10:38 | 10 მაისი, 2015
მესის ქარიშხალიქარი აბა ვის უკვირს? ქარი ხომ ყველგანაა... მაგრამ, ყველა ქარი ერთნაირი როდია? აბა როგორ უნდა შეადარო იმერეთის გაზაფხულის საამო სიო, უდაბნოს ხორშაკ ქარებს? ანდა როგორ გინდა ერთად ახსენო ზაფხულის ბათუმში, საღამოს ზღვიდან მობერილი ქარი და დიდიდიღმური ქარაშოტი? ერთი და უმთავრესი კი მაინც ალბათ ისაა, რომ ყველა ქარი მაინც ქარია და ყველა ქარს აქვს არსებობის უფლება.
11:28 | 07 მაისი, 2015
ძმები რამირესებისამი ძმა რამირესები: ლუკასი, ფერნანდო და დანიელი. სამი გადარეული ჯეელი, რომლებიც მუდამ მიზეზს ეძებენ საჩხუბრად და მუდამ მზად არიან იბრძოლონ მათი საერთო და დიდი სიყვარულისათვის, რომელსაც სახელად “რივერ პლეიტი“ ჰქვია. ძველი, გახეხილი ჯინსებით, თეთრი, წითელზოლიანი მაისურებით, ოვალური კეპებითა და შეკრული კოპებით დააბიჯებენ ბუენოს აირესში და თვალებს ავბედითად აცეცებენ აქეთ-იქით
11:58 | 03 მაისი, 2015
ახალი მინისტრი - შიში და მოლოდინი...საქართველოს სპორტის ახალი მინისტრი ყავს. სპორტი კი ამ ქვეყანაში ის სფეროა, რომელიც ხშირად მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის რეფორმირების დროს ახსენდებათ, სპორტის მინისტრი კი ვერ არის ისეთი გავლენიანი პერსონა, როგორც მაგალითად ბრაზილიაში, ანდა დიდ ბრიტანეთში.
10:49 | 30 აპრილი, 2015
ჩვენი საამაყო გოგონები!სიყრმესა და ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული სახელები: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ქეთევან არახამია და სხვებიც... ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ მსოფლიოში უმაგრესი ქალი მოჭადრაკეები გვყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი გამარჯვებები უმეტესწილად საბჭოთა კავშირის კუთვნილება ხდებოდა, ეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დიდი სიამაყით აღავსებდა, რადგან იყო უპირველესი – ეს უკვე განსაკუთრებული გრძნობაა!
10:49 | 26 აპრილი, 2015
პატარა სპარტელებიახალგაზრდა თაობის აღზრდას ძველ სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. სპარტის განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე-მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას. მასში მორალური თვისებების – ერთგულების, ამტანობისა და გამძლეობის განვითარებას.
10:59 | 23 აპრილი, 2015
დიდი გუნდი ბურთთან ერთი შეხებითაც იცნობა...“უკეთუ ერთი მოსისხარი შემოვიდეს მიწასა შენსა ზედა, მას მოჰყვება მრავალნი, რამეთუ მტერი იგი ლაღობს სატანჯველითა ქუეყნისა და უკეთუ არღარაა ბრძოლა, არღარაა იმედი გამარჯვებისა”.
10:36 | 19 აპრილი, 2015
გადარეული ეგვიპტელიობიექტურად რომ ვთქვათ, გაწიე-გამოწიე, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ერთი ჩვეულებრივი, ცხენივით მორბენალი ჩია ტანის ფეხბურთელია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდ ვარსკვლავთა შორის სახელის დამკვიდრებაზე ალბათ ვერც კი იოცნებებს.
11:10 | 16 აპრილი, 2015
იქ, სადაც სიძულვილი მეფობს...ეს ახლაა, დავით აღმაშენებელს რომ მთელი საქართველო აღმერთებს და წმინდანადაც კი გამოაცხადეს. დავითის თანამედროვეების გარკვეულ ნაწილს კი აღმაშენებელი სძულდა და ამას მაშინდელი მთავრების მეფისადმი დამოკიდებულებაც ნათლად ცხადყოფს.
13:45 | 09 აპრილი, 2015
დაპირისპირება ქართულ სპორტში - ისტორიის გაკვეთილებიისტორია გვარიგებს, წარსულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ქართულ სპორტში არსებული სხვადასხვა დაპირისპირებების ისტორია კი გვასწავლის, რომ მართალი და მტყუანი არ არსებობს, რადგან მართალი ხშირად მტყუანის გაგრძელებაა, მისი არჩეულია, მისი დაფრთიანებულია, მისი მხარდაჭერილია, ტაშდაკრულია და გარმონგაწელილია. ჰოდა, მთავარი უბედურებაც ესაა...
10:20 | 05 აპრილი, 2015
ნატო, ეკა და ქართული რაგბისაქართველოში დაბადება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ამ ქვეყანაში გაჩენისთანავე ყველანი იმდენი უცნაური და უსამართლო რამისთვის ვართ განწირული, მეეჭვება სხვაგან სადმე იყოს ამდენი საფიქრალი და სათავცემო ამბები. არადა, ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ თავისით აქამდე ჯერ არაფერი გაკეთებულა და არც გაკეთდება.
20:18 | 02 აპრილი, 2015
რა მოხდა მონტენეგროში?ერთი კვირის წინ, მონტენეგროში რუსეთის ნაკრებს აგინეს, ბოთლები დაუშინეს, დამამცირებელი შინაარსის შემცველი პლაკატები გამოუკრეს და როგორც იტყვიან, თავზეც გადაუარეს. აკინფეევის თავში მოხვედრილი ბოთლი იქით იყოს, მაგრამ რუსეთის ნაკრები სხვათაგან ზიზღსა და რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად თბილ დამოკიდებულებას უკვე ისე მიეჩვია, რომ როგორც ერთი რუსი ბლოგერი ნახევრად ხუმრობით წერს, ზიზღი რუსი ფეხბურთელების თანმდევი რამ გახდა.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |