ფეხბურთი

11:15 | 16.05.2018 | ნანახია 2637 - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ეგვიპტე და თანამედროვე ფარაონი
ეგვიპტის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 29 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. A ჯგუფის მონაწილეთაგან ურუგვაის, საუდის არაბეთისა და რუსეთის ნაკრებები უკვე წარვადგინეთ.

ახლა უკვე ეგვიპტის ნაკრების შესახებ გიამბობთ.

მონაწილეობა – 3

ეგვიპტის ნაკრებისთვის კარს მომდგარი მუნდიალი ისტორიაში მესამე იქნება. “ფარაონებს” პლანეტის პირველობაზე 1990 წლის შემდეგ არ უთამაშიათ. საინტერესოა, რომ ეგვიპტესთვის ეს იქნება პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც ითამაშებს და რომელიც იტალიაში არ გაიმართება. დიახ, წინა ორი მონაწილეობა 1934 და 1990 წლებში დაფიქსირდა და ორჯერვე ტურნირს აპენინის ნახევარკუნძულმა უმასპინძლა.

საუკეთესო შედეგი – ჯგუფური ეტაპი (1990)

ეგვიპტელებმა პირველად 1934 წელს ითამაშეს მუნდიალზე და ოდენ ერთი მატჩი ჩაატარეს. ვინაიდან მაშინ გათამაშება თავიდანვე პლეი-ოფის სისტემის იყო და ეგვიპტე უნგრეთთან 2:4 დამარცხდა, ტურნირს დაემშვიდობა.

1990 წელს დაბრუნება ისევ აპენინზე შედგა. ამჯერად ეგვიპტეს ჯგუფური ეტპაი ელოდა წინ და საკმაოდ მძიმე ჯგუფი: ჰოლანდია, ინგლისი და ირლანდია. მიუხედვაად ამისა, აფრიკელებს ერთი ქულა დააკლდათ პლეი-ოფამდე. ჰოლანდიასთან და ირლანდიასთან ფრეების შემდეგ გადამწყვეტი მატჩი ინგლისთან დათმეს და 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ. მოკლედ, როგორც ხედავთ, ეგვიპტე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერაც სადებიუტო გამარჯვების მოლოდინშია.

გზა რუსეთამდე

ეგვიპტელთა გზა მუნდიალამდე უგანდის, განისა და კონგოს ნაკრებების ძლევით გავიდა. მოჰამედ სალაჰმა და კომპანიამ საკმაოდ ადვილად დაძლიეს შესარჩევი ციკლი ჯგუფური ეტაპი და პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავეს. ექტორ რაულ კუპერის გუნდმა 6 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო. 13 ქულა დაგაროვა და მეორეადგილოსან უგანდას 4 ქულით გაასწრო. მოჰამედ სალაჰი კი, შესარჩევი ციკლი თანაბომბარდირი გახდა ბურკინა ფასოელ პრიუს ნაკულმასთან ერთად 5-5 გოლით.

მუნდიალზე გასავლელი გზა

15 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. ეგვიპტე – ურუგვაი

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 28 წლიანი პაუზის შემდეგ ეკატერინბურგში ურუგვაისთან მატჩი დაუბრუნდება. “სელესტეს” “ფარაონები” აქამდე ერთხელ შეხვედრილან. 2006 წლის 16 აგვისტოს გამართულ სპარინგში სამხრეთამერიკელებმა 2:0 გაიამრჯვეს. მეორე გოლი დიეგო გოდინის ანგარიშზეა, რომელიც ახლაც დაუპირისპირდება აფრიკულ მეტოქეს.

19 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. რუსეთი – ეგვიპტე

ეგვიპტელთა შემდეგი გაჩერება საქნტ-პეტერბურგი და მასპინძელი რუსეთის ნაკრები იქნება. ეს გუნდები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.

25 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. საუდის არაბეთი – ეგვიპტე

ჯგუფური ეტაპი კუპერის ბიჭებისთვის საუდის არაბეთთან მატჩით დასრულდება, რომელსაც რვაჯერ შეხვედრია და დიდ უპირატესობას ფლობს: 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 23:8 ბურთების ბალანსი.

1961 წლის 3 სექტემბერს, არაბეთის თამაშებზე ეგვიპტემ მეტოქე არ დაინდო და 13:0 გააცამტვერა. ეგვიპტემ მოიგო მომდევნო სამი შევხედრაც: 1974 წელს 1:0, 1965 წელს 2:1 და იმავე წელს 2:0. ეს სამივე მატჩი ამხანაგური ხასიათის იყო. 1988 წელს, არაბეთის თასზე ნავსი გატყდა და ეგვიპტემ ვერ მოიგო, ფრე – 0:0. ოთხი წლის შემდეგ კი, იმავე ტურნირზე საუდის არაბეთი ისევ დამარცხდა (2:3). აფრიკელებმა აზიელებთან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი თამაში 1999 წელს, კონფედერაციათა თასზე წააგეს, როდესაც მეტოქესთან 1:5 განადგურდნენ. ბოლო დაპირისპირება კი, 2005 წლის 14 მარტით თარიღდება და მაშინდელი სპარინგი ეგვიპტემ მოიგო 1:0.

კონტიგენტი

ეგვიპტის ნაკრები საკმაოდ ნორმალურადაა დაბალანსებული. ყოველშემთხვევაში იმ გუნდის კვალობაზე, რომელიც მუნდიალზე მესამედ თამაშობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქაა მოჰამედ სალაჰი! თუმცა, მასზე ქვემოთ გიამბობთ. იქამდე სხვებიც ვახსენოთ. გუნდის ძირითადი ბირთვი მშობლიური ჩემპიონატიდანაა დაკომპლექტებული, მაგრამ არიან ლეგიონერებიც. ძირითადად ინგლისის პრემიერლიგიდან. მოჰამედ ელ ნენი “არსენალის” წევრია, აჰმედ ელმოაჰამადი “ასტონ ვილაში” აგორებს ბურთს, რამადან ზობჰი “სტოკში”, აჰმედ ჰეგაცი “ვესტ ბრომვიჩში”...

გუნდის კაპიტანია ეგვიპტური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ესამ ალ-ჰადარი, რომელსაც ნაკრებში 156 მატჩი აქვს ჩატარებული. ეს კიდევ არაფერი, გასაოცარი მისი ასაკია – ელ-ჰადარი არც მეტი, არც ნაკლები, 45 წლის ბრძანდება! გამოვყოთ ვიცე-კაპიტანი აჰმედ ფათი, რომელსაც 124 მატჩში 3 გოლი აქვს მითვლილი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი, რა გასაკვირია, რომ მომო სალაჰი გახლავთ 57 მატჩში 33 გოლით.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ვარსკვლავი ეგვიპტის ნაკრებს რომ ჰყავს, ისეთი უნდა – მოჰამედ სალაჰი! “ლივერპულის” შემტევს უბრალოდ ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა “ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატია. სალაჰი “რომაშიც” ჩინებულად ირჯებოდა, მაგრამ “ენფილდ როუდზე” დიდი ნახტომი გააკეთა და მსოფლიო ვარსვლავების მოწინავე პოზიციებში გაერია.

მომო გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი (32 გოლით). სალაჰის “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული და ეს დიდწილად, სწორედ ეგვიპტელის დამსახურებაა. არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ 25 წლის შემტევი მუნდიალს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის და გმირის რანგში შეხვდეს.

ისე, ეგვიპტეში უკვე გმირია, რადგან შესაჩევ ციკლში მისმა ჩინებულმა თამაშმა განაპირობა “ფარაონთა” რუსეთში წასვლა. გასული წლის 8 ოქტომბერს, კონგოსთან 2:1 მოგებულ მატჩში, სალაჰმა დუბლი გაიფორმა და სწორედ იმ დღეს გაფორმდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ეგვიპტეში ის მართლაც გმირია და უკვე მზად არიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტადაც აირჩიონ. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება, მომომ მუნდიალზეც რომ თქვას ხმაურიანი სიტყვა და ეგვიპტე მინიმუმ ჯგუფიდან გაიყვანოს?!

ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წელს შედგა და იქედან მოყოლებული 57 შეხვედრაში 33 გოლის გატანა მოახერხა. სალაჰისგან მუნდიალზე ბევრი, ბევრს ელოდება და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა “ეგვიპტელთა თანამედროვე ღმერთი” მოლოდინს...

