1975. დაიბადა ნესტორ ხერგიანი. 2004 წლის 14 აგვისტოს ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი (60 კგ). ნესტორმა პირველ წრეში ესპანეთის წარმომადგენელი კენჯი უემაცუ დაამარცხა, მეორეში ყაზახ ბაზარბეკ დონბაის სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე რუს ევგენი სტანევს დააყრევინა ფარ-ხმალი, ნახევარფინალში კი ირანელ ჰაჯი აჰონზადე მასუდს აჯობა. ფინალში ხერგიანმა იაპონელ ტადაჰირო ნომურასთან კოკა კი მოიპოვა, მაგრამ აზიელმა ვაზარის ტოლფასი ილეთი ჩაატარა და ნესტორს ვერცხლის მედალი ერგო. ნესტორ ხერგიანი ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 2003) და შვიდგზის მესამე პრიზიორია (1999, 2000, 2001, 2002, 2007, 2008, 2009). 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, 1999 წლის პლანეტის ჩემპიონატზე კი დაიმსახურა ბრინჯაოს მედალი. 1994 წელს სამბოში ახალგაზრდებს შორის მოიგო ევროპის პირველობა. 2000 და 2008 წლების ოლიმპიადების მონაწილე. ნესტორ ხერგიანი ღირსების ორდენის კავალერია.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1871. ინგლისში დაარსდა ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირი – “გამოწვევის თასი”. მოგვიანებით გათამაშება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასად გადაკეთდა. პლანეტის ყველაზე ძველ საფეხბურთო შეჯიბრების პირველ გათამაშებაში მონაწილეობა თხუთმეტმა გუნდმა მიიღო, მათ შორის იყო შოტლანდიური კლუბი “ქუინზ პარკი”.
1885. დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ფეხბურთს ქვეყანაში ოფიციალურად მიანიჭა პროფესიონალური სტატუსი.
1920. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰეერენვენი”.
1924. მოსკოვში გამოვიდა გაზეთ “კრასნი სპორტის” პირველი ნომერი. შემდგომში ამ გამოცემას “სოვეტსკი სპორტი” დაერქვა.
1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-ბოლივია 4:0; პარაგვაი-ბელგია 1:0.
1938. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1940 წლის თამაშების მასპინძლობის უფლება ფინეთს მისცა, რადგან იაპონიამ ოლიმპიადის ჩატარებაზე უარი განაცხადა. მეორე მსოფლიო ომის გამო აღნიშნული ოლიმპიადა არ შედგა.
1952. ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისას პოლონელმა მძლეოსანმა ემილ ზატოპეკმა 10 კმ-ზე სირბილში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა (29:17,0).
1957. ფორმულა-1-ის აინტრის (დიდი ბრიტანეთი) გრანპრი ტონი ბრუკსმა (“ვანუოლი”) მოიგო.
1965. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სერ სტენლი მეტიუზმა პირველი პოსტი მიიღო. ლეგენდარული მოთამაშე “პორტ ვეილის” გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.
1966. მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). ჯგუფური ეტაპი: ინგლისი-საფრანგეთი 2:0; გფრ-ესპანეთი 2:1; უნგრეთი-ბულგარეთი 3:1; სსრკ-ჩილე 2:1. ქართველთაგან სსრკ-ს ნაკრების ღირსებას ანზორ კავაზაშვილი და სლავა მეტრეველი იცავდნენ.
1968. ფორმულა-1-ის ბრენდს ჰეტჩის (დიდი ბრიტანეთი) გრანპრი ჯო ზიფერტმა (“ლოტუსი”) მოიგო.
1969. ლეგენდარულმა ბელგიელმა ველოსიპედისტმა ედი მერკსმა “ტურ დე ფრანსი” მოიგო.
1974. ფორმულა-1-ის ბრენდს ჰეტჩის (დიდი ბრიტანეთი) გრანპრი ჯოდი შეკტერმა (“ტირელი”) მოიგო.
1980. თბილისის “დინამომ” რუმინეთში ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ტიმოშოარას ტურნირის ფინალში “დინამოელებმა” მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში “სპორტულ სტუდენცესკი” 8:7 დაამარცხეს. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. თბილისელთაგან გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, მუჯირი, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მელიქია, მინაშვილი, თავაძე (კოსტავა, დარასელია), ჯოხაძე, შენგელია, კაკილაშვილი (ჟვანია).
1984. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანმა უვე ჰონმა შუბის ტყორცნაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (104,8 მეტრი).
1991. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ მაიკ ტაისონს “მის შავი ამერიკა” დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურებისთვის ოფიციალური ბრალი წაუყენეს.
2009. ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და პრიზიორმა ნინო სალუქვაძემ.
2011. უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში"ზესტაფონმა"მოლდოვაში იქაურ "დაჩიასთან" 0:2 წააგო, მაგრამ პირველი შეხვედრა 3:0 ჰქონდა მოგებული და მესამე ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი გავიდა.
2011. არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკას ნახევარფინალში პარაგვაიმ ვენესუელას პენალტებით 5:3 მოუგო და 1979 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა კონტინენტის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში.
2013. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.
