ისტორია

10:54 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

1 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 – დაიბადა ჟუსტინ ენინი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. 2003, 2005, 2006, 2007 წლებში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 2003 და 2007 წლებში იმარჯვა აშშ-ს ღია პირველობაზე. 2004-ში გახდა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი. 2004 წელს გახდა ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2001 და 2006 წლებში ითამაშა უიმბლდონის ფინალში. 2006 და 2007 წლებში მოიგო წლის შემაჯამებელი WTA-ს ტურნირი. 2003 წელს დაასახელეს ბელგიის საუკეთესო სპორტსმენად. მსოფლიო რეიტინგში პირველ საფეხურზე იყო, როცა მოულოდნელად, 2008 წლის 14 მაისს სპორტული კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება, ასევე მოულოდნელად, 2010 წლის 4 იანვარს მან აქტიური საჩოგბურთო საქმიანობის განახლების თაობაზე გვამცნო. კარიერის განმავლობაში ჟუსტინ ენინმა 20 მილიონ 621 106 დოლარი გამოიმუშავა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899 - გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “აინტრახტი”.

1905 - ლონდონის კლუბი “ჩელსი” ინგლისის მეორე საფეხბურთო დივიზიონში დაუშვეს.

1934 - მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის გადათამაშებაში იტალიის ნაკრებმა ესპანეთს 1:0 მოუგო. მატჩს შვეიცარიელი არბიტრი რენე მერსე სჯიდა, რომელმაც ტურნირის მასპინძლის “სკუადრა აძურას” სასარგებლოდ რამდენიმე თვალსაჩინო შეცდომა დაუშვა. ფიფა იტალიის დიქტატორის ბენიტო მუსოლინის განაწყენებას მოერიდა და მსაჯი არ დასაჯა, სამაგიეროდ შვეიცარიის საფეხბურთო ფედერაციამ მერსეს საშინაო მატჩებში სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.

1939 - ამერიკის შეერთებულ შტატაბში მოკრივეთა ორთაბრძოლა პირველად გადაიცა ტელეეთერით.

1940 - მეორე მსოფლიო ომის გამო 1940 წლის ოლიმპიური თამაშები შეწყდა.

1941 - ლენინგრადში, საკავშირო პირველობის მატჩში “ზენიტის” წინააღმეგ თამაშისა თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა ვიკტორ პანიუკოვმა 2 გოლი გაიტანა, შემდეგ გაძევებული მეკარის ასდგილი დაიკავა და პენალტი მოიგერია. ის მატჩი “დინამომ” 4:1 მოიგო.

1959 - ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბრაიან ლონდონი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

1962 - ჰოლანდიის ქალაქ კერკრადეში საფეხბურთო კლუბი “როდა” დაარსდა.

1965 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში, “მონრეალ კანადიენსმა” “ჩიკაგო ბლექ ჰოუქსი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1972 - ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრველი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.

1975 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერსის” მოთამაშეებმა, პარიზიმ და პოტვინმა 14 წამის განმავლობაში ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარში შაიბის გატანა.

1978 - ჰოლანდიაში საფეხბურთო კლუბი “მაასტრიხტი” დაარსდა.

1982 - ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის სამონაწილეო განაცხადში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ნორმან უაითსაიდი შეიყვანა. იმ მომენტისთვის უაითსაიდს ოლდ ტრაფორდელთა რიგებში მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

1984 - რუსმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ გუნიაშევმა ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (211 კგ).

1990 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა, “დეტროიტ პისტონზმა” 14 წლიანი პაუზის შემდეგ, პორტლენდში ადგილობრივი “თრეილ ბლეიზერსის” დამარცხება მოახერხა.

1991 - დაარსდა საქართველოს სროლისა და მშვილდოსნობის ფედერაცია. 1992 წლიდან გაწევრიანდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციასა (FIთA) და სროლის საერთაშორისო კავშირში (UIთ). ამჟამად სროლის სახეობათა ფედერაციას დავით ქარსელაძე ხელმძღვანელობს.

1991 - დაარსდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია. 1992 წლის 18 ივლისიდან გაწევრიანდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციასა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირში (UEG). მის პირველ პრეზიდენტად ანზორ ღონღაძე აირჩიეს. ამჟამად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციას რუსუდან ხოფერია ხელმძღვანელობს.

1993 - პარაგვაის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, მსაჯმა მოედნიდან 20 მოთამაშე გააძევა.

1995 - ლონდონურმა “ჩელსიმ” თავისუფალი აგენტის სტატუსით გენიუს “სამპდორიიდან” ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ გულიტი აიყვანა. სტემფორდ ბრიჯელთა მაშინდელი დამრიგებელი გლენ ჰოდლი იყო.

1997 - მადრიდის “რეალმა” ესპანეთის უპირველეს საფეხბურთო დივიზიონში 2000-ე შეხვედრა ჩაატარა. იმ დღეს “სამეფო კლუბმა” საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუზე” 100 ათასი მაყურებლის თანდასწრებით “ესტრამადურას” 5:0 მოუგო. ორ-ორი გოლი კლარენს ზეედორფმა და დავორ შუკერმა, ერთი რაულმა გაიტანა.

1998 - ლეგენდარულმა ეთიოპიელმა სტაიერმა ჰაილე გებრესელასიემ 10 კმ-ზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (26 წუთი და 22,75 წამი), რომლის მოხსნაც დრემდე ვერავინ მოახერხა.

2005 - “სან ანტონიო სპერზმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ფინიკს სანზი” დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

2008 - შვეციის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანის “ინტერთან” კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით იგი წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს.

