ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:54 | 01.06.2020

01 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 – დაიბადა ჟუსტინ ენინი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. 2003, 2005, 2006, 2007 წლებში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 2003 და 2007 წლებში იმარჯვა აშშ-ს ღია პირველობაზე. 2004-ში ...

07:49 | 29.05.2020

029 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977 – დაიბადა მასიმო ამბროზინი. იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ფეხბურთელი. ევროპის 2000 წლის პირველობის ფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 35 მატჩი. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (2003, 2007), ...

11:08 | 19.05.2020

019 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976 - დაიბადა კევინ გარნეტი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუით მძიმე ფორვარდი (212 სმ). აშშ-ს “დრიმ თიმის” შემადგენლობაში, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2004 წლის ოლიმპიადაზე ...

10:00 | 13.05.2020

013 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 - თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი “კარლ ცაისი” (იენი) 2:1 დაამარცხა. ...

11:25 | 11.05.2020

011 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1984. დაიბადა ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირების სიმბოლურ ნაკრებში.მსოფლიოს ...

09:32 | 07.05.2020

07 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939 - დაიბადა ჯემალ ცერცვაძე. ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი. თბილისის “ბურევესტნიკის” რიგებში 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1965, 1966, 1967 წლებში საკავშირო პირველობების ...

12:37 | 06.05.2020

06 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 - დაიბადა დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების, “სევილიასა” და “ბარსელონას” მცველი. სევილიელთა შემადგენლობაში უეფას თასის ორგზის მფლობელი (2006, 2007). ამავე გუნდის რიგებში გამოსვლისას ევროპის სუპერთასისა ...

10:00 | 04.05.2020

04 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987. დაიბადა ფრანსისკ (სესკ) ფაბრეგასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონას”, “არსენალის” და "ჩელსის" ფეხბურთელი. სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში მან 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა და პირენელთა ეროვნული ...

12:34 | 03.05.2020

03 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მოიპოვა (1978). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ...

10:11 | 01.05.2020

01 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968 - ოლივერ ბირჰოფი. გერმანიის ეროვნული ნაკრების, იურდინგერის “ბაიერის”, “ჰამბურგის,” მიონხენგლადბახის “ბორუსიას,” ზალცბურგის “აუსტრიას”, “ასკოლის”, “უდინეზეს”, “მილანის,” “მონაკოს”, “კიევოს” ფორვარდი. ...

1.209742