1950. დაიბადა უბალდო ფილოლი. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მეკარედ. 1983 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 და 1982 წლების ჩემპიონატების მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი. საკლუბო დონეზე ყველაზე დიდხანს, 1974-83 წლებში, გამოდიოდა ბუენოს აირესის “რივერ პლეიტში”. აგრეთვე იცავდა “კილმესის”, “რასინგის”, “არგენტინოს ხუნიორსის”, “ფლამენგოს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ველეს სარსფილდის” კარს. არგენტინის შვიდგზის ჩემპიონი. 1977 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო მეკარედ.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1902. რიო დე ჟანეიროში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ფლუმინენსე”. 1984 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, 2007 წელს მოიპოვა ქვეყნის თასი. გუნდი 30-ჯერ გახდა კარიოკას შტატის ჩემპიონი. სხვადასხვა დროს “ფლუმინენსეს” ღირსებას დიდი, გერსონი, კარლოს ალბერტო, რიველინო, ბრანკო, ედინიო, რენატო გაუშუ იცავდნენ. გუნდი თამაშობს ‘”ლარანეირაისის” (მაყურებელთა ტევადობა 8 ათასი) და “მარაკანას” (88 992) სტადიონებზე.
1912. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, თასის გათამაშების ფინალის ფრედ დასრულების შემდეგ, დამატებითი 30 წუთი უნდა დანიშნულიყო.
1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ჯგუფური ეტაპი: ურუგვაი-რუმინეთი 4:0.
1959. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ანკარას “გიუნეშს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები მიხეილ მესხმა და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. თამაში თბილისში ჩატარდა. “დინამო”: კავაზაშვილი, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ბ. სიჭინავა, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მელაშვილი, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი. “დინამოს” ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1960. ინგლისელმა ფრენსის ჩეჩესტერმა კატერ “ჯიფსით” ატლანტის ოკეანის 40 დღიანი გადაცურვა დაასრულა და ნიუ იორკის პორტში შევიდა.
1974. ლეგენდარულმა ბელგიელმა ველოსიპედისტმა ედი მერქსმა მეხუთედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.
1980. ჟან კლოდ დროიერი პარიზის ეიფელის კოშკის მწვერვალზე 2 საათსა და 18 წუთში აცოცდა.
1989. მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის კარლ უილიამსი პირველივე რაუნდში, წუთსა და 33 წამში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპუიონის ტიტული შეინარჩუნა.
1990. აშშ-ის ქალაქ სიეტლში კეთილი ნების თამაშები გაიხსნა.
2005. ბრაზილიელი ფორვარდი რობინიო მადრიდის “რეალის” წევრი გახდა.
2005. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაუწყვიტა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალენ ჟირესს.
2005. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშემ ნიკოლოზ ცქიტიშვილმა “მინესოტა თიმბერვულვზთან” “1 პლუს 1” კონტრაქტი გააფორმა. ხელფასის სახით ცქიტიშვილს 780 ათასი დოლარი დაენიშნა.
2006. ფეხბურთის ხორვატი სპეციალისტი, ივიცა ოსიმი იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
2006. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, ბერნარ ლამა კენიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
2010. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშირუსთავის“ოლიმპი”ყაზახეთის“აკტობეს” 1:1 დაუზავდა. 2 მატჩის ჯამში “აკტობემ” 3:1 იმარჯვა.
2011. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშითბილისის„დინამომ“უელსის„ლანელის“ 5:0 მოუგო (პირველი შეხვედრაში უელსელებმა 2:1 იმარჯვეს), რუსთავის„მეტალურგმა“ყახახეთში პავლოდარის „ირტიშს“ 2:0 სძლია (რუსთავში თამაში 1:1 დასრულდა). ორივექართული გუნდიმომდევნო ეტაპზე გავიდა. გამოეთიშა ასპარეზობას „გაგრა“, რომელმაცთბილისშიკვიპროსის„ანორთოსისს“ 2:0 კი მოუგო, მაგრამ გასვლაზე 0:3 ჰქონდა წაგებული.
2013. “ტურ დე ფრანსის” მეასე რბოლა ბრიტანელმა კრისტოფერ ფრუმმა მოიგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1910. პიეტრო პაზინატი. 1930-იანი წლების იტალიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონი.
1937. ვიკტორ მამატოვი. ბიატლონში 1968 და 1972 ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1968 წლის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საბჭოთა დროშა მიჰქონდა. მსოფლიოს 1967 წლის ჩემპიონი.
1937. ედუარდ სტრელცოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” (1954-58, 1965-70) ფეხბურთელი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1965) და თასის მფლობელი (1968). ორჯერ დასახელებული იყო ქვეყნის წლის საუკეთესო მოთამაშედ (1967, 1968). გამოირჩეოდა თამაშის ტექნიკური სტილით. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაპატიმრებული იყო, წარმატებული თამაში კი, ციხიდან გამოსვლის შემდეგაც გააგრძელა. 1957 წელს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება ჩამოართვეს და ეს ტიტული ხელმეორედ 1967 წელს მიაკუთვნეს. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 222 მატჩი, გაიტა 99 გოლი. ედუარდ სტრელცოვი ფილტვის კიბოთი 1990 წელს გარდაიცვალა. ედუარდ სტრელცოვის სახელი მინიჭებული აქვს “ტორპედოს” სტადიონს.
