სექტემბრის სანაკრებო ბატალიები დასრულებულია. შედეგად, უეფას ერთა ლიგაზე, რომელიც ფეხს ჩვენს თვალწინ იდგამს, მეორე ტური მიილია.
B დივიზიონში 12 ნაკრები ასპარეზობს და სამ ოთხგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. შესაბამისად, რამდენიმე ნაკრების აქტივში 2 მატჩია, ხოლო დანარჩებს ჯერ 1 შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
A ჯგუფი
აქ ლიდერი გამოიკვეთა. დიდი ალბათობით, პლეი-ოფსა და მომდევო ერთა ლიგაზე უკვე A დივიზიონში ვიხილავთ უკრაინის ნაკრებს. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა ჯერ ჩეხეთში მოიგო (2:1), ხოლო შემდეგ შინ სლოვაკეთიც დაამარცხა და 6 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს ქვეჯგუფს.
მეზობლებს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს ჯერ თითო თამაშიდან ქულა არ მოუპოვებიათ და ამის შანსი 13 ოქტომბერს მიეცემათ, როდესაც ბრატისლავაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
1. | უკრაინა | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
2. | ჩეხეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
3. | სლოვაკეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 0:1 | 0 |
B ჯგუფი
B ჯგუფში უფრო მეტი თანაფარდობაა. რუსეთის ნაკრებმა თურქეთი მისსავე მოედანზე დაამარცხა და ლიდერია. თავის მხრივ, თურქებმა მარცხის შემდეგ შვედეთთან 0:2-დან დრამატულ ბრძოლაში მოიგეს და 3 ქულა მოიპოვეს. აი, შვედებს კი ჯერ ერთ თამაშში 0 ქულა აქვთ, მაგრამ ქვეჯგუფში ძალთა თანაფარდობას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს.
მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, რუსეთის ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.
1. | რუსეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 | |
2. | თურქეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 4:4 | 3 | |
3. | შვედეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 2:3 | 0 |
C ჯგუფი
ბოსნიის ნაკრები ჩინებულად თამაშობს. ედინ ჯეკომ და კომპანიამ ჯერ სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხეს, ხოლო ამას სარაევოში ავსტრიის ძლევაც მოჰყვა. შედეგად 6 ქულა და პირველი ადგილი.
უქულოდ არიან ჩრდილოეთ ირლანდია და ავსტრია, თუმცა, მათ ერთი თამაში მარაგში აქვთ. მომდევნო შეხვედრა სწორედ ამ გუნდებს შორის გაიმართება. 12 ოქტომბერს, ვენაში.
1. | ბოსნია | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
2. | ჩრდ. ირლანდია | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
3. | ავსტრია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:1 | 0 |
D ჯგუფი
დანიის ნაკრებმა რაიან გიგზის უელსს 2:0 მოუგო და ერთა ლიგა წარმატებით დაიწყო. თავის მხრივ, იქამდე რაიან გიგზის გუნდმა ირლანდიას შანსი არ დაუტოვა და 4:1 დაამარცხა.
მომდევნო ტურში 13 ოქტომბერს, დუბლინში, ირლანდიის ნაკრები დანიას დაუხვდება და სკანდინავიელები თუ არ წააგებენ, პირველი ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.
1. | დანია | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 | |
2. | უელსი | 2 | 1 | 0 | 1 | 4:3 | 3 | |
3. | ირლანდია | 1 | 0 | 0 | 1 | 1:4 | 0 |