ფეხბურთი

23:57 | 30.11.2019 | ნანახია 3798 - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო წუთზე გატანილი გოლით "რუბინი" მარცხს გადაურჩა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგაში ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ლეგიონერემა ხვიჩა კვარცხელიამ გოლი გაიტანა. ყაზანური გუნდი გროზნოში, „ახმატს“ ესტუმრა და მსაჯის კომპენსირებულ დრომდე მარცხდებოდა, მაგრამ ჩვენებურის გოლით შინ ქულით დაბრუნდა.

მსაჯმა შეხვედრას 2 წუთი დაამატა და ეს დრო ამოწურული იყო, მაგრამ ხვიჩამ ბოლო შეტევა შედეგიანი დარტყმით დაასრულა. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლის გატანა შეძლო, მანამადე პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამწუხრა.

კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა მიქელთაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

„რუბინს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება, რაც საპლეი-აუტო ზონაა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:23 | 01.12.2019
welder (1068)

ხანდახან იღბალიც საჭიროა

09:14 | 01.12.2019
araza-1918 (6330)

ოქრი მაგრა დაგვჭირდება მარტში

09:11 | 01.12.2019
araza-1918 (6330)

რა სიხარული იქნება ზაფხულში გამოსვლა. ამისთანა შანსი აღარ გვექნება ჩვენ ძმებთან უკრაინასთან ბოლო ტურში თუ მოგვიწია თამაში შეთანხმებაც შეიძლება

01:41 | 01.12.2019
dinamo222 (8587)

გიჟები არიან რუბინის ნაჩალნიკები ? როცა შემოდიან ჩვენები ეგრევე ამწვავებინ გინდაც ეს გინდაც მიქელთაძე აი ეხლაც შევიდა კვარა და ეგრევე შეცვალა თამაში გამოასწორა და ის ჩემანალები მაინც სკამზე ამყოფებენ ორივეს @@

00:23 | 01.12.2019
Shevche (15054)

რა თქმა უნდა, რაღაც შემთხვევითობა უნდა ყოფილიყო, თორემ ამათ ლოგიკური გოლის გატანა სად შეუძლიათ

00:23 | 01.12.2019
Shevche (15054)

რა თქმა უნდა, რაღაც შემთხვევითობა უნდა ყოფილიყო, თორემ ამათ ლოგიკური გოლის გატანა სად შეუძლიათ

00:05 | 01.12.2019
akaki (1214)

ოქრიაშვილმაც გაიტანა დადეთ!!!

0.1249