1939. ჰელმუტ ჰალერი. 1958-70 წლებში გერმანიის ფედერაციული ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ინგლისელებთან ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჰალერმა ამ მატჩში გამოყენებული ბურთის ხელში ჩაგდება მოახერხა. მოგვიანებით მან ეს ბურთი, ფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელ ჯეფრი ჰერსტს გადასცა. მსოფლიოს 1970 წლის მუნდიალზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “აუგსბურგში” (1957-62), “ბოლონიასა” (1962-68) და ტურინის “იუვენტუსში” (1968-73). სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1964, 1972, 1973). ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1973). 1964 წელს დაასახელეს იტალიელთა პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად.
1947. კო ადრიაანსე. ამსტერდამის “აიაქსის”, “ალკმაარის”, “ვილემის”, “პორტოს”, დონეცკის “მეტალურგის”, “ზალცბურგის” მწვრთნელი. მოპოვებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონობა და თასი. ავსტრიის ჩემპიონობა. 2004 წელს დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო მწვრთნელად.
1950. უბალდო ფილოლი. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მეკარედ. 1983 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 და 1982 წლების ჩემპიონატების მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი. საკლუბო დონეზე ყველაზე დიდხანს, 1974-83 წლებში, გამოდიოდა ბუენოს აირესის “რივერ პლეიტში”. აგრეთვე იცავდა “კილმესის”, “რასინგის”, “არგენტინოს ხუნიორსის”, “ფლამენგოს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ველეს სარსფილდის” კარს. არგენტინის შვიდგზის ჩემპიონი. 1977 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო მეკარედ.
1955. მარსელო ბიელსა. არგენტინის ნაკრების (1998-2004), “ნიუელს ოლდ ბოისის”, მექსიკის “ატლასის” და “ამერიკას”, “ველეს სარსფილდის”, ბარსელონას “ესპანიოლის”, ჩილეს ნაკრების მწვრთნელი. ბიელსას მეთაურობით არგენტინის ნაკრები ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა და იმავე წელს გავიდა კოპა ამერიკის ფინალში.
1957. ჰალვარ ტორესენი. 1970-80-იან წლებში ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ეინდჰოვენის პსვ-ში. 1988 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ლეგიონერთა შორის ტორესენი ჰოლანდიის ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია – 315 მატჩში მან 152 გოლი გაიტანა.
1959. ვიქტორ ჩანოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, დონეცკის “შახტიორისა” (1976-81) და კიევის “დინამოს” (1982-90) გოლკიპერი. კარიერის მიწურულს გამოდიოდა ისრაელში. 1986 წელს მოიგო თასების თასი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი. ისრაელის ჩემპიონი. 1991 წელს დაასახელეს ისრაელის საუკეთესო მეკარედ. ევროპის 1988 წლის პირველობის ფინალისტი (ტურნირზე რინატ დასაევის დუბლიორი იყო). მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1980 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
1960. ფრიც ვალტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლიმპიური ნაკრების, “შტუტგარტის”, ბილეფელდის “არმინიას” ფორვარდი. შტუტგარტელთა შორის გამოსვლისას 1992 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. უეფას თასის ფინალისტი (1989). გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 348 მატჩი, გაიტანა 157 გოლი.
1971. ერიკ მიუკლანდი. ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველი. ნაკრებში ჩატარებული აქვს 78 მატჩი (2 გოლი). საკლუბო დონეზე გამოდიოდა “სტარტში”, “ლინში”, ათენის “პანათინაიკოსში”, “მიუნხენ 1860”-ში, ავსტრიულ “ლინცში”, “კოპენჰაგენში”. მიუკლანდი ფეხბურთიდან 2006 წლის 8 სექტემბერს გააცილეს, როდესაც ნორვეგიისა და არგენტინის ვეტერან მოთამაშეთა ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. არგენტინელთა შორის დიეგო მარადონამ, კლაუდიო კანიჯამ, მატიას ალმეიდამ ითამაშეს (შეხვედრა არგენტინამ 10;8 მოიგო). 2008 წელს მიუკლანდი ფეხბურტს დაუბრუნდა და ერთი სეზონი “სტარტში” ჩაატარა.
1978. კუოკი ივოსაკი. იაპონელი მოცურავე. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
ამ დღეს გარდაიცვალა
1943. ჩარლზ უილიამ პედოკი. ინგლისელი სპრინტერი. 1920 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული 100 მ დისტანციაზე რბენაში. გარდაიცვალა 42 წლის ასაკში.