2013. მოსკოვში ძიუდოისტთა "დიდ მუზარადზე" წარმატებით იასპარეზა ამირან პაპინაშვილმა(60კგ),რომელმაც ჩემპიონობა იზეიმა. ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმაჩემპიონობისთვისშეხვედრაშიკი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის ბრწყინვალე გდებით სძლია. მოსკოვშიბრინჯაოს დაეუფლაზებედარეხვიაშვილი (73 კგ).
ამ დღეს დაიბადნენ
1921. ფრედერიკ შროდერი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1942 წელს მოიგო აშშ-ს ღია პირველობა.
1938. როჯერ ჰანტი. ინგლისის ნაკრების ფორვარდი. 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას საკუთარ დაბადების დღეზე ორი გოლი გაუტანა საფრანგეთის ნაკრებს. ინგლისის მუნდიალზე ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 34 შეხვედრა, გაიტანა 18 გოლი. 1958-69 წლებში გამოდიოდა “ლივერპულში”. თასების თასის ფინალისტი (1966). ინგლისის ორგზის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მფლობელი. ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1965-66). “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩაატარა 404 მატჩი, გაიტანა 245 გოლი.
1944. რობერტო როხელი. 1967-75 წლებში იცავდა ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ღირსებას. იყო გუნდის კაპიტანი. როხელი არგენტინის ორგზის ჩემპიონია.
1946. ვლადიმირ ვიკულოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. ამპლუით ფორვარდი. ორგზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი.
1953. ლადისლავ იურკემიკი. 1970-80-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2002-03 წლებში წვრთნიდა სლოვაკიის ნაკრებს.
1955. ტომას ნ’კონო. 1970-90-იანი წლების ლეგენდარული კამერუნელი მოკრივე. აფრიკის ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი. კამერუნის ხუთგზისა და ბოლივიის ორგზის ჩემპიონი. კამერუნის თასის სამგზის მფლობელი. 1979 და 1982 წლებში დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. წლების განმავლობაში თამაშობდა ბარსელონას “ესპანიოლში”. ამჟამად ამ გუნდის მეკარეთა მწვრთნელია. იტალიელმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ვაჟს ნ’კონოს პატივსაცემად თომასი დაარქვა.
1955. ბიორნ ანდერსონი. შვეციის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მცველი. ბავარიელთა რიგებში გამოსვლისას 1976 წელს მოიგო ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები.
1956. ჩარლი მაგრი. საშუალო წონითი კატეგორიის წარმომადგენელ პროფესიონალ მოკრივეთა შორის, 1983 წელს ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.
1966. ტრეისი მაკფერლანი. ამერიკელი მოცურავე. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1972. ებე სანდი. დანიის ნაკრების, “ბრონდბიუსა” და “შალკეს” ფორვარდი. 1998 წლის საფრანგეთის მუნდიალზე მან ერთგვარი რეკორდი დაამყარა ნიგერიასთან გამართულ მატჩში, როდესაც შეცვლაზე შესულმა 16 წამში გოლის გატანა მოასწრო.
1975. ნესტორ ხერგიანი. 2004 წლის 14 აგვისტოს ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი (60 კგ). ნესტორმა პირველ წრეში ესპანეთის წარმომადგენელი კენჯი უემაცუ დაამარცხა, მეორეში ყაზახ ბაზარბეკ დონბაის სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე რუს ევგენი სტანევს დააყრევინა ფარ-ხმალი, ნახევარფინალში კი ირანელ ჰაჯი აჰონზადე მასუდს აჯობა. ფინალში ხერგიანმა იაპონელ ტადაჰირო ნომურასთან კოკა კი მოიპოვა, მაგრამ აზიელმა ვაზარის ტოლფასი ილეთი ჩაატარა და ნესტორს ვერცხლის მედალი ერგო. ნესტორ ხერგიანი ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 2003) და შვიდგზის მესამე პრიზიორია (1999, 2000, 2001, 2002, 2007, 2008, 2009). 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, 1999 წლის პლანეტის ჩემპიონატზე კი დაიმსახურა ბრინჯაოს მედალი. 1994 წელს სამბოში ახალგაზრდებს შორის მოიგო ევროპის პირველობა. 2000 და 2008 წლების ოლიმპიადების მონაწილე. ნესტორ ხერგიანი ღირსების ორდენის კავალერია.
1975. რეი ალენი. “მილუოკი ბაქზისა”, “სიეტლ სუპერსონიქსის”, “ბოსტონ სელტიკსის” მსროლელი (196 სმ). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 208 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. კლუბში მისი ყოველწლიური ხელფასი 19 მილიონ 776 860 დოლარია. არაერთხელ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1975. როდოლფო არაუბარენა. არგენტინის ნაკრების, “ბოკა ხუნიორსის” (1992-2000), “ვილიარეალის” (2000-07), ათენის აეკ-ის, ბუენოს აირესის “ტიგრეს” მცველი. ლიბერტადორესისა და ინტერტოტოს თასების მფლობელი. არგენტინის აპერტურისა და კლაუსურას ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი.
ამ დღეს გარდაიცვალა
1944. ჰაინც ბარნსი (გერმანია). 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. დაიღუპა დრეზდენის დაბომბვის დროს.