ფეხბურთი

1:52 | 1.12.2019 | ნანახია 443 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე - ამჯერად საგოლე პასი (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი შეასრულა. ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ „პუშკაშ-აკადემიას“ ესტუმრა და88-ე წუთამდე მარცხდებოდა, მაგრამ ალექსანდრ კარნიცკის გოლით ქულა მოიპოვა.

ბელარუსი ფეხბურთელი ნამდვილად ვერ გაიტანდა, რომ არა ზივზივაძე, რომელმაც თავით შესანიშნავი პასი გაუკეთა და თანაგუნდელს გაატანინა.

25 წლის ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ბუდუ ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიციაზეა, მაგრამ ლიდერს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება.

„მეზოკოვესდს“ 14 ტურის თავზე 28 ქულა აქვს და ლიდერთა დუეტს, „ფეჰერვარსა“ და „ფერენცვაროშს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:58 | 01.12.2019
araza-1918 (6330)

რა სიხარული იქნება ზაფხულში გამოსვლა. ამისთანა შანსი აღარ გვექნება ჩვენ ძმებთან უკრაინასთან ბოლო ტურში თუ მოგვიწია თამაში შეთანხმებაც შეიძლება

0.119545