ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:40 | 17.03.2022

017 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939 - დაიბადა ჯოვანი ტრაპატონი. იტალიელი ფეხბურთელი, შემდგომში მწვრთნელი. იცავდა “მილანის” ღირსებას. წვრთნიდა იტალიის ნაკრებს (2000-2004), “მილანს,” “იუვენტუსს,” “ინტერს,” “ბაიერნს,” “კალიარის,” “ფიორენტინას,” ...

09:59 | 16.03.2022

016 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1928 – დაიბადა მარიო ზაგალო (მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო). ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად, მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თამაში 1948 წელს “ამერიკაში” დაიწყო. 1958 და ...

09:50 | 14.03.2022

014 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1979- დაიბადა ნიკოლა ანელკა. საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ის, ლონდონის “არსენალის,” მადრიდის “რეალის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის,” სტამბოლის “ფენერბახჩეს,” “ბოლტონის”, “ჩელსის”, ჩინეთის “შანხაი შენხუას” ...

09:53 | 13.03.2022

013 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 – დაიბადა ბრუნო კონტი. იტალიის ნაკრებისა და “რომას” მარჯვენა გარემარბი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. ესპანეთის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კონტიმ პერუს გაუტანა, რითაც იტალიელები მომდევნო სტადიაზე გავიდნენ. ...

10:05 | 11.03.2022

011 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 - დაიბადა დიდიე დროგბა. კოტ დივუარის ნაკრების, “ლე მანის”, “გინგამის”, “მარსელისა”, “ჩელსის”, „გალათასარაის“, "მონრეალის" ფორვარდი. 2012 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ...

09:49 | 09.03.2022

09 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1943 - დაიბადა რობერტ ჯეიმს (ბობი) ფიშერი. საერთო აღიარებით, ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე. 14 წლის ასაკში აშშ-ის ჩემპიონი გახდა. 1972 წელს პირველმა ამერიკელთა შორის, მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ...

09:46 | 08.03.2022

08 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა გურამ პეტრიაშვილი. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და ოთხგზის მესამე პრიზიორი. 1970 წელს იასპარეზა საკავშირო თასის ფინალში. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 281 ...

09:53 | 05.03.2022

05 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2013 - სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. 19 წლის სპორტსმენმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ...

09:53 | 04.03.2022

04 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951- დაიბადა კენი დალგლიში (კენი მატისონი). შოტლანდიის ნაკრების, “სელტიკისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. დალგლიშმა 200-200 მატჩზე მეტი ჩაატარა ინგლისისა და შოტლანდიის უპირველეს საფეხბურთო ლიგებში. ორივე ...

09:50 | 03.03.2022

03 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1953- დაიბადა ზიკო (არტურ არტუნიეს კოიმბრა). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა (1978, 1982, 1986). 1978 წელს გუნდთან ერთად ...

1.900192