ დღეს გაიყიდება.

12:13 | 31.07.2021
welder (1068)

შიგ "დევიატკაში" დაატაკა.

23:13 | 30.07.2021
Tsalenjikha (136)

თუ წელს დარჩა ხვიჩინიო რუბინში 12-15 გოლს გაიტანს,თან კონფერენსზეც წაუვიდა თავისი თამაში ბევრად დააინტერესებს ევროპულ გუნდებს და გრანდებს,ეხლა პირდაპირ გრანდში რთული იქნება.

00:58 | 31.07.2021
dinamo222 (8587)

მეც ასე ვფიქრობ ჯობია იანვრის ფანჯრამდე დარჩეს არაა საჭირო სიჩქარე იანვრამდე ევროთასებზე აუცილებლად მიაქცევენ ნამდვილ ყურადღენას ნორმალური გუნდები

10:24 | 31.07.2021
ckenta-kvara (12)

ნახეთ როგორ ეთამაშებიან ან ის ღორი როგორ ტარანზე წავიდა მე მაგალითად მეშინია მძიმე ტრამვა რო არ აიკიდოს ჯობია ინგლისის ესპანეთის გერმანიის ან იტალიის საშვალო გუნდში წავიდეს

15:19 | 31.07.2021
dinamo222 (8587)

კი ჯობია მაგრამ არ მიყაცთ და რა ქნას ძალით შეეტენოს ? D

21:47 | 30.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

კაი ჩასვა. რუბინი სოლიდურია წელს და თუ იტოვებენ ხვიჩას, ალბათ ჩემპიონობაზეც აქვთ პრეტენზია.
მაკაროვი ამოაგდო სლუცკიმ სასტავიდან ? შარშან საუკეთესო იყო კვარაცხელიასთან ერთად.

21:31 | 30.07.2021
dinamo222 (8587)

ტრავმა მიიღო და შეცვალეეს @

23:25 | 30.07.2021
fidofido (3392)

ერთი ამის ტრავმიანობაღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის რაა. რახდება რატოა ქართველი ცოტას გაქაჩავს გაცდება 20 წელს და იწყება ტრავმების კასკადი. იმედია ხვიჩას ქრონიკულში არ გადაეზრდება

00:56 | 31.07.2021
dinamo222 (8587)

საბედმიეროდ არაფერი ისეთი არ აღმოჩდა ერთ მომენტში გამოჩდა კიდეც ხვიჩა სიცილით რომ ელაოპარაკება თანაგუნდელებს და ექიმებს და რამე ტრავმა რომ ყოფილიყო ასეთ კარგ ხასიათზე არ იქნებოდა უბრალოდ სლუცკიმ აღარ გარისკა 5 ში ევროთასები ეწყებათ !

21:16 | 30.07.2021
fidofido (3392)

თუ ამ სატრანსფერო პერიოდში ვერ წავიდა კონფერენც ლიგაზე და პრემიერლიგაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში რაც გოლებშიც აისახება მერე მართლა სერიოზულად დაინტერსდებიან ევროპული გუნდები

0.080398