მწვრთნელი

ეგვიპტის ნაკრებს მწვრთნელიც გამოცდილი ჰყავს. ისეთი წლების განმავლობაში მაღალ დონეზე რომ მუშაობდა. საერთოდ, ექტორ რაულ კუპერს ჩვენში კარგად იცნობენ. 2008-2009 წლებში ის საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ სამწუხაროდ, 2010 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლი მოუგებლად დაასრულა (3 ფრე, 7 წაგება) და ასე უსახელოდ მოუწია ჩვენი ქვეყნის დატოვება. სამაგიეროდ, დიდი სახელი უკვე დატოვა ეგვიპტეში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

იქამდე კი, წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა. “ვალენსიაში” ორი წელი იმუშავა (1999-2001) და ორჯერვე “ღამურები” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. შემდეგ იყო მილანის “ინტერი”, საიდანაც 2003 წელს დაითხოვეს. სხვადასხვა დროს “პარმას”, მალიორკას”, “ბეტისს”, არისს”, “რასინგს” წვრთნიდა. 1996 წელს “ლანუსთან” ერთად კოპა კონმებოლი მოიგო, 1998 წელს “მალიორკას” ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო ერთი წლის თავზე თასების თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ კუპერის გუნდს იქ “ლაციოსთან” მარცხი ელოდა. იმავე წელს “ვალენსიაში” გადაინაცვლა, სადაც მოღვაწეობა ტიტულით დაიწყო და ესპანეთის სუპერთასს მეორედ დაეფულა.

ფეხბურთელობის პერიოდში კი კუპერი სამშობლოში თამაშობდა. დიდად გამორჩეული კარიერა არ ჰქონია, მაგრამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 1984 წელს 3 მატჩის ჩატარება მაინც მოახერხა.

ეგვიპტე – ტიტულები

აფრიკის თასი (7): 1957, 1959, 1986, 1998, 2006, 2008, 2010

არაბეთის ეროვნებათა თასი (1): 1992

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:51 | 17.05.2018
kobaSP (4425)

შავ კონტინენტზე ნორმალური ნაკრებია ასე თუ ისე... ყავთ ფეხბურთელები "არსენალი"-დან. ვარსკვლავი "ლივერპულიდან". ყავთ ტრეზეგე- "ქაზიმფაშა"-ს ნახევარმცველი. აგრეთვე მცველი ფრანგული "ლანსი"-დან. ერთი თუ ორი ფეხბურთელი "ვესტ ბრომვიჩი". არის "ასტონ-ვილა"-ს საკმაოდ გამოცდილი მცველი ალ-მუხამმადი. თავდამსხმელი "ბრაგა"-დან.
საკმაოდ დაკომპლექტებული გუნდია, რა თქმა უნდა გენიოსი მწვრთნელის თაოსნობით.
მაგრამ... მსოფლიო მასშტაბით სასუალოც არ ეთქმით. არა მგონია (ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ!) ჯგუფიდან გავიდნენ ესენი. ურუგვაი გაცილებით ძლიერია და არც მასპინძელი რუსეთი დაუთმობს ამათ რაიმეს... ვნახოთ... 15 ივნისს მათი ვარსკვლავი იუბილარია და ეგებ კარგად იმოქმედოს ამან..

13:35 | 16.05.2018
valeri8848 (1874)

ჯერ ზიდანი უნდა დატოვოს გაღიმებული სალაჰმა რუსებს მერე მიხედავს

19:34 | 16.05.2018
O. Mertskhali (3102)

უფრო მოსალოდნელია, რომ ზიზუ და სალაჰი კარგად გაუგებენ ერთმანეთს - ისე, რომ ორივე მოგებული დარჩება

13:11 | 16.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (10056)

მიდი მომო აუცილებლად უნდა გახვიდე ჯგუფიდან

12:42 | 16.05.2018
geogoli (939)

რუსეთი ყველა ვარიანტში უნდა ჩატოვონ ჯგუფში

00:10 | 17.05.2018
ogafa (7768)

+

12:13 | 16.05.2018
geogoli (939)

რუსეთი ყველა ვარიანტში უნდა ჩატოვონ ჯგუფში

12:20 | 16.05.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

რომელ ქალაქში ხარ ძმა?

12:43 | 16.05.2018
geogoli (939)

თბილისში, აიპ მაქვს სხვა და აჩვენებს რუსეთს

12:03 | 16.05.2018
geogoli (939)

ეგვიპტეს ქომაგი ვარ ამ ჯგუფში, მიდი მომოოო

11:57 | 16.05.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

ისე კოხორას რომ ასეთი ვარცხნილობა დაუყენო დახატული სალახია

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.076697