ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
09:53 | 29.07.2020 29 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1937. დაიბადა ვლადიმერ ბარქაია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში იასპარეზა ...
| |
09:51 | 28.07.2020 28 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1954. დაიბადა თამაზ იმნაიშვილი. სახელგანთქმული ქართველი სასტენდო მსროლელი (მრგვალი სტენდი). 1981 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
|
09:43 | 26.07.2020 26 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1953. დაიბადა ფელიქს მაგათი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი ფეხბურთელობისას გამოდიოდა “საარბრიუკენსა” (1974-76) და “ჰამბურგში” (1976-86).
| |
09:41 | 25.07.2020 25 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1958. დაიბადა კარლ-ჰაინც ფიორსტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “შტუტგარტის” და “მარსელის” მცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი.
|
09:42 | 24.07.2020 24 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
2013. “ატლეტიკო მინეიროსთან” ერთად კოპა ლიბერტადორესის მოგების შემდეგ, რონალდინიო მოპოვებული ტიტულების მიხედვით რეკორდსმენი გახდა.
| |
09:16 | 23.07.2020 23 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1956 - დაიბადა თენგიზ სულაქველიძე. ქუთაისის “ტორპედოს” (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) შვედური “ჰოლმსუნდის” (1989) ფეხბურთელი. 1981 წელს “დინამოსთან” ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა ...
|
09:17 | 21.07.2020 21 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1950. დაიბადა უბალდო ფილოლი. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მეკარედ.
| |
09:49 | 19.07.2020 19 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1940. დაიბადა ანზორ კავაზაშვილი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, თბილისის “დინამოს” (1957-59), ლენინგრადის “ზენიტის” (1960), მოსკოვის “ტორპედოს” (1961-68), მოსკოვის “სპარტაკისა” (1969-71) და ქუთაისის “ტორპედოს” ...
|
09:38 | 17.07.2020 17 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: ბრაზილია-იტალია 0:0; პენალტებით ბრაზილიელებმა 3:2 მოიგეს.
| |
09:18 | 16.07.2020 16 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1937. დაიბადა ნუგზარ ასათიანი. ქართველი ხმლით მოფარიკავე. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
|
|
|
|