2009 - საბერძნეთის საკალათბურთო ფლეი ოფის მეოთხე მატჩში ათენის “პანათინაიკოსმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” 94:81 სძლია, სერია 3:1 მოიგო და ქვეყნის ჩემპიონი (ზედიზედ მეშვიდედ, ისტორიაში 29-ედ) გახდა. “პაოს” რიგებში ელადელთა საკალათბურთო პირველობის ოქროს მედალი გიორგი შერმადინმაც მოიპოვა.

2011 - თბილისში მიმდინარე რაგბისტთა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფას ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა, 2 მოგების შემდეგ, იაპონიასთან 14:29 წააგო. ჯგუფში პირველ ადგილზე 14 ქულით იაპონელები გავიდნენ, საქართველომ 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

2012 - ბათუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა დააზერბაიჯანისფეხბურთისფედერაციების პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ ევრო 2020-ის ერთობლივიმასპინძლობისგანაცხადიშეიტანეს.

2013 - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქსასარიშიგამართულოქროს დიდ პრიზზე” 5 მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ), მალხაზზარქუამ (66 კგ) დაგიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონებიგახდნენ. დავითქერაშვილს (96 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღადააკლდადავერცხლს დაეუფლა, ხოლო გიორგი ედიშერაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

ამ დღეს დაიბადნენ

1892 - ჰარი მალინი. ინგლისელი მოკრივე. პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა.

1908 - ლუის რეგეირო “კორსო”. 1920-30-იან წლებში ესპანეთის ნაკრების ბასკი ფორვარდი. მსოფლიო 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ნაკრების 25 მატჩში გაიტანა 17 გოლი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. იყო ბასკონიის ნაკრების კაპიტანი და 1937 წელს თბილისშიც ითამაშა.

1935 - ჯეიმს ჯორჯი. ამერიკელი მძლეოსანი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს და რომის 1960 წლის თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1937 - ეციო პასკუტი. “ბოლონიას” ლეგენდარული ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. ბოლონიელთა ღირსებას იცავდა 1955-69 წლებში და გუნდის სერია A-ს 296 მატჩში 130 გოლი გაიტანა. 1964 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1940 - ანატოლი ბონდარჩუკი. მძლეოსნობაში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1945 - ბრაიან ოლდფილდი. ამერიკელი მძლეოსანი. პირველი მძლეოსანი, რომელმაც ბირთვი 21 მეტრზე შორს გადააგდო.

1946 - ვალენტინ მურატოვი. რუსი ტანმოვარჯიშე. ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1960 - ვლადიმირ კრუტოვი. შაიბიან ჰოკეიში ორგზის ოლიმპიური თამაშების (1984, 1988) ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1961 - პოლ კოფი. ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშე. ნჰლ-ში ჩაატარა 21 სეზონი. გამოდიოდა “ედმონტონში”, “პიტსბურგში”, “დეტროიტში”, “ფილადელფიაში”, “ჩიკაგოსა” და “ბოსტონში”. ოთხჯერ მოიპოვა სტენლის თასი, სამჯერ – კანადის თასი. ლიგის ისტორიაში კოფი მცველთა შორის შედეგიანობით მეორე ადგილზეა 1531 ქულა (396 გოლი, 1135 შედეგიანი გადაცემა).

1966 - აბელ ბალბო. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “უდინეზეს”, “რომას”, “პარმას”, “ფიორენტინას” ფორვარდი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. არგენტინის ჩემპიონი. უეფასა და იტალიის თასების მფლობელი.

1970 - ალექს ლალასი. გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების მცველი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატსა და ორ ოლიმპიურ თამაშებზე. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 96 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. ლალასი პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის უპირველეს ლიგაში ითამაშა. ამჟამად “ლოს ანჯელეს გელექსის” პრეზიდენტი და გენერალური მდივანია.

1972 - მარცინ კუჟბა. პოლონეთის ეროვნული ნაკრების, კრაკოვის “ვისლასა” და “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელი.

1974 - ვასილის ზიკოსი. საბერძნეთის ეროვნული ნაკრების, ათენის აეკ-ისა და “მონაკოს” ფეხბურთელი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონი.

1978 - ფერნანდო და სილვა მარსელო. “სან პაულუსა” და “ლიეჟის” ფეხბურთელი.

1979 - ჯენიფერ ბოტერილი. კანადის ჰოკეისტთა ნაკრების ფორვარდი. 1998 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1981 - სმუშ პარკერი. “დეტროიტ პისტონზის” გამთამაშებელი-მსროლელი (190 სმ).

1982 - ჟუსტინ ენინი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. 2003, 2005, 2006, 2007 წლებში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 2003 და 2007 წლებში იმარჯვა აშშ-ს ღია პირველობაზე. 2004-ში გახდა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი. 2004 წელს გახდა ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2001 და 2006 წლებში ითამაშა უიმბლდონის ფინალში. 2006 და 2007 წლებში მოიგო წლის შემაჯამებელი WTA-ს ტურნირი. 2003 წელს დაასახელეს ბელგიის საუკეთესო სპორტსმენად. მსოფლიო რეიტინგში პირველ საფეხურზე იყო, როცა მოულოდნელად, 2008 წლის 14 მაისს სპორტული კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება, ასევე მოულოდნელად, 2010 წლის 4 იანვარს მან აქტიური საჩოგბურთო საქმიანობის განახლების თაობაზე გვამცნო. კარიერის განმავლობაში ჟუსტინ ენინმა 20 მილიონ 621 106 დოლარი გამოიმუშავა.

